როგორ გავასუფთავოთ ცხვირის პირსინგი - rogor.ge

როგორ გავასუფთავოთ ცხვირის პირსინგი

 

გაასუფთავე შენი პირსინგი დღეში ორჯერ, დილით და ღამე ძილის წინ. თუ შენი კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მაშინ ერთხელ.

 

დაიბანეთ ხელები ანტიბაქტერიული საპნით, დარწმუნდით, რომ სუფთა ხელები გაქვთ

 

აიღეთ ბამბის პატარა ნაჭერი, დაასველეთ ის სპეციალური მარილის ხსნარით (ისინი იყიდება ტატუს სალონებში და აფთიაქებში) ან 1/2 სუფრის კოვზი მარილი გახსენით წყალში და ისე დაალბეთ ბამბა.

 

ნაზად დაზილეთ მარლით (ბამბით) პირსინგი, ასევე თქვენი ცხვირის ნესტო, ორივე მხრიდან. არ ამოძრაოთ პირსინგი ძალიან ამან შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს.

 

გაიმშრალეთ დასველებული ადგილი სუფთა (სტერილური) ქაღალდით ან ნაჭრით.