როგორ ვიმკურნალოთ კრივში მიღებული ტრამვები - rogor.ge

როგორ ვიმკურნალოთ კრივში მიღებული ტრამვები

 

ცხვირიდან ძლიერი სისხლდენის დროს რეკომენდირებულია წყალბადის ზეჟანგის 3-4 % -იანი ხსნარის გამოყენება. ხსნარში დავასველებთ ტამპონს და დავუმუშავებთ ცხვირის ნესტოებს, რის შედეგადაც სისხლდენა შეწყდება.

 

მოკრივეებში ხშირია თითების ტრამვა, ეს გამოწვეულია არასწორი დარტყმის შედეგად რაც დიდი ხნით გამოთიშავს მოკრივეს ასპარეზობიდან. მოკრივეს უნდა ახსოვდეს, რომ ფრჩხილები ბოლომდე არ უნდა დაიჭრას. ცოტა უნდა დაიტოვოს რაც ხელს შეუწყობს მუშტის კარგად მოჭერას. დარტყმა უნდა სრულდებოდეს თითების მალებით და მოხრილი მაჯით, თითების ტრამვის დროს რეკომდენირებულია ქლორეთილის გამოყენება. ძლიერი ტკივილის დროს საჭიროა ხელში ნოვოკაინის ნემსის გაკეთება და ყინულის კომპრესის დადება.

 

წარბის, ცხვირის ან სახის დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება სამედიცინო წებო ( БФ ), რომელიც ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. ძლიერი ტკივილის დროს რეკომენდირებულია ძლიერი ტკივილგამაყუჩებლის დალევა. ნიკაპი - ყბის დაზიანების შემთხვევაში რეკომენდირებულია ყინულიანი კომპრესები, ყელის ტკვილის დროს გამოიყნება მალამო, რამე სახის ნემსი მისი მიღება ექიმის გარეშე არარეკომენდირებულია.

 

სახეზე სისხლჩაქცევების დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის პასტა პიტნის შემცველობით დღეში რამდენჯერმე ან დაიდოთ უმი საქონლის ხორცი. მძიმე ტრავმის დროს, პირველყოვლისა საჭიროა დამცავი კაპის ამოღება, გამოიყენება ნიშაადურის სპირტი და ამის შემდეგ აუცილებელია გლუკოზის მიღება. ეს ხელს შეუწყობს მოკრივეს დაკრგული ვიტამინების აღდგენაში. მოკრივის ტრავმების ასაცილებლად, მაინც ყველაზე ეფექტური გზაა სიფრთხილე და ტეკნიკურ - პრაკქტიკული დახვეწა.