ტექნიკა და უახლესი ტექნოლოგიები

ციფრული ფოტოაპარატები

როგორ შევარჩიოთ ციფრული ფოტოაპარატი

როგორ შევარჩიოთ ციფრული ფოტოაპარატი

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

ციფრულ ფოტოაპარატებში, ძირითადად გავრცელებულია სამი სახის კლასიფიკაცია: სამოყვარულო, ნახევრად პროფესიონალური და პროფესიონალური ფოტოაპარატები. ფოტოაპარატის ყიდვისას უნდა გადაწყვიტოთ ზემოთ აღნიშნულებიდან, რომლის შეძენას აპირებთ. კარგი აპარატის შერჩევა, რთულია თუ ბოლომდე არ ხართ გარკვეული ამ საკითხში.

 

საფეხურები

  1. 1 მატრიცა
    მატრიცა ნებისმიერი ციფრული აპარატის მთავარი შემადგენელი ნაწილია, რაზეც დამოკიდებულია სურათის გადაღების ხარისხი. მატრიცის ფიზიკური ზომა და გაფართოება განაპირობებს პიქსელის ზომას. უმეტესად პოპულარულ ფოტოაპარატებში გამოიყენება 1/1.8-დან 1/3.2 დიუმამდე მატრიცა. მას შეუძლია აღბეჭდოს სინათლის დიდი ნაკადი, გადმოსცეს ბევრი ფერი. მატრიცის მგრძნობელობა (ISO) იზომება დიაპაზონებში 50 დან 3200მდე , მაღალი მნიშვნელობა უზრუნველყოფს სურათის სიმკვეთრეს ღამითაც კი, მისი მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში გარდაუვალია ციფრულის უხარისხო ფოტო.
  2. 2 ობიექტივი
    მისი დახმარებით სხივი ხვდება მატრიცაზე, მის მაღალ ხარისხზე დამოკიდებულია გამოსახულების სიმკვეთრე, დეფექტების არარსებობა და ა.შ. მთავარი ელემენტი ობიექტივის არის ლინზები და დიაფრაგმა. ობიექტივის ძირითადი მაჩვენებლები:
    დიაფრაგმის სხივგამტარობა - მაქსიმალურად გაღებული დიაფრაგმის მაჩვენებელი. რაც მეტია სხივგამტარობა დიაფრაგმის, მით უფრო უკეთესია აპარატი.
    ფოკუსური მანძილი, მასზეა დამოკიდებული ობიექტივის ხედვის კუთხე. ციფრულ ფოტოაპარატებში ფოკუსირების მანძილი მოჰყავთ 35მმ-იან ეკვივალენტში და ყოფეს კლასებად: ფართეკუთხიანი-35მმ-ზე ნაკლები, სტანდარტული- 45-50მმ, პორტრეტული-60-80მმ,გრძელფოკუსიანი-80-200მმ, ტელეობიექტივი- 200მმ-ზე მეტი. სხვადასხვა კამერებს ეს კოეფიციენტი სხვადასხვა აქვთ და მერყეობს 1:3 დან 1:6-მდე ხედვის კუთხე. იგი დამოკიდებულია ფოკუსის სიშორეზე.
    ზუმი (zoom) - ობიექტივის ზუმი ითვლება მარტივად, ამისათვის საჭიროა დიდი ფოკუსური მანძილი გავყოთ მცირე მაჩვენებელზე. რაც უფრო მეტია ფოტოაპარატის ზუმი, მით უფრო რთულია მისი კონსტრუქცია.
  3. 3 გამოსახულების სტაბილიზატორი
    იგი უზრუნველყოფს ხელის მოძრაობის შედეგად სურათის ხარისხის არდაკარგვას, დიდი ლოდინისას დაგანსაკუთრებით დიდი ზუმის დროს. პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ციფრულ ფოტოაპარატებში არის სტაბილიზატორი. ყველაზე ეფექტური დაფუძნებულია, ობიექტივის ოპტიკური ელემენტებით გამოსახულების კორექციის ტექნოლოგიაზე. აგრეთვე ობიექტივში არის სენსორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ელემენტის მოძრაობას. შედეგად კი მცირე მოძრაობისას, გამოსახულების პროექცია მატრიცაზე ყოველთვის უძრავია, მაგრამ მასაც აქვს მინუსი: ობიექტის სხივგამტარობა მცირდება.
  4. 4 მეხსიერების ბარათი
    მეხსიერების ბარათი (ჩიპი) საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ მიერ გადაღებული კადრი ფოტოაპარატმა აღიქვას და მისი დამახსოვრება მოახერხოს. არსებობს მეხსიერების ბარათის (ჩიპის) სამი ძირითადი სტანდარტი:
    SD (Secure Digital)- სტანდარტული მეხსიერების ბარათი, რადგან ის უმეტეს ციფრულ ფოტოაპარატებზე მიდის.
    CF (Compact Flash) - ძირითადად გამოიყენება პროფესიონალურ ფოტოაპარატებში.
    XD (Extreme Digital) -მეხსიერების ბარათი, რომელიც ყველაზე ნაკლებადაა გავრცელებული და ის ძირითადად გამოიყენება ფუჯუფილმის ფოტოაპარატებში.
  5. 5 ფოტოაპარატის დისპლეი (ეკრანი)
    ყველა ციფრული ფოტოაპარატის , უდავო პლუსი არის გადაღების შემდეგ, სურათების დაუყონებლივი დათვალიერება, მაგრამ ფოტოაპარატის ამ ნაწილზე დიდი ყურადღების მიქცევა არაა სავალდებულო, რადგან სურათის ხარისხი მასზე არაა დამოკიდებული და მონიტორები უმეტეს შემთხვევაში ერთი ტექნოლოგიითაა დამზადებული.
  6. 6 გადაღების რეჟიმები
    ყველა თანამედროვე კომპაქტურ კამერებში 10-15 სიუჟეტიანი (სცენის) რეჟიმებია: ღამის სურათი (გამოსახულება), პეიზაჟი, პორტრეტი, თოვლი, ფეირვერკი, სანთლები, ბავშვები, ცხოველები. თქვენთვის საკმარისია მხოლოდ აირჩიოთ ავტომატური რეჟიმი და კამერა დამოუკიდებლად შეარჩევს პარამეტრებს, რომელიც უხდება მოცემულ (კონკრეტულ) სიტუაციას. ეს რეჟიმი მოუხდება ფოტომოყვარულებს ან დამწყებ ფოტოგრაფებს, რომელთაც ურჩევნიათ სურათის გადაღება ნორმალური განათების პირობებში. სამოყვარული და პროფესიონალური ფოტოაპარატების ფართო არჩევანი ინტერნეტ მაღაზიაში Be.Ge

გაფრთხილებები

  • pixel - მატრიცული გამოსახულებაა, რომელიც შედგება პიქსელების ცხრილისაგან ან ძირითადად მართკუთხა ფერის წერტილებისაგან, რომელსაც შეუძლია გამოჩნდეს კომპიუტერის ეკრანზე, ან ყველა სხვა საჩვენებელ მოწყობილობაზე. მაგალითად თუ ციფრული ფოტოაპარატი 4 მეგაპიქსელია ეს ნიშნავს, რომ 4 000 000 პიქსელია. თუმცა თუ კამერას აქვს სუსტი ოპტიკური მონაცემები - მეგაპიქსელების რაოდენობა ვერ იქნება საუკეთესო გამოსახულების გარანტი.