როგორ მოვუაროთ თუთიყუშს - rogor.ge

როგორ მოვუაროთ თუთიყუშს

 

პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ფრინველის საკვები და წყალი არის სუფთა. გაწმინდეთ საკვების და წყლის კონტეინერები ყოველ დღე და შეავსეთ მარაგი ახალი პროდუქტებით.

 

გაასუფთავეთ გალია ყოველ 2-3 დღეში. გაასუფთავეთ სათამაშოებიც (რათქმაუნდა თუ გაქვთ). გაწმინდეთ გალია ექსკრემენტებისგან. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია გამოიყენოთ ფრინველებისთვის არამავნებელი სარეცხი და დეზინფექციის საშუალებები, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ ზოო მაღაზიებში, ვინაიდან სხვა შემთხვევაში შეიძლება დააზიანოთ თქვენი მეგობრის ჯანმრთელობა.

 

მას შემდეგ რაც გალიას გაასუფთავებთ, სათამაშოები სხვადასხვა ადგილას განალაგეთ (გალიაში). თუთიყუშები გამოირჩევიან ინტელექტით და ძალიან მალე ბეზრდებათ როცა არაფერი იცვლება.

 

ავარჯიშეთ თქვენი თუთიყუში. ეცადეთ, რომ მისი გონება იყოს აქტიური. თუთიყუშებისთვის უცნაურია, როდესაც საკვები და წყალი კონტეინერში ხვდებათ, რადგან ბუნებაში ისინი თვითონ მოიპოვებენ ამ ყველაფერს. ეცადეთ ხანდახან მაინც მისცეთ თქვენს თუთიყუშს საშუალება თვითონ მოიპოვოს საკვები. მაგალითად ოთახში დადეთ მისი საკვები მცენარეებთან და გაუშვით ის.

 

ასწავლეთ თუთიყუშს ლაპარაკი. თუთიყუშების უმეტესობა მოგბაძავთ საუბარში, თუმცა თუ თქვენ გინდათ, რომ მან კარგად ისწავლოს ლაპარაკი თქვენ მოგიწევთ უფრო მეტი დროის დათმობა ამ ყველაფრისთვის. გაუმეორეთ ფრაზები თქვენს თუთიყუშს 10-15 წუთის განმავლობაში ყოველდღიურად როდესაც მას ”ეთამაშებით”. ვარაუდი გაუწიეთ თქვენს ლაპარაკს სახლში ყოფნის დროს, ვინაიდან თუთიყუში საბოლოოდ იმ ფრაზებს ისწავლის რაც ყველაზე ხშირად ხვდება ყურში. ეცადეთ, რომ ფრაზები იყოს მოკლე. ზოგადად კარგია თუ ერთი ან ორი სიტყვით შემოიფარგლებით. გირჩევთ დაიწყოთ ფრაზებით როგორებიცაა: ”დილა მშვიდობისა”, ”გამარჯობა მეგობარო” და ასე შემდეგ.

 

არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ თუთიყუშს დამატებით ვიტამინები თუ ვეტერინარი არ დაუნიშნავს.

 

გაითვალისწინეთ გალიის ადგილმდებარეობა და ტემპერატურა. თუთიყუშებს ჭირდებთ განსაკუთრებული გარემო მისი ხასიათის მიხედვით. დადგით გალია იქ სადაც მას შეეძლება ადამიანთან ინტერაქცია. არ დადგათ გალია სამზარეულოში, რადგან საჭმლის მომზადების დროს გამოყოფილი აირები შეიძლება ტოქსიკური იყოს თუთიყუშისთვის. თუ სახლის ტემპერატურა კომფორტულია თქვენთვის მაშინ ის კომფორტული იქნება თქვენი მეგობრისთვისაც მთავარია ის სტაბილური იყოს, ვინაიდან ტემპერატურის ცვალებადობას პირდაპირი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე.

 

მზად იყავით იმისთვის, რომ თუთიყუში თქვენი მეგობარია მთელი ცხოვრებით, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ იცხოვრონ 50, 70 და 100 წელიც კი. თუ თქვენ არ ხართ მზად ამგვარი ხანგრძლივი ურთიერთობისთვის არ ღირს საერთოდ თუთიყუშის სახლში მოყვანა.