როგორ მოვუაროთ მობილურ ტელეფონს - rogor.ge

როგორ მოვუაროთ მობილურ ტელეფონს

 

არ დაასველოთ მოწყობილობა. ატმოსფერული ნალექი, სინესტე და ყველა სახის სითხე თუ ნესტი შეიძლება შეიცავდეს მინერალებს, რომლებიც იწვევს ელექტროსქემების დაჟანგვას. თუ მოწყობილობა დაგისველდათ, მოხსენით კვების ელემენტი და ხელახლა გაუკეთეთ, მას შემდეგ რაც აპარატი მთლიანად გაშრება.

 

გამოიყენეთ რბილი, სუფთა, მშრალი ნაჭერი ნებისმიერი ლინზის გასასუფთავებლად (თუ აქვს თქვენ მობილურ ტელეფონს), როგორიცაა ფოტოაპარატის, დისტანციური გადამცემისა და ფოტოგადამცემის ლინზები.

 

არ გამოიყენოთ და არ შეინახოთ მოწყობილობა მტვრიან და ჭუჭყიან ადგილებში. მისი მოძრავი ნაწილები და ელექტრონული კომპონენტები შეიძლება დაზიანდეს.

 

არ შეინახოთ მოწყობილობა ცხელ ადგილზე. მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტრონული მოწყობილობების მუშაობის ხანგრძლივობის შემცირება, კვების ელემენტის დაზიანება და ზოგიერთი პლასტმასის ნაწილის დეფორმაცია და დნობა.

 

არ შეინახოთ მოწყობილობა ცივ ადგილზე. როდესაც აპარატს დაუბრუნდება მისთვის ნორმალური ტემპერატურა, მოწყობილობის შიგნით შეიძლება გაჩნდეს ნესტი და დააზიანოს ელექტრონული სქემის დაფები.

 

არ შეეცადოთ გახსნათ მოწყობილობა, სახელმძღვანელოში მოცემული ინსტრუქციის გარეშე.

 

არ დააგდოთ, არ დაარტყათ და არ შეანჯღრიოთ მოწყობილობა. უხეში მოპყრობით შეიძლება დაზიანდეს ელექტროსქემის დაფა და ფაქიზი მექანიზმები.

 

მოწყობილობის გასასუფთავებლად არ გამოიყენოთ უხეში ქიმიკატები, გამწმენდი ხსნარები, ან ძლიერი სარეცხი საშუალებები.

 

არ შეღებოთ მოწყობილობა. საღებავმა შეიძლება გაჭედოს მოძრავი ნაწილები და ხელი შეუშალოს გამართულ მუშაობას.

 

სასურველია დამტენი გამოიყენოთ შენობაში.

 

ოპტიმალური მუშაობისთვის მოწყობილობის დროდადრო გადატვირთვის მიზნით, გამორთეთ აპარატი და მოხსენით კვების ბლოკი (ელემენტი).

 

ნებისმიერი რადიოგადამცემი მოწყობილობის მუშაობამ, უკაბელო ტელეფონების ჩათვლით, შეიძლება ხელი შეუშალოს არაადეკვატურად დაცული სამედიცინო აპარატურის მუშაობას. დაეკითხეთ ექიმს ან სამედიცინო აპარატის მწარმოებელს და გაარკვიეთ, არის თუ არა იგი ადეკვატურად დაცული გარეშე რადიოსიხშირული ენერგიის ზემოქმედებისაგან. გამორთეთ მოწყობილობა სამედიცინო აღჭურვილობასთან, როდესაც ასეთ ადგილებში გამოკრულია შესაბამისი განცხადება. საავადმყოფოებში ან სამედიცინო პუნქტებში შეიძლება გამოყენებული იყოს აპარატურა, რომელიც მგრძნობიარეა გარეშე რადიოსიხშირული ენერგიის მიმართ.