როგორ დავეხმაროთ დეპრესიაში მყოფ მეგობარს - rogor.ge

როგორ დავეხმაროთ დეპრესიაში მყოფ მეგობარს

 

გააკეთეთ კვლევა. შეისწავლეთ რასთან გაქვთ საქმე გაერკვიეთ თუ რა არის დეპრესია და რა შედეგები მოჰყვება მას. ინფორმაციის მოპოვება არ იქნება რთული რადგან საამისოდ მრავლადაა წიგნები, სტატიები და ა.შ. კითხეთ იმ ხალხს ვისაც აქვს შესაბამისი ცოდნა ამ დარგში ნუ მოგერიდებათ. ამის შემდეგ დაადგინეთ თუ რა ტიპის დეპრესია აქვს თქვენს მეგობარსა თუ საყვარელ ადამიანს. რაც მეტი გეცოდინებათ გამომწვევ მიზეზებსა და დეპრესიის შესახებ უფრო მარტივად შეძლებთ დახმარებას.

 

მოუსმინეთ ყურადღებით! ხანდახან შეიძლება გეგონოს, რომ შენს მეგობარს მხოლოდ წუწუნი სურს რამეზე და მეტი არაფერი, დააკვირდი შეიძლება ამის მიზეზი სულ სხვა რამე იყოს, მოუსმინე ყურადღებით. მოუსმინეთ ოღონდ ყოველგვარი გაკიცხვის, გაკრიტიკებისა და რჩევების მიცემის გარეშე. დეპრესიის დროს ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ ის უნდა დამალონ რადგან შეძლონ ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება. მაგრამ მხოლოდ დამალვით ყველამ ვიცი, რომ არანაირი საკითხი არ გვარდება. ასეთ შემთხვევაში ადამიანები არ საუბრობენ არსებულ პრობლემებზე მაგრამ, იშვიათად შეიძლება მოუნდეს გაგანდოთ თავის აზრი რაღაც საკითხებთან დაკავშრებით. არ გაუშვათ ეს შანსი. იყავით გამგები და კეთილი, გაამხნევეთ. არ შეაწყვეტინოთ არ უთხრათ, რომ მტყუანია და თუ რა საშინლად მოიქცა და შეცდომები დაუშვა. ძნელია მოსასმენია როცა ადამიანი გეუბნება თუ რა ცუდად და საშინლად გრძნობს თავს, მაგრამ უნდა შეძლოთ, როცა ადამიანი ამას ამბობს ესეიგი ის გენდობათ. ნუ დაკარგავთ ნდობას.

 

აღიარეთ. უთხარით ადამიანს რომელიც იტანჯება დეპრესიისგან, რომ ეს ძალიან შესამჩნევია. ამის თქმის შემდეგ შეეცადეთ შესთავაზოთ დახმარება წამოიწყეთ ლაპარაკი ამაზე. თუ ყველაფერს კარგად გააკეთებთ ნახავთ შედეგს, რომ ადამიანი ნელ ნელა გაგეხსნებათ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

 

გაიგეთ ნამდვილი მიზეზი თუ რატომ არის თქვენი მეგობარი დეპრესიაში. იყო ეს მშობლების გაშორების გამო , ან სხვა რამე პირადული პრობლემის მიზეზი. შესთავაზეთ გითხრათ თუ რამე რითიც შეძლებთ მის დახმარებას. გააკეთეთ ეს ფრთხილად და სათუთად, არ გაბრაზდეთ თუ შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. ზოგი ადამანი მარტივად იხსნება და იწყებს ბევრ ლაპარაკს ზოგთან კი ჭირს.

 

ეცადეთ გაუგოთ. ყველა ადამიანის ამბავი არის განსხავებული ასე, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ყველაფრის მაქსიმალურად გაგება, თუმცა თუ ხარ გონებამახვილი და შეგიძლია თავი დააყენო მეგობრის ადგილას ეს გაგიადვილებს საქმეს. დააკვირდი დეპრესიის სიმპომებსა და ემოციებს. აღიქვით ყველაფერი ისე თუ რას იგრძნობდით ეგ ამბავი თქვენ, რომ გადაგხდენოდათ თავზე.

 

არ უთხრათ, რომ ცხოვრება რთულია და ოდესღაც ყველაფერი გამოკეთდება, მწუხარება გავა და ყველაფერი დამთავრდება. ეს უფრო "დაგრუზავს" მას და არანაირ დახმარებას არ მოუტანს.

 

ყურადღება მიაქციეთ, რომ მეგობარმა არ დაიწყოს ანტიდეპრესანტების თვითნებური მიღება, სხვადასხვა გამაყუჩებლებისა და ნარკოტიკული საშუალებების. დეპრესიაში მყოფი ადამიანებისთვის დამახასიათებელია ამდაგვარი პრობლემები ასე, რომ ნუ მოადუნებთ ყურადღებას!

 

იყავი მომთმენი, დეპრესიისას შეიძლება მეგობარს უნდოდეს მარტო ყოფნა, ცოტა ხანში საუბარი რამეზე. არ გაღიზიანდე, საჭიროების დროს იყავი მის გვერდით და აგრძნობინე, რომ მასთან ხარ. ხოლო მეორე შემთხვევაში მიეცი თავისუფლება, დატოვე სკაუთარ თავთან.

 

აუხსენით, რომ ის არაა პირველი ვისაც ამდაგვარი პრობლემა შექმნია, თუ თქვენც გქონიათ რამე მისი პრობლემის მაგდაგვარი, უთხარით თუ როგორ მოაგვარეთ ის. აუხსენით, რომ მაგაზე ბევრად უფრო რთული რამის დაძლევაა შესაძლებელი, რომ ის ძლიერია და მარტოც შეძლებს გამკლავებას.

 

თუ ყველანაირი ძალისხმიერების გამოყენების შემდეგ შედეგი ვერ მიიღეთ და საქმე უფრო და უფრო რთულდება, შეეცადეთ დაითანხმოთ ექიმთან, ფსიქოლოგთან ვიზიტზე .