როგორ შევარჩიოთ ავტომობილის ძრავის ზეთი - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ავტომობილის ძრავის ზეთი

 

რეკომენდაციის გაწევა სთხოვეთ დილერებს, რომლებისგანაც იძენთ ავტომობილს. როგორც წესი, ბოლო წლებში გამოშვებული მანქანების შეძენისას ახალ მფოლებელს აძლევენ ინსტრუქციებს იმის შესახებ, თუ როდის უნდა ჩაუტარონ ავტომობილს ტექ დათვალიერება, გარკვეული კოლომეტრაჟის გავლის შემდეგ. პირველი 30.000 - 100.000 კილომეტრზე არ ღირს ზეთის შეცვლაზე ყურადღების გამახვილება.

 

გახსოვდეთ, რომ უფასო ტექ დათვალიერების შემდეგ უკვე თვითონ შეძლებთ ზეთის შეცვლას. ამისათვის თქვენ უნდა იცოდეთ ზეთის ბრენდი და მისი ტიპი. მისი მახასიათებლებით დაინტერესდით წინასწარ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უხარისხო ზეთის ჩასხმით შეიძლება დააზიანოთ ძრავის ნაწილები.

 

გამოიყენეთ მხოლოდ მყარი რეპუტაციის მქონე კომპანიების მიერ წარმოებული სინთეთიკური ზეთები. როგორც არ უნდა იყოს, ძრავების ბევრ ტიპს შეესაბამება მხოლოდ კონკრეტული ტიპის ზეთი. ასევე, თუ თქვენ უკვე გაიარეთ 100.000 კმ თქვენი ავტომობილით, მაშინ დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ შერჩეულ პროდუქციას ექნება ცვეთისგან დამცავი დანამატები.

 

უპირატესობა მიანიჭეთ შედარებით საიმედო მწარმოებლებს Shell, Mobil და Castrol. გაითვალისწინეთ, რომ პირველი ორი უფრო მეტად შეესაბამება საზღვარგარეთის ავტომობილებს, მაშინ როცა, Лада-ს მესამე უფრო შეესაბამება. მაგრამ ВАЗ მარკის ავტომობილებისათვის შეიძლება გამოდგეს უბრალო - ძრავის მინერალური ზეთი.

 

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ზეთი ჩადიოდეს ძრავაში ყოველგვარი დანამატების გარეშე, ისეთები როგორიცაა კონდინციონერები. ასეთი ექსპერიმენტების შედეგად ხშირია ძრავის გამოცვლის ან კაპიტალური რემონტის საჭიროება.

 

მოერიდეთ დაბალფასიან და სხვადასხვა სახის გაყალბებულ ნაწარმს. გახსოვდეთ, რომ მაღალი ფასი არ არის ყოველთვის მაღალი ხარისხის საწინდარი, ვინაიდან ყველაზე ხშირად ცნობილ ბრენდებს აყალბებენ. ზეთი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში, შენაძენის შემდეგ ყოველთვის შეინახეთ ჩეკი. გაიცანით ავტომოყვარულები. ჰკითხეთ რჩევა მათ, ვინც უკვე გამოიყენა იმ ბრენდის ზეთი, რომლის შეძენასაც თქვენ გეგმავთ.