როგორ მოვახდინოთ დროის ეფექტური მართვა (მენეჯმენტი) - rogor.ge

როგორ მოვახდინოთ დროის ეფექტური მართვა (მენეჯმენტი)

 

მომავალი დღის დაგეგმვა დაიწყეთ აუცილებლად წინა დღის საღამოს. ძილის წინ 1 ან 2 საათით ადრე გამოყავით რამოდენიმე წუთი რათა ჩამოყალიბდეთ მომავალი დღის გეგმებზე. რას აპირებთ, როდის აპირებთ. ყოველთვის გაიღვიძეთ და დაიძინეთ ერთსა და იმავე დროს. გარდა იმისა, რომ ეს ჩვევა დაგეხმარებათ იყოთ ტონუსში, გაუფრთხილდეთ ნერვებს, ასევე აქვს სხვა სასიკეთო თვისება - გეხმარებათ დროის სწორ განაწილებაში. დილით ადგომისას დაითვალეთ რადენი დრო გჭირდებათ სისუფთავავის პროცედურების გავლისას, მომზადებისას, გარკვეული რიტუალების შესასრულებლად (იქნება ესლოცვა, მედიტაცია, მაკიაჟი და ა.შ.) დათვალეთ მქსიმალური და მინიმალური დრო.

 

სწორად დასახეთ პრიორიტეტები. დღის და ზოგადად კვირის განმავლობაში ჩვენ ხშირად გვიწევს პრიოტიტეტების განაწილება. გასაკეთებელია გარკვეული რაოდენობის საქმე, სანახავი გყავთ ადამიანები, მოსაგვარებელია რიგი პრობლემები, ასევე გადადეთ დრო გართობისთვის, სამსახურისთვის, პირადი განვითარებისათვის, ძილისათვის. ეს ყველაფერი რეალურია! დროის სწორად განაწილების შემთხვევაში ყველაფერს მოასწრებთ. დაიწყეთ ყველაფრის დალაგება მნიშვნელობების მიხედვით. მაგალითად: თქვენ აპირებთ ნახოთ რამოდენიმე ადამიანი გარკვეული დროით, ჩამოყალიბდით ვის ნახვას აპირებთ, რამდენი ხნით. ასევე გასაკეთებელი საქმეების სია. დაყავით ისინი სირთულეებისა და მნიშვნელობების მიხედვით. გირჩევთ დაიწყოთ მნიშვნელოვნებით, შემდეგ რთულებით, ზოგ შემთხვევაში შეიძლება მნიშვნელოვანიც იყოს და რთულიც ერთად. გათვალეთ მიახლოებითი ვადები, თუ რამდენ ხანში უნდა მორჩეთ.

 

დაიცავით რეგლამენტი! პატივი ეცით საკუთარ თავს და გეგმებს, ნუ გადაუხვევთ შედგენილი გეგმებიდან, გარდა ისეთი გამოუვალი სიტუაციების არსებობის შემთხვევაში, როცა სხვა გზა არ გაქვთ. გეგმა რომელიც შედგენილი თქვენს მიერ, დრო რომელიც განაწილებულია თქვენი პრიოტიტებისა და ინტერესების მიხედვით უნდა იყოს წმინდა. მისი განხორციელება დააყენეთ მნიშვნელოვან ადგილას თქვენს ცხოვრებაში. თითოეული შესრულებული გეგმისას, თქვენ განიცდით სიმშვიდის, თავდაჯერებულობის, წარმატების და ძალაუფლების შეგრძნებას. სასიამოვნო შეგრძნებაა უდავოდ როცა არსად გეჩქარებათ, არ გაგვიანდებათ, დროში არ იწვებით, არც დედლაინების შიში გაქვთ. ადამიანი რომელიც აკონტროლებს და მართავს დროს, ის მართავს საკუთარ ცხოვრებას მაქსიმალურად აზრიანად.

 

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, აქედან გამომდინარე ყველას განსხვავებულად უწევს თავის საქმიანობიდან და ინტერესებიდან გამომდინარე დროის განაწილება. მოსწავლე, სტუდენტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები სხვადასხვაგვარად ანაწილებენ დროს. აქვე არის რიგი მომენტები რაც გასათვალისწინებელია ყველასთვის.

 

გამოყავით დრო ოჯახისა და მეგობრებისთვის. ხანდახან სახლში ხდება გაუთვალისწინებელი მომენტები, მაგალითად გაგიფუჭდათ ონკანი, ან სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემა. თქვენ ისე უნდა გქონდეს განაწილებული ყველაფერი, რომ ასეთმა წვრილი სახის პრობლემებმა არ შეგაფერხონ. აუცილებლად გამოყავით დრო ოჯახის წევრებისათვის. დატვირთული გრაფიკისას ხშირად ხდება, რომ ვერ ახერხებენ ოჯახის წევრები ერთად სადილობას, ვახშამს, შეკრებას. რაც პრობლემაა, გამოყავით კვირაში რამოდენიმე საათი, როცა შეძლებთ სიჩქარის გარეშე თავისუფლად ურთიერთობას. იგივე შემიძლია გითხრათ მეგობრებზე. შეუთანხმდით მათ შეხვედრაზე წინასწარ. დაუთმეთ დრო თქვენთვის სახყვარელ, ახლო და საინტერესო ადამიანებს. ყოველთვის შეძლებთ წინასწარ შესრულოთ რიგი საქმეებისა რათა დაზოგოთ დრო მათ სანახავად.

 

გამოყავით დრო საკუთარი თავისათვის - პირადი განვითარებისათვის. წინასწარ შეარჩიეთ დრო, დარჩით საკუთარ თავთან მარტო. გატიშეთ მობილური ტელეფონი, ყოველგვარი კომუნიკაციის წყარო. დაგეგმეთ ადრევე და უყურეთ საინტერესო ფილმს, წაიკითხეთ წიგნი, ივარჯიშეთ, ილოცეთ, იმედიტირეთ. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ შინაგანად გაძლიერებაში. არ დაუშვათ, რომ უცებ გამოგიჩნდეთ დრო და შემდეგ დაიწყოთ ფიქრი თუ რა გააკეთოთ. იმ შემთხვევაში თუ გეგმის სხვა მნიშვნელოვან საფეხურებს ვერ ასწრებთ რიგი მიზეზების გამო, დრო მოაკელით გართობას და სულ ბოლოს პირადი განვითარებისთვის გამოყოფილ საათებს.

 

გაუფრთხილდით დროს! თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ თუ რამდენ დროს კარგავთ დღის განმავლობაში უქმად. გამოყავი დრო დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში კვებისთვის, მუშაობისთის, ძილისთვის, დასვენებისთვის, გართობისთვის. ადამიანის ორგანიზმი ისეა მოწყობილი რომ ეჩვევა რეჟიმს. ადამიანები რიმლებიც ერთსა დაიმავე დროს იკვებებიან ორგანიზმი ისეა გარდაქმნილი, რომ მომნელებელი ნივთიერებები კუჭში იწყებენ გამოყოფას საკვების გარეშეც კი დღის იმ მონაკვეთში. იგივე შეიძლება ითქვას ძილზე. ყველას გსმენიათ ცნობილი გამოთქმა, რომ 60 წლის ადამიანს 20 წელი აქვს ძილში გატარებული. თი თქვენ ხართ ზრდასრული მაქსიმალურად შეამცირეთ ძილის დრო. თქვენ იქნებით უფრო ნაყოფიერი და მეტის გაკეთებას მოასწრებთ. დაზოგეთ დრო მგზავრობისას, რაციონალურად გამოყავით დრო დასვენებისათვის, კვებისათვის, მეგობრებთან საურთიერთოდ. იყავით მობილიზებული კონკრეტულ საქმიანობაზე. ნუ გააკეთებთ რამოდენიმე საქმეს ერთად. თუ მუშაობთ კომპიუტერთან იმუშავეთ კონკრეტულ საკითხზე. ნუ შეამოწმებთ ფოსტას, ნუ შეხვალთ სოციალურ ქსელებში, სანამ არ მოვა ის დრო რაც გექნებათ გამოყოფილი სამაგისოდ. თავიდან რათქმაუნდა ეს რთული იქნება და გაგიჭიდებათ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ეს გადაიქცევა ჩვევად. უფრო მობილიზებულად და ვადაზე ადრე დაიწყებთ თქვენი გეგმების შესრულებას. იქნებით მოწესრიგებული და თავდაჯერებული. გაითვალისწინეთ მესამე საფეხური, არ გადათქვათ თქვენი გეგმები. დღის განგრძლივობა ხომ 24 საათია, მარტივი არითმეტიკაა საჭირო რათა სწორად დაითვალოთ და შეძლოთ მისი განაწილება, ისევ და ისევ საკუთარი სურვილის და ინტერესების მიხედვით.

 

თვის დასაწყისში დაწერეთ თუ რისი გაკეთება გსურთ მიმდინარე თვეს. ჩამოწერეთ კვირების მიხედვით. გამოიყენეთ მეორე საფეხურის რჩევები და დაალაგეთ პრიორიტეტები. აწარმოეთ დღიური. ის დაგეხმარებათ იყო მობილიზებული და აკონტროლოთ თქვენი საქმიანობა. აქვე შეამოწმებთ ყველაფერს ასრულებთ თუ არა და თუ ასწრულებთ რამდენი % -ით ასევე ხრისხის შეფასებას არ იქნება ზედმეტი. გამოყავით დრო გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის. მათი არსებობის შემთხვევაში კვლავ გადააკეთეთ გეგმა რათა არ დაზარალდეს ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილი თქვენი გეგმის.

 

თავიდან გაგიჭიდებათ გეგმის მიხედვით ყველაფრის შესრულება, გეგონებათ, რომ რობოთსა და მანქანას ემსგავსებით, მაგრამ ნახავთ - გარკვეული დროის შემდეგ თქვენ შეეჩვევით ასეთ რეჟიმს და ყველაფერი ზედმიწევნით გეგმის მიხედვით გექნებათ. ეს გადაგივათ ჩვევაში და მის გარეშე ვეღარ შეძლებთ. მიეჩვევით იყოთ წარმატებული. დაიხვეწებით და დაწერთ უფრო სრულყოფილ გეგმას - შესრულების ხარისხიც მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. დრო შეზღუდულია, ადამიანი რომელიც ახერხებს დროის სწორად მართავს ის მართავს და აკონტროლებს მთელ თავის ცხოვრებას. გამოიყენეთ ცხოვრების ლიმიტირებული დრო რაციონალურად. ნუ გაფლანგავთ მას უქმად.