როგორ შევარჩიოთ ჩოგანი ჩოგბურთისთვის - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ჩოგანი ჩოგბურთისთვის

 

სახელურის ზომა იმისათვის, რომ შემოწმდეს რამდენად მოხერხებულია თქვენთვის ჩოგნის სახელური გამოიყენეთ შემდეგი ხერხები: მოხერხებულად დაიკავეთ ხელის გულში და მოათავსეთ საჩვენებელი თითი მეორე ხელის ჭრილთან. თუ ჭრილის სიგანე თანაბარია საჩვენებელი თითის, მაშინ ეს ჩოგანი მოსახერხებელია თქვენთვის.

 

თავის ზომა (ჩოგნის) ჩოგნის დიდი ზედაპირული ფართი უხდება იმას ვისაც უყვარს წყვილში თამაში ან იმყოფება უკანა ხაზზე. დამწყები მოთამაშისათვის ესეთმა ჩოგნებმა შეიძლება მიიყვანოს ბევრ არასწორ დარტყმამდე. ჩოგნის თავები ზომით Mid & Mid Plus ძირითადად საჭიროა, რომ შეასრულოთ ჩაწოდება.

 

რკალის ტიპი სიგანე რკალის არსებობს 18 - 30 მმ. რაც უფრო განიერია რკალი მით უფრო ძლიერი იქნება თქვენი დარტყმა და უხეში იქნება ჩოგანი. შერჩევისას გაითვალისწინეთ: რაც უფრო მოქნილია თქვენი მოძრაობა, მით სწრაფია თქვენი დარტყმა და მაშინ უფრო თხელი რკალი უნდა შეირჩეს.

 

ჩოგნის სიგრძე დღესდღეისობით ჩოგნის სიგრძე მერყეობს 27 - 29 დიუმი. რაც უფრო გრძელია ჩოგანი მით უფრო ძლიერი იქნება დარტყმის ძალა.

 

ბალანსირება თუ ჩოგანი დაბალანსირებულია - თავში, მაშინ ის მოსახერხებელია უკანა ხაზზე თამაში დროს, თუ ჩოგანი დაბალანსებულია - სახელურში, მაშინ ის მოსახერხებელია ჩაწოდებისათვის. ძირითადად პროფესიონალები სარგებლობენ ჩოგბურთის ჩოგნით, რომელიც დაბალანსებულია ცენტრში.