როგორ მოვიშოროთ ფრჩხილის სოკო - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ ფრჩხილის სოკო

 

ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ ძალიან ეფექტურ საშუალებად ითვლება შემდეგი შემადგენლობა. აიღეთ 250 გრამიანი ქილა, ჩადეთ მასში უმი კვერცხი და ჩაასხით მასში იმ რაოდენობის 70%-იანი ძმარი, რამდენიც დასჭირდება მის სრულად დაფარვას. ქილა შედგით მაცივარში. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კვერცხის ნაჭუჭი სრულად გაიხსნება ძმარში და დარჩება მხოლოდ თხელი საფარი.

 

ამოიღეთ იგი ქილიდან და გასრისეთ ჩანგლის საშუალებით, შემდეგ კი დაუმატეთ 70-90 გრამი შერბილებული კარაქი. მთელი მასა აურიეთ იქამდე, სანამ არ მიიღებთ ერთსახოვან კონსისტენციას.

 

ფენებად წაისვით დაავადებულ ფრჩხილზე, ზევიდან დაადეთ კომპრესორული ქაღალდი, შემედ კი დააფიქსირეთ იგი ბინტით. არ შეიძლება კომპრესორული ქაღალდის ნაცვლად ცელოფნის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ მძიმე დამწვრობას. ეს პროცედურა შეასრულეთ ღამით, ძილის წინ.

 

დილით მოიხსენით სახვევი (არტახი). დარბილებული ფრჩხილის ზედაპირი მოხსენით სპეციალური ქლიბით, შეიზილეთ იოდი, ზევიდან კი წაისვით ფრჩხილების ლაქი. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ. ფრჩხილი ზრდის მიხედვით მოიჭერით იგი ოპტიმალურ ზომაზე, გარვეული დროის განმავლობაში დაავადებული ფრჩხილი სრულად მოიჭრება და მის ნაცვლად უკვე ჯანმრთელი გაიზრდება.

 

ასევე ძალიან ეფექტურ საშუალებად ითვლება შემდეგი შემადგენლობა. აიღეთ გლიცერინის ქილა და შეავსეთ იგი სახურავამდე 70%-იანი ძმრით. ფეხები დაითბილეთ მარილითა და სოდით გაზავებული ცხელი წყლის (ერთი სუფრის კოვზი საჭმელი მარილი და სოდა ერთ ლიტრ წყალზე) აბაზანით. დათბილული ტერფები დაიმუშავეთ პემზის ქვით. კარგად გაიმშრალეთ. ფრჩხილების მოსავლელი სპეციალური სქელი ქლიბით მოიხსენით ფრჩხილის საფარი და წაისვით დამზადებული ნაზავი, როგორც ფრჩხილებზე, ასევე ტერფებზე.

 

გაშრობის შემდეგ, ფრჩხილებზე წაისვით იოდი, შემდეგკი ლაქი. პროცედურა გაიმეორეთ 3-4 დღეში, გაზრდილი ფრჩხილი მოიჭერით, მაგრამ ქლიბი გამოიყენეთ მხოლოდ ფრჩხილის ძველი საფარის მოსახსნელად. შეეცადეთ, ახლადამოსული ფრჩხილი არ დააზიანოთ ქლიბის საშუალებით. ფრჩხილის საფარის სრული შეცვლის შემდეგ, პროფილაქტიკის მიზნით, ფეხების დაბანის შემდეგ ტერფებზე შეიზილეთ გლიცერინისა და ძმრის ნაზავი 3-4 თვის განმავლობაში.