როგორ ვნახოთ "ცნობიერი სიზმარი" - rogor.ge

როგორ ვნახოთ "ცნობიერი სიზმარი"

 

დაიწყეთ თქვენი სიზმრების ჩაწერა. იქონიეთ რვეული და ფანქარი ან პასტა ბალიშთან ახლოს ისე, რომ არ შეგიშალოთ ხელი ძილში. რაც მეტ ნანახ სიზმარს დაწერთ და რაც უფრო დეტალურად მით უფრო მეტი დაგამახსოვრდებათ და უკეთესი ხარისხით. რა აზრი ექნება "ცნობიერ სიზმარს"თუკი ის გაღვიძებისას არ გემახსოვრებათ? პირველ წუთებში თქვენ გახსოვთ 90% ნანახისა, შემდეგი 10 წუთის შემდეგ 60%, ხოლო ერთი საათის შემდეგ კი მხოლოდ და მხოლოდ 10% ნანახისა. ასევე უნდა დააყენოთ მაღვიძარა ყოველ 2.5 საათის ინტერვალით.

 

დაიწყეთ რეალობის შემოწმება. შეამოწმეთ დრო 2-ჯერ. თუ თქვენ გძინავთ ციფრულ საათზე დრო შეიცვლება, მეორეჯერ თუ მას უყურებთ. თქვენ უნდა შეამოწმოთ რეალობა ყოველ 30 წუთში. როცა მიდიხართ სააბაზანო ოთახში, ყოველთვის როცა გადიხართ ოთახის კარიდან და ყოველთვის როცა ჯდებით სადმე. ეს ჩვევები გადაგივათ ძილში, ეს შესძენს მას "ცნობიერებას" სხვა ხერხები რეალობის შესამოწმებლად: დაიხშეთ ნესტოები და შეეცადეთ ისუნთქოთ, დაითვალეთ თქვენი თითები და სხვების თითებიც და იჩქმიტეთ. მაგრამ უმჯობესია პირველი ხერხი სცადოთ ბოლო მაინცდამაიცნ არაა სანდო.

 

მას შემდეგ რაც ჩაიწერთ სიზმრებს, იპოვეთ ის ნივთები და ყველაფერი რაც უკავშირდება იმ სიზმარში ნანახს. ყველას რათქმაუნდა განსხვავებული ექნება ზოგს (ჯიმი ჰენდრიქსის გიტარა, ზოგს დრაკონი, ზოგს საოცნებო მანქანა.) იპოვე და ნახე თუ რა გხვდება შენ სიზმრებში ყველაზე ხშირად. ყოველთვის შეამოწმე თავი რეალობაზე იმ ხერხებით რაც ზემოთ იყო ნახსენები.

 

დააყენეთ მაღვიძარა რადგან გაიღვიძოთ 6 საათი ძილის შემდეგ. გამოფხიზლდით წაიკითხეთ რამე თქვენთვის საინტერესო და შემდეგ გააგრძელეთ ძილი. ყველაფერი ამის შემდეგ 90 % იმის შანსი, რომ თქვენ იხილავდთ "ცნობიერ სიზმარს".