როგორ ვებრძოლოთ თხილის მავნებლებს - rogor.ge

როგორ ვებრძოლოთ თხილის მავნებლებს

 

თხილის ცხვირგრძელა Curculio nucum L მავნებლის მატლის სიგრძე 7-10 მმ-ია. იგი უფეხოა, სხეული კრემისფერია, მოხრილი. თავი მურა წითელი ან ჭუჭყიანი- მურა შეფერილობისაა, ყბები შავია, სტიგმები მურა, ბოლოსწინა სეგმენტზე ერთი ჯაგრისებრი ბეწვია, უკანასკნელ სეგმენტზე კი –ოთხი, რომლიდანაც ორი კიდეებზეა, ორი შუაში. სხეული დაფარულია ნაცრისფერი ბეწვებით. მამალი ხოჭოს სხეული სიგრძით 7 მმ-ია, დედლის - 8. ხოჭო შავი ფერისაა და დაფარულია მონაცრისფრო-ყვითელი ქერცლებით. ქერცლები წინა ზურგზე წარმოქმნიან გარდიგარდმო ხაზებს, ხოლო ფრთებზე - ყვითელ ლაქებს. დორსალური მხრიდან ხოჭოს სხეული რომბისებრი ფორმისაა, გრძელი და წვრილი ხორთუმით. დედლის ხორთუმი 6 მმ-მდეა, მამლისა-4 მმ-მდე. ფეხები და ხორთუმი მურა-წითელია. ხორთუმი ფრთების შუაში წარმოქმნის გარდიგარდმო ზოლს. ფეხები გრძელი აქვს. მავნებლისათვის დამახასიათებელია ქინძისთავისებრი ფორმის ბარძაყი, თითო კბილით შიგნითა მხრიდან და დაკბილული ბრჭყალები. ფეხები დაფარულია ნაცრისფერი ბეწვებით. მისი ფარი ყვითელი ფერისაა, ოთხკუთხოვანი. გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა მიაღწევს +15-160-ს, იწყება ხოჭოების გამოსვლა და განაწილება თხილის ბუჩქებზე. ამ პერიოდში მავნებელი საჭიროებს დამატებით კვებას, რისთვისაც იგი ჯერ გაუშლელი კვირტებით იკვებება, შემდეგ კი - ფოთლებითა და ნასკვით. მაისის შუა რიცხვებში, როდესაც ჰაერის დღე - ღამური საშუალო ტემპერატურა მოიმატებს +180-მდე, იწყება კოპულაციის პროცესი, რომლის დასრულებიდან 6-7 დღის შემდეგ მავნებელი იწყებს კვერცხის დებას. კვერცხის დასადებად დედალი ხორთუმით ღრღნის პატარა ორმო-საკანს ნაყოფის ნაზი ნაჭუჭის ზემო ან ცენტრალური ნაწილის (იშვიათად ფუძესთან) ქსოვილში და დებს კვერცხს, ხვრელს ფარავს ნაღრღნით. თითოეულ ნაყოფში იდება 1-2 კვერცხი. დედალი ხოჭოს სქესობრივი პროდუქცია დაახლოებით 45-62 კვერცხს შეადგენს. ემბრიონული განვითარების ხანგრძლივობა 7 დღით განისაზღვრება. განვითარების დასრულების შემდეგ მატლები ტოვებენ ნაყოფს, ეცემიან მიწაზე, სადაც მიწის ნაწილაკებისაგან აკეთებენ აკვანს და იქვე რჩებიან დასაზამთრებლად. აპრილის მეორე ნახევრიდან აკვანში იჭუპრებენ. ჭუპრის ფაზა დაახლოებით 15 დღეს გრძელდება. მავნებელს ერთი თაობა ახასიათებს წელიწადში. ბრძოლის ღონისძიებები - გაზაფხულზე, ხოჭოების დამატებითი კვების დროს, საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება.

 

თხილის ტკიპა Tetranycopsis hostiles Reck ცოცხალი ტკიპას სხეული მუქი-ყავისფერია. პროპოდოსომა წინაა გამოწეული და თითქოს გნათოსომაზეა ჩამოკიდებული. დორსალურ მხარეზე კანი უხეში ნაოჭებითაა დაფარული. ზურგზე 16 წყვილი ჯაგარია, რომლებიც მოთავსებულია შესამჩნევად გამოხატულ წაგრძელებულ ბურცობებზე. პროპოდოსომაზე 4 წყვილი ზურგის ჯაგარია, აქედან 2 წყვილი თხემის ჯაგარი სხეულის წინა მხარის ჯაგართანაა შეერთებული. თხემის შიგნითა ჯაგარი რამდენადმე მოკლეა გარეგანზე. ჰისტეროსომაზე დორსალურად შუალედ მდგომარეობას იკავებს მხოლოდ სამი წყვილი ჯაგარი. ამბულაკარი და ემპოდია ყველა ფეხზე სოლისებრია. ტკიპა, როგორც ველური, ისე კულტურული თხილის სახეობებს აზიანებს. უფრო ინტენსიურად აზიანებს კულტურული თხილის სახეობებს და შემდეგ ჯიშებს: ხაჭაპურას, ანაკლიის თხილს, ხოჯა თხილს და შველის ყურას. შედარებით ნაკლებად სახლდება ჩხიკვისთავასა და ცხენისძუაზე. ერთი მდედრის კვერცხების პროდუქცია ზაფხულში 20-42-ია. წლის განმავლობაში 4 გენერაციას იძლევა. პირველი – გაზაფხულის გენერაცია ვითარდება აპრილ-მაისში. მეორე, ივნის - ივლისში, მესამე – ივლის - აგვისტოში, ხოლო მეოთხე - სექტემბერ-ოქტომბერში. ბრძოლის ღონისძიებები - გვიან შემოდგომით, ფოთლის გაცვენის შემდეგ, როდესაც კვირტი მოსვენებულ მდგო მარეობაშია, თხილის ტკიპას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება. მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიების ჩატარების საუკეთესო ვადაა კვერცხში ემბრიონის განვითარების დასაწყისი და მატლების გამოჩეკვის პერიოდი, რასაც ადგილი აქვს მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში. ამ დროს თხილი უკვე დაყვავილებულია და მწვანე ნაზარდებიც აქვს განვითარებული.

 

თხილის კვირტის ტკიპა Phytoptus avellanae Nal თხილის კულტურაზე ოთხფეხა ტკიპების 8 სახეობაა ცნობილი, რომლებიც იყოფიან ორ ჯგუფად: კვირტისა და ფოთლის. ჯგუფებად. ორივე ტკიპა ინტენსიურად ვითარდება ჩვეულებრივი და პონტური თხილის კვირტებში. თხილის კვირტის ტკიპა მდედრი ჭიისებრია, სიგრძით - 0,25 მმ, მამრი კი - 0,18 მმ; ფარი ნახევრად მომრგვალოა, ორი წყვილი წინ მიმართული, მოკლე ჯაგრებით. მუცელი 70 რგოლისაგან შედგება. აზიანებს სხვადასხვა სახეობისა და ჯიშის თხილის საყვავილე და საფოთლე კვირტებს. დაზიანებული კვირტები ძლიერ იბერება, მრგვალდება და ადვილად გამოირჩევა ყლორტზე. დაზიანებული კვირტი დიამეტრში 10 სმ-მდე დიდდება. დაბერილი კვირტების შიგნით კი დიდი რაოდენობითაა ტკიპები და ჩანასახოვანი ფოთლები ერთიმეორეს დაციბულია. უტკიპო ადგილებში ჩნდება მოწითალო ლაქა და გამონაზარდი. გარეთა ქერქლების დამახასიათებელი სიმჭიდროვე აღარ ემჩნევა და მის ზედაპირზე ვითარდება თეთრი ლაქა. ძალიან დაზიანებული კვირტები გაზაფხულზე არ იშლება, ხმება და ცვივა, ანდა ზოგჯერ იძლევა განუვითარებელ ყლორტებს. ტკიპები ზამთრობენ კვირტებში, გამოზამთრებული ტკიპების გაზაფხულის მიგრაციაც ახალგაზრდა კვირტებში იწყება მაისში, ზაფხულისა კი – ივლის - აგვისტოში. სავეტაციო პერიოდში ვითარდება 6 გენერაცია. ემბრიონის განვითარება 6-10 დღე გრძელდება, ნიმფების - 30-40 დღე. საინტერესოა, რომ ამ სახეობას ორი ტიპის ნიმფა ახასიათებს: ერთი, რომელიც კვირტში ვითარდება და მეორე -ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარეს. ინტენსიური გამრავლებისას ერთ დაზიანებულ კვირტში 30000-მდე ტკიპა შეიძლება აღმოჩნდეს. ტკიპების განვითარებას ხელს უწყობს გაზაფხულის თბილი ამინდი და ივნის - ივლისის წვიმები. ბრძოლის ღონისძიებები - თხილში ოთხფეხა ტკიპების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა დროს, საჭიროა მათი თავისებურებების გათვალისწინება. კვირტის ტკიპასთან წარმატებით ბრძოლას აბრკოლებს ის გარემოება, რომ იგი კვირტში ცხოვრობს და დაცულია სხვადასხვაGფაქტორების ზემოქმედებისაგან, აგრეთვე ნაკლებად ეფექტურია მათ წინააღმდეგ კონტაქტური მოქმედების პრეპარატები. კარი ციდების გამოყენება მიზანშეწონილია აპრილ - მაისში, როდე საც ტკიპები იმყოფებიან ფოთლისა და ყლორტის ზედაპირზე. ტკიპების მიგრაცია ემთხვევა თხილზე 3-6 ფოთოლაკის გამოჩენას და საშუალო სადღეღამისო ტემპერატურის 110-ს. ფოთლის ტკიპები მთელი ვეგეტაციის განმავლობაში ახდილად ცხოვრობენ ფოთლებზე და კონტაქტური აკარიციდებით მათი განადგურება შედარებით ადვილია.