
ერთ - ერთი პოპულარული სალათის, ცეზარის მომზადების რეცეპტი.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ტოსტერის პური - ერთი შეკვრა.
- სალათის ფურცლები 2-3 კონა,
- მაიონეზი - 1,
- ქამა სოკო - 7 თავი,
- პილპილი,
- მარილი,
- ზეითუნის ზეთი,
- ქათმის ხორცი - მოხარშული ან შებოლილი, (1 ბარკალი)
- ლორი - რამოდენიმე ნაჭერი,
- ქამა სოკო - 7 თავი,
- ნიორი 2-3 კბილი, (დაჭყლეტილი)
- პომიდორი - 1-2 ცალი,
- მდოგვი - 1 ჩაის კოვზი,
საფეხურები
- 1 აიღეთ ტოსტერის პური და დაჭერით კუბიკებად. დაჭყლიტეთ ნიორი, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და ორეგანო. ეს ყველაფერი მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე, შევდგათ ღუმელში, ჯერ დავბრაწოთ და შემდეგ გავაგრილოთ.
- 2 მოხარშეთ ქათამი და დაჭერით პატარა ნაჭრებად. დაჭერით საშუალო ნაჭრებად, ასევე დამდუღრული სოკო.
- 3 გადაიტანეთ მაიონეზი ჭურჭელში, დაუმატეთ მარილი, პილპილი, მდოგვი გემოვნებით, კამა, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ამავე რაოდენობის მდოგვი. ეს ყველაფერი აურიეთ კარგად.
- 4 აიღეთ პომიდორი, მოათავსეთ დიდ გაშლილი თეფშზე, დაჭერით თხელ ნაჭრებად. ძირი მოუფინეთ სოკოთი. ჯერ დაანაკუწეთ და შემდეგ მოაყარეთ სალათის ფურცლები.
- 5 ლორი და ქათმის ნაჭრები სიმეტრიულად დადეთ თეფშზე, მოასხით მაიონეზი. ეს ყველაფერი გააკეთეთ რამოდენიმე ფენად და გარშემო, გვერდებზე შემოუწყყვეთ გახუხული პური.