როგორ შევაჩეროთ სისხლდენა - rogor.ge

როგორ შევაჩეროთ სისხლდენა

 

სისხლდენა პირიდან: თუ სისხლი მუქი, თითქოსდა ყავასთან შერეული ფერისაა ნიშნავს, რომ კუჭიდან მოდის და გამოწვეულია კიბოთი. თუ სისხლი შერეულია საჭმლის ნარჩენებთან, მაგრამ ნათელი წითელი ფერისაა, მაშინ ეს გამოწვეულია კუჭის წყლულით. ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ და დროგამოშვებით მივცეთ რამდენიმე ყლუპი ლიმონის წვენიანი ცივი წყალი. ტანის ან მთელი სხეულის შეფუთვა განდევნის სისხლს კუჭისგან.

 

სისხლდენა ფილტვებიდან: როცა სისხლი ღია წითელი და ქაფიანია, თუ არ შეიცავს ნამუსრევს, უნდა ვიფიქროთ, რომ სისხლდენა გამოწვეულია ფილტვების დაზიანებით. ეს ყოველთვის საბედისწერო არ არის. ფილტვების ბუნებრივი მკურნალობის დროს კრიზისულ პერიოდებში სისხლდენა ხშირად ემრთებათ ხოლმე, მაგრამ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ხშირად განკურნებას წინ უსწრებს სწორედ ძლიერი სისხლდენა. ასეთი სისხლდენის შემდეგ ყველაზე უკეთესია დაწვეთ და იმარხულოთ.

 

სისხლდენა ჭრილობიდან: არტერიული სისხლდენისას თასმებით ან სახვევებით შეიკარით, ხოლო ვენური სისხლდენისას ბანდები გაიკეთეთ. სისხლდენის შეწყვეტას ძალიან შველის ცივი წყალი. თუ შესაძლებელია, ისე გააკეთეთ, რომ წყალმა ჭრილობის გარშემო იდინოს. ეს ცირკულაციას აჩერებს და სისხლს შედედებაში ეხმარება; მაგრამ წყალი ჭრილობას არ უნდა ეხებოდეს, ვინაიდან სისხლის შედედებას ხელს შეუშლის. წყალში გაზავებული ლიმონის წვენი ბუნებრივი ანტისესპტიკური საშუალებაა.

 

სისხლდენა ცხვირიდან: დაწექით და შეისრუტეთ ცხვირით ლიმონის წვენიანი ცივი წყალი. თუ სისხლდენა გრძლებდება ცივი კომპრესი დაიდეთ კისრის ზედა ნაწილზე. თუ სისხლდენა ძლიერია და თანაც მარტო არ ხართ, ნუ შეეცდებით სისხლი თვითონვე გაიწმინდოთ. იწექით მშვიად. დაე, ეს სხვამ გააკეთოს.