
მეჭეჭი ხშირად ხელზე ან ფეხზე გამოდის და გვაწუხებს. ბევრი ცდილობს ეს ხორცმეტი მოიჭრას, მაგრამ უმეტესად ამ ხერხს ცუდი შედეგი მოსდევს. უმჯობესია სხვა მეთოდებით სცადოთ ამ პრობლების გადაჭრა.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ძმარი
- ლიმონი
- ძმარმჟავა
- აბრეშუმის ძაფი
- კარტოფილი
საფეხურები
- 1 ორი ლიმონის დაქუცმაცებულ კანს დაასხით 0,5 ჭიქა 30%-იანი ძმარი. რვა დღის განმავლობაში გააჩერეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. პერიოდულად შეანჯღრიეთ და გაწურეთ. მეჭეჭებზე დღეში რამდენჯერმე დაოდეთ ხსნარში დასველებული ტამპონი.
- 2 ყოველდღე ძილის წინ საწვეთურის (პიპეტის) საშუალებით მეჭეჭზე ფრთხილად დაიწვეთეთ ძმარმჟავა. რამდენიმე დღეში მეჭეჭი მოძვრება.
- 3 მეჭეჭის კანთან შეხების ადგილას მაგრად მოიჭირეთ აბრეშუმის ძაფი. რამდენიმე დღეში მეჭეჭი გახმება და მოძვრება.
- 4 ძველდ მეჭეჭს შემდეგნაირად მკურნალობდნენ: კარტოფილს ჭრიდნენ შუაზე და ამით უზელდნენ ავადმყოფს მეჭეჭიან ადგილს. შემდეგ ჭუჭყიან კარტოფილის მიწაში მარხავდნენ. მეჭეჭი უკვალოდ ქრებოდა.