როგორ ავიცილოთ კიბო (სიმსივნე) თავიდან
შეზღუდეთ ცხიმი თქვენს კვების რაციონში. ცხიმის დიდი რაოდენობის საკვებად გამოყენება ზრდის ძუძუს, ნაწლავებისა და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების შესაძლებლობას. ცხიმით მდიდარი საკვების მიღება იწვევს წონაში მკვეთრ მომატებას, გამსაკუთრებით მაშინ, თუ ფიზიკურად არ ვარჯიშობთ. შეწყვიტეთ ცხიმის მიღება, მიირთვით მჭლე ხორცი, თევზი, მოხდილი რძის პროდუქტები. მოერიდეთ ნამცხვრებსადა ტკბილეულს.
მოერიდეთ დაშაშხული და შებოლილი საკვების მიღებას. საყლაპავისა და კუჭის კიბო ხშირია იმ ქვეყნებში, სადაც საკვებად ჭარბად გამოიყენება დაშაშხული და შებოლილი პროდუქტები. მხოლოდ იშვიათად შეგიძლიათ მიირთვათ შაშხი და დამარილებული თევზი.