როგორ დავადოთ პაროლი ფლეშკას (USB Safeguard) - rogor.ge

როგორ დავადოთ პაროლი ფლეშკას (USB Safeguard)

 

ფლეშკაზე დამცავი პაროლის დაყენებისათვის დაგჭირდებათ დამატებითი პროგრამა, რომელიც დაშიფრავს და დაიცავს ინფორმაციის მატარებელზე არსებულ მონაცემებს. ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა USB Safeguard.

 

ამ უბრალოდ და უფასო უტილიტის დახმარებით, რომელიც შეესაბამება ყველა მოცულობის მქონე ფლეშკას 16GB-მდე, თქვენ შეძლებ ინფორმაციის პაროლით დაცვას. პაროლის შეყვანის გარეშე ვერავინ შეძლებს შენახული ინფორმაციის ნახვას.

 

USB Safeguard-ს გადმოწერის შემდეგ დააკოპირეთ იგი ფლეშკის ძირითად ნაწილში, რის შემდეგაც უკვე შეგიძლიათ ამოშალოთ იგი კომპიუტერიდან.

 

გაუშვით პროგრამა ფლეშკაზე. იგი მოგთხოვთ პაროლის შეყვანას, შეარჩიეთ იგი ისე, რომ იყოს გრძელი და ასაკრეფად რთული. ჩაიწერეთ იგი საიმედო ადგილას, იქ სადაც ვერავინ ნახავს თქვენს გარდა და შეიყვანეთ პაროლი პროგრამაში. დაადასტურეთ პაროლი ღილაკით OK.

 

ამის შემდეგ თქვენი ფლეშკის ფაილები საიმედოდ იქნება დაცული. ინფორმაციის ნახვის ერთადერთი საშუალება იქნება პაროლის შეყვანა, ამიტომ ეცადეთ არ დაგავიწყდეთ ან დაკარგოთ იგი, წინააღმდეგ შემთხვევაში ფლეშკა უსარგებლო გახდება არა მარტო სხვებისათვის, არამედ თქვენთვისაც.