
ნამცხვარი "ზებრა"-ს მომზადების რეცეპტი.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- 5 ცალი კვერცხი,
- 3 ჩ/ჭ შაქარი,
- 200გ. კარაქი,
- 1ჩ/ჭ არაჟანი,
- 5ს/კ კაკაოს ფხვნილი,
- 4ს/კ რძე ან წყალი,
- ფქვილი, სოდა, ძმარი, ვანილი-გემოვნებით.
საფეხურები
- 1 5 მთლიანი კვერცხისგან და 2 ჩ/ჭ შაქრისგან გაკეთეთ გოგლიმოგლი, დაამატეთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, სოდა, ძმარი, ვანილი, ფქვილი და კოვზით კარგად აზილეთ (ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის).
- 2 ცომი გაყავით შუაზე. ერთ ნახევარს შეაზილეთ 2ს/კ კაკაოს ფხვნილი. ნამცხვრის ფორმას წაუსვით კარაქი, რიგრიგობით დაასხით ჯერ თეთრი ცომი, ზემოდან ყავისფერი, შემდეგ ისევ თეთრი და ასე გაგრძელეთ სანამ ცომი დამთავრდება შემდეგ შედგით გამოსაცხობად.
- 3 გამოცხობის შემდგომ - გემოვნებით ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი. (თუ არ გექნებათ სურვილი შოკოლადის ზემოდან მოსხმის, არც ეგ არის პრობლემა, მის გარეშეც შეიძლება ნამცხვრის მომზადება.)
მინანქარი: 1ჩ/ჭ შაქარს დაუმატეთ 3ს/კ კაკაოს ფხვნილი, 4სუფრის კოვზი რძე ან წყალი და დადგით ცეცხლზე, დაამატეთ 50გ კარაქი წამოადუღეთ და დასხით ნამცხვარს.