სპორტი და ფიტნესი

ძალისმიერი სპორტის სახეობები

ძიუდო

როგორ ვისწავლოთ ძიუდო

ავტორი: საბა მდივნიშვილი

"მოქნილობის გზა", "მსუბუქი გზა" - ეს არის პოპულარული იაპონური საბრძოლო ხელოვნების, ძიუდოს სახელწოდებები. არა მხოლოდ სპორტი, არამედ მთელი ფილოსოფია, დამყარებული ურთიერდახმარებისა და ურთიერთგაგების პრინცირზე. ვარჯიშები, ავითარებენ არა მხოლოდ სხეულს, არამედ სულს, თვითკონტროლს, ეტიკეტის დაცვას, აგროვებენ თავის გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • სპორტული ფორმა (ძიუდოგა)

საფეხურები

  1. 1 ჩაეწერეთ სპორტულ სექციაზე. ეს პირველი და ყველაზე მთავარი ნაბიჯია. პროფესიონალური აღჭურვილობის დახმარებით პროფესიონალი მწვრთნელები გასწავლიან სათავეების სათავეებს და გააკონტროლებენ სპორტსმენის ფიზიკურ და სულიერ განვითარებას. მსურველთათვის გახსნილია სპორტული კომპლექსები, კლუბები და კერძო სკოლები.
  2. 2 შეიძინეთ აუცილებელი ტექნიკა. ეს არის სპორტული ფორმა - "ძიუდოგა", რომელიც შედგება ძიუდოს ქურთუკისგან (კიმანო), შარვლისგან (ძიუბონი) და ქამრისგან.
  3. 3 შეუდექით მეცადინეობას. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ საქმეში საჭიროა დიდი ძალის, ენერგიისა და დროის ჩადება იმისათვის, რომ მიიღოთ კარგი შედეგები. ამიტომაც, ვარჯიშისას მოეკიდეთ სპორტის ამ სახეობას საჭირო სერიოზულობით. დასაწყისისათვის აითვისეთ ტექნიკა "უკემი" - სწორად მოხვედრის ტექნიკა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი დაუმარცხებელი ძიუდოისტი გახდებით მომავალში, რამდენჯერმე ძირს დავარდნა აუცილებლად მოგიწევთ. ხოლო იმისათვის, რომ პირველივე დავარდნაზე არ დაიზიანოთ სხეულის რომელიმე ნაწილი, საჭიროა დაცემისას სწორი პოზიციის შერჩევის სწავლა.
  4. 4 დახვეწეთ დგომის სწორი, ძირითადი მანერა - "სისეი". ფეხები იდგმება მხრების სიგანეზე, მუხლები და მხრები მოდუნებულია, სხეულის მთელი მასა გადადის ტერფის წინა ნაწილზე. არსებობს კიდევ ერთი დგომის მანერა - დაცვითი. განიერად გაშალეთ ფეხები, მოხარეთ მუხლებში, ხოლო წელი გაწიეთ წინ.
  5. 5 პოზიცია შეიცვალეთ ტერფების მსუბუქი გადაადგილებით. შეასრულეთ სწორი შებოჭვები - "კუმიკატა". ძიუდოში სულ არის 3 ტექნიკა: გადაგდების ტექნიკა (ნაგე-ვადზა), შებოჭვის ტექნიკა (კატამე-ვადზა) და სხეულის დაუცველ ადგილებში დარტყმების მიყენების ტექნიკა (ატემი-ვადზა). ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება დამოკიდებულია არა ძალაზე, არამედ ტექნიკის სწორ ფლობაზე.
  6. 6 ისწავლეთ ძირითადი ტერმინები. სავარაუდოდ მწვრთნელი გამოიყენებს მათ ვარჯიშის დროს. ხოლო იმისათვის, რომ მისი ნათქვამი სიტყვა ფუჭი არ აღმოჩნდეს, საჭიროა მისი მნიშვნელობის ცოდნა. მაგალითად, მსაჯი წარმოთქვამს "ძიკან" მაშინ, როცა სურს შეხვედრის შეჩერება, ხოლო სიტყვა "ხიკინვაკე" ნიშნავს "ფრეს". გისურვებთ წარმატებასა და სპორტული რეკორდების დამყარებას!