
ზაფხული საუკეთესო დროა წვეულებებისა და გამაგრილებელი სასმელებისათვის. მოხიტო – ტრადიციული კუბური გამაგრილებელი სასმელია. ის ტკბილია, ცოტათი მჟავე, გამაგრილებელი და გამამხნევებელი. მოხიტო საუკეთესოა მხიარული წვეულებებისა და მეგობრების შეკრებებისათვის.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- თეთრი ან ღია ფერის რომი (Bacardi Mojito) 50-60 მილიგრამი
- ლაიმი
- 1.5 ჩაის კოვზი შაქარი
- 8 ცალი პიტნის ფოთოლი
- გაზიანი სასმელი ან მინერალური წყალი
- მაღალყელიანი ჭიქა
- საწრუპი
- ყინული
საფეხურები
- 1 ჩააწყვეთ პიტნის ფოთლები მაღალყელიან ჭიქაში. ფრთხილად ჩაასხით ლაიმის სიროფი ან წვენი, ფოთლები შეგიძლიათ ცოტა მოსრისოთ, მაგრამ არ დაგლიჯოთ. ჭიქაში მოცურავე პიტნის ფოთლები კოქტეილს არ აძლევს მომხიბვლელობას.
- 2 ლაიმის წვენისა და პიტნის ფოთლების ერთმანეთში არევის შემდეგ ჭიქაში უნდა ჩავყაროთ გრანირებული ( კუბიკის ფორმის) ყინული. ყინული უნდა იყოს პიტნის ფოთლების ზევიდან, რათა ფოთლები არ დაცურავდეს სასმელის ზედაპირზე.
- 3 ვამატებთ რომს, მის შემდეგ გაზიან სასმელს. მსუბუქად ვურევთ და... ვტკებით მიღებული შედეგით!
გაფრთხილებები
- ლაიმის წვენის პიტნის ფოთლებზე დასხმით, ჩვენ ფოთლებიდან გამოვდევნით სპეციფიურ ზეთებს, რომლებიც მატებს მას განუმეორებელ არომატს.