როგორ გამოვჩნდეთ სურათში კარგად - rogor.ge

როგორ გამოვჩნდეთ სურათში კარგად

 

ნუ იქნებით დაძაბული
ყველა კარგი სურათის მთავარი მახასიათებელი – თქვენი ბუნებრივობაა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სახის კუნთების ხელოვნურად დაძაბვა, ეცადეთ შეცვალოთ იპოზიოროთ ობიექტივის წინ. ყველაფერი რისი გაკეთებაც თქვენ გევალებათ – არის თავისუფალი ურთიერთობა ფოტოგრაფთან ან ნებისმიერი სხვა ადამიანთან. თქვენ მხოლოდ 1 წამით უნდა გაშეშდეთ ფოტოგრაფის თქმაზე და შეინარჩუნოთ სახის სპონტანური გამომეტყველება.

 

შეარჩიეთ სწორი რაკურსი
იმისათვის, რომ სურათი კარგი გამოვიდეს, თქვენ უნდა იცოდეთ საკუთარი სახის პროპორციები და ფიგურები. მგრვალი სახის ფორმები უკეთესად გამოდის თუ ცოტათი მიაბრუნებთ სახეს პროფილისკენ. ასევე უნდა მოიქცეთ იმ შემთხევაში, თუ თქვენ ძალიან გამოწეული ყურები გაქვთ. თუ ცხვირის დამალვა გსურთ, არ გადაიღოთ სურათი პროფილში და ქვევით დაწეული ნიკაპით. თუ სურათში მთლიანი სხეულის გამოჩენას აპირებთ იცოდეთ, რომ ქვევიდან გადაღების შემთხევაში ფეხები უფრო გრძელი, ხოლო თეძოები უფრო განიერი გამოჩნდება. ზევიდან გადაღების შემთხვევაში პირიქით, უფრო დიდის შთაბეჭდილებას დატოვებს თავი და მხრები.

 

განათება
ფოტო ხელოვნებაში განათებაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. ზედმეტი ჩრდილები თქვენს სახეს მოუმატებს ზედმეტ წლებს და მისცემს დაღლილობის გამომეტყველებას. საუკეთესო პოზიციია, როცა სინათლის წყაროები განლაგებულია სხვადასხვა მხარეს, გამნათებლების ასეთი წყობა დაგვეხმარება თავი ავარიდოთ არასასურველ შედეგს.

 

გაიღიმეთ!
მომღიმარე გამომეტყველება ნებისმიერ შემთხევაში უკეთესად გამოიყურება ვიდრე უღიმღამო. ასე, რომ იყავით გულუხვი, როდესაც გაიგონებთ სიტყვებს – "გაიღიმეთ ჩიტი გამოფრინდება"

 

გადაღებული სურათის ხარისხი ხშირად გამოკიდებულია არა მარტო ჩვენზე, არამედ მათზე ვინც გვიღებს, ამიტომ კარგად დაიმახსოვრეთ ეს რამდენიმე რჩევა და თქვენ მარტივად შეძლებთ მათაც ასწავლოთ, თუ როგორ უნდა კარგი სურათის გადაღება.