სილამაზე და პირადი ჰიგიენა

თმის მოვლა

როგორ ვუმკურნალოთ თმის გაყოფილ ბოლოებს

როგორ ვუმკურნალოთ თმის გაყოფილ ბოლოებს

ავტორი: ნინო ბერიძე

გრძელი თმის მქონეთა ძირითადი პრობლემა - თმის გაყოფილი ბოლოებია. ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ გახდეს: არასწორი კვება, თმის გაშრობა და გასწორება ფენის საშუალებით და სხვა. სიტუაციის გამოუმჯობესება შეიძლება, მაგრამ გაყოფილი ბოლოების მკურნალობისას არ ღირს საოცარი შედეგების მოლოდინი.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • თმის მოვლის საშუალებები
  • მცენარეული ზეთი
  • თმის რეგულარული შეჭრა

საფეხურები

  1. 1 სამწუხაროდ, თუ თმის ბოლოები უკვე გაიყო მისი პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენა, როგორც არ უნდა გპირდებოდნენ თმის კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებლები, არ გამოვა. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი თმის შეჭრაა. ზოგჯერ ქალები, რომელთაც სურთ თმის დაგრძელება, თავს იკავებენ სტილისტთან ვიზიტისგან. მაგრამ ასეთი მოქცევა ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს თმის ბოლოების გაყოფასა და ვარცხნილობის საერთო სახის გაუარესებას. ბოლოების მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია განსაკუთრებული ცხელი მაკრატლით შეჭრას. ასეთი პროცედურის შესრულების შედეგად თითქოს ხდება თმები დარჩილვა და ამ მეთოდის რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ თმების მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.
  2. 2 თმის გაყოფილი ბოლოების ნებისმიერი სახის მკურნალობა უნდა ჩატარდეს კომპლექსურად, ამიტომაც ყურადღება უნდა მიექცეს არა მარტო ბოლოებს, არამედ თმის ძირებს. კოსმეტიკური საშუალებები შერჩეული უნდა იქნეს თმის ტიპის მიხედვით. აუცილებელია კვირაში მინიმუმ ორჯერ სამკურნალო ნიჭბების გაკეთება იმისათვის, რომ თმის ძირებმა მიიღონ საკმარისი რაოდენობის მკვებავი ნივთიერებები.
    ერთ-ერთი არასწორი წარმოდგენის შედეგად ბევრს ჰგონია, რომ თმის ბოლოების გაყოფას იწვევს თავის მშრალი კანი, მაგრამ ეს ასე არ არის. კანს შეიძლება არ გააჩნდეს ცხიმიანობასთან დაკავშირებული პრობლემა, მაგრამ ბოლოების სტრუქტურა მაინც დაიზანდეს. ამიტომაც საჭიროა თმის ძირებზე წაისვათ ის სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მიესადაგება თქვენი თმის ტიპს, ხოლო თმის ბოლოებისათვის გაჯანსაღებისთვის საჭიროა მათზე მცენრეული ზეთის წასმა.
  3. 3 ბოლოების გაყოფის თავიდან აცილება შესაძლებელია თმის სწორი მოვლითაც. არ შეიძლება სველი თმის დავარცხნა. უმჯობესია მთები გაიშროთ ბუნებრივად, ფენის გამოყენების გარეშე. ცხოვრების წესი ზემოქმედებს არა მარტო ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, არამედ თმების გარეგნულ მხარეზეც. მავნე საკვები პრდუქტები, უძილობა, მოწევა, ეს ყველაფერი უარყოფით კვალს ტოვებს თქვენს თმებზე.