როგორ ავიხდინოთ ოცნება - rogor.ge

როგორ ავიხდინოთ ოცნება

 

შეუძლებელი არაფერია სანამ კონკრეტულად ოცნებების ახდენაზე გადავალთ, პირველი, რაშიც უნდა იყოთ ბოლომდე დარწმუნებული - შეუძლებელი არაფერია. თითქოს ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი ეს ფრაზა და გაცვეთილია, მაგრამ არაც და არამც არ მიიღოთ ეს მითად. ოცნება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ბოლომდე ხართ მის ასრულებაში დარწმუნებული.

 

აფრიმაციები რა არის აფრიმაციები? აფრიმაციები არის მოკლე წინადადებები, რომლის დახმარებით შეგეძლებათ საკუთარი თავის გამხნევება. ადამიანმა გამუდმებით უნდა გაამხნევოს თავი. დავუშვათ თქვენ ხართ უიმედოდ, ხართ დაღლილი და ფიქრობთ, რომ თქვენი ჩანაფიქრი არ გამოდის და არც სურვილს არ უწერია ახდენა ფიქრობთ, რომ ყველაფერი სცდეთ, მაინც ნუ დაყრით ფარ-ხმალს. გონებაში ან დაბალ ხმაზე ისე, რომ თქვენ გესმოდეთ საკუთარი ჩურჩულით მხოლოდ, გაიმეორეთ, რომ თქვენ ამას აღწევთ თქვენ ღებულობთ იმას რაც გსურთ. "მე ამას შევძლებ, მე ამას მივაღწევ". დანებება და ხელის ჩაქნევა არ არის სწორი პოლიტიკა.

 

სწორად დასახეთ გეგმა იმისათვის, რომ ახდეს ოცნება და მიაღწიოთ საწადელს, გარდა პოზიტიური განწყობისა და ფიქრისა, აუცილებელია ქმედება. თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯები, თუნდაც ნელ-ნელა. ყოველდღიურად მცირედით და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ შედეგს. სასურველია თუ სურვილის ჩაფიქრებას და დაგეგმვას რამე თქვენთვის ღირსშესანიშნავ თარიღს დაამთხვევთ, მაგალითად: დაბადების დღე, ახალი წელი, შობა, აღდგომა. ან თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის გამორჩეული თარიღი.

 

იყავი მომთმენი, შეგეძლოს ლოდინი "თუ გინდა, რომ საკუთარი ნაშრომის შედეგი იმ წამსვე მიიღო გახდი მაშინ მეწაღე", ასე ბრძანა უორენ ბაფეტმა, რომელიც მსოფლიო მილიარდელების (ფორბსის სიის მიხედვით ბილ გეითსის შემდეგ) სამეულში შედის. როცა გაქვს ოცნება, გაქვს გეგმა, ყველაფერს აკეთებ და ატყობ, რომ არ გამოგდის, ნუ დაგწყდება გული და ნუ დაკარგავ იმედს. შეიძლება სულ მცირე დროში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს. ამის მაგალითები ბევრი არსებობს, მითუმეტეს თანამედროვე სამყაროში.

 

სწორად დასახეთ პრიორიტეტები ადამიანებს ხშირად ძალიან ბევრი რამ, ძალიან უცებ სურთ. უფრო მეტიც, მათ არ აქვთ სათანადოდ გააზრებული თუ რატომ უნდათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გაქვთ ბევრი ოცნება. დაჯექით მყუდროდ, მშვიდად, ფხიზელ მდგომარეობაში. დააჯგუფეთ თქვენი სურვილები. დასახეთ პრიოტიტებები თუ რომელია უფრო მნიშვნელოვანია და რა დროისთვის. ასევე გამოყავით თუ რომლის ასრულებას უფრო ინატრებდით. აიღეთ რამე ნივთი, თილისმა რომელიც გაგახსენებთ თქვენს ოცნებაზე. მოდით შევხედოთ ყველაფერს პრაქტიკაში. თქვენ გსურთ გყავდეთ ახალი მანქანა. რა ასოცირდება მანქანასთან? დავუშვათ გასაღები, ან საკიდი (ბრელოკი) დაკიდეთ სახლის გასაღებებთან ერთად მანქანის უბრალოდ მსგავსი გადასაღები, ან საკიდი თქვენი სასურველი მარკის. რამდენჯერაც კი თქვენ დაინახვათ ან ხელით შეეხებით სახლის გასაღებებს გაიხსენეთ თქვენი სურვილი და გაიმეორეთ, რომ აუცილებლად ახლო მომავალში გეყოლებათ სასურველი მანქანა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ რომელიმე მობილური ოპერატორის, ან ლატარეის გათამაშებაში მოიგებთ მას.

 

რელიგიური ფაქტორი მოგეხსენებათ რწმენას აქვს დიდი მნიშვნელობა. ლოცვას კი - დიდი ძალა რომელიც უზრუნველყოფს სულის სიმტკიცეს. არსებობს უხილავი და ჩვენთვის დღემდე შეუცნობელი ბევრი რელიგიური ფაქტორი, რომელიც გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესთხოვეთ თქვენ მფრაველ წმინდანებს, ანგელოზებს და უფალს სურვილების ასრულება. "ითხოვეთ და მოგეცემათ თქუენ" თქვა თავად იესო ქრისტემ. დანარჩენი თქვენზეა რამდენად იცით ლოცვა და რის თხოვნას აპირებთ უფლისადმი. ეგ თქვენ უნდა განსაზღვროთ რა სთხოვოთ უფალს, რა წმინდანებს და ანგელოზებს.

 

აზრი მატერიალურია მოერიდეთ ყოველგვარ ნეგატიურ აზრს. იმ წამს, როგორ კი ცუდზე დაიწყებთ ფიქრს, გადაერთეთ პოზიტიურისკენ. შეცვალეთ საქმე ან გამოცვალეთ ადგილი. ერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე უარყოფითად მოქმედებენ. ადამიანს ცხოვრებაში ემართება ის რაზეც უმეტესად ფიქრობს. იფიქრეთ თქვენ სურვილების ასრულებაზე. თუ რას იზავთ და როგორ მათი ახდენისას.

 

მედიტირება და თვითგიპნოზი მედიტირება და თქვითგიპნოზი ცნობილია უძველესი დროიდან. დილით გაღვიძებისას და ძილის წინ გამოყავით 15-30 წუთი. დარჩით საკუთარ თავთან მარტო. იფიქრეთ და შეიგრძენით თითქოს ყველფერი ეგ უკვე გაქვთ. ნუ დაუშვებთ, რომ გექნებათ მომავალში, რომ სურვილი და ოცნება აგიხდებათ მერე. მომავალი, იქნება ყოველთვის მომავალში. ხაზი გაუსვით, რომ უკვე გაქვთ და რას იზავდით. ეს არ არის მხოლოდ ჯდომა და ოცნება ჰაერზე. პირიქით, თქვენ თქვენი ფიქრებით იზიდავთ იმას რისი მიღებაც გსურთ. ასევე გეცოდინებათ, თუ რას იზავთ მათი ასრულებისას.

 

გაიაზრეთ რა გსურთ, ანუ ფრთხილად იყავით საკუთარ სურვილებთან. ადამიანი, რომელიც გაიუაზრებლად იმეორებს ერთსა და იმავეს. ან სურს რამე გაუაზრებლად, საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს. შეიძლება ადამიანმა იმეოროს, რომ სურს დასვენება სამსახურიდან, წუწუნებდეს - გავიდეს ცოტა ხანი და ის დაითხოვონ, ან გახდეს უნარშეზღუდული და ვეღარასდროს შეძლოს მუშაობა. არსებობს ბევრი ნიუანსი რაზეც სიფრთხილე გმართებთ. რაზეც ფიქრობთ და საუბრობთ, დროთა განმავლობაში ყველაფერს იზიდავთ და ყველაფერი მატერიალიზდება.

 

იყავით მადლიერი ეს უკანსკნელი აუცილებელია! ყოველთვის, როცა გისრულდებათ ჩანაფქირი იყავით მადლიერი. ხაზი გაუსვით, რომ მიაღწიეთ იმას რაც გინდოდათ. დაიწყეთ მცირე ოცნებების ასრულებით. როცა რამოდენიმეჯერ მოახერხებთ ამას და დაგეუფლებათ გამარჯვებისა და წარმტების შეგრძნება, ეს ყველაფერი გადაებმება ერთმანეთს. უბედურებას ხშირად კვლავ ცუდი და უბედურება მოჰყვება, როცა ოცნების ასრულებას მოყვება სხვა წარამტებები. იყავით მადლიერი და კმაყოფილი. დააფასეთ !