კომპიუტერი და ინტერნეტი

პროგრამები და ჩანართები

როგორ დავაყენოთ "Movie Maker" Windows 7-ზე

ავტორი: Tsotne Gamsakhurdashvili

Movie Maker ვიდეოს დასამუშავებელი და სურათებისგან ვიდეოს შესაქმნელი პროგრამაა. ალბათ, ბევრი თქვენგანი იყენებდა ამ პროგრამას, რადგან Windows XP - ს მოყვებოდა, თუმცა Windows 7-ზე იგი არ შედის პროგრამების სასტარტო კომპლექტში, ამიტომ ინსტრუქციაში ახსნილია მისი გადმოწერისა და დაყენების პროცედურა.

 

საფეხურები

  1. 1

    პირველ რიგში, გახსენით "Start" და საძიებო არეში ჩაწერეთ: "Windows Live Essential" და დააჭირეთ "Go online to get Windows Live Essentials"
  2. 2

    გადმოწერეთ პროგრამა და გახსენით
  3. 3

    დააჭირეთ "Choose the programs you want to install", მონიშნეთ "Photo Gallery and Movie maker", დააჭირეთ Install-ს, პროგრამა დაყენდება.