ფინანსები და ეკონომიკა

ფინანსები

როგორ ხდება აქციებით ვაჭრობა

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

თქვენ ალბათ ბევრი გსმენიათ საფონდო ბირჟების შესახებ. გაინტერესებთ როგორ ხდება აქციების ყიდვა გაყიდვა გასხვისება? მოყვანილი მაგალითების მიხედვით თქვენ შეგექმნებათ წარმოდგენა თუ როგორ ფუნქციონირებს საფონდო ბირჟები.

 

საფეხურები

  1. 1 კომპანია General Electic (GE)-ს მიმოქცევაში აქვს 9,9 მლრდ.-ის აქციები და ბოლო გამოანგარიშებების მიხედვით მათ ჰყავთ დაახლოებით 2,1 მლნ. აქციონერი. მათ რიცხვში შედის როგორც მსხვილი საპენსიო ფონდები და სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც ეკუთვნით რამდენიმე მილიონი აქცია, ისე ინდივიდუალური ინვესტორებიც, რომელთაგან თითოეული ფლობს მხოლოდ ერთ მუჭა აქციებს. თუ თქვენ გაგაჩნიათ GE-ს ერთი აქცია, თქვენ გეკუთვნით კომპანიის 0,000002% და უფლება გაქვთ გქონდეთ პრეტენზია მის მოგებათა უმნიშვნელო ნაწილზე. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტ აქციას ფლობთ, მით მეტია თქვენი „წილი“ ფირმის საკუთრებაში.
  2. 2 თუ GE მოისურვებს დამატებით კაპიტალის მოზიდვას, მას შეუძლია ან აიღოს სესხი, ან ინვესტორებს მიყიდოს ახალი აქციები. ახალი კაპიტალის მოსაზიდად. ახალი აქციების გაყიდვას მიღებულია ვუწოდოთ ვაჭრობა პირველად ბაზარზე. თუმცა GE-ს აქციებთან დაკავშირებულ სავაჭრო გარიგებათა უმრავლესობაში მონაწილეობენ უკვე არსებული (ადრე გამოშვებული) ფასიანი ქაღალდები, რომელთა ერთმანეთისთვის მიყიდვას ახდენენ ინვესტორები. ასეთ გარიგებებს კომპანიისთვის არ მოაქვთ ახალი კაპიტალი. ბაზარს, სადაც ხდება აქციებით ვაჭრობა, ეწოდება მეორადი ბაზარი. GE-ს აქციებისთვის მთავარ მეორად ბაზარს წარმოადგენს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (New York Stock Exchange; შემდეგში- NYSE), რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი საფონდო ბირჟაა და რომელზეც ყოველდღიურად მიმოქცევაშია საშუალოდ 2900 ფირმის 1 მლრდ. აქცია.
  3. 3 წარმოიდგინეთ, თითქოსდა, თქვენ საპენსიო ფონდის მთავარი ტრეიდერი ხართ, რომელსაც სურს GE-ს 100 ათ. აქციის შეძენა. თქვენ მიმართავთ საკუთარ ბროკერს, რომელიც შემდეგ სათანადო შეკვეთას განათავსებს NYSE-ს საბირჟო დარბაზში. თითოეული ფირმის აქციებით ვაჭრობაზე პასუხისმგებელია ყიდვა-გაყიდვაზე შეკვეთების რეესტრის მაწარმოებელი სპეციალისტი. როდესაც შემოდის თქვენი შეკვეთა შესყიდვაზე, სპეციალისტი ამოწმებს თავის ჩანაწერებს, რათა დარწმუნდეს, მზად არის თუ არა რომელიმე ინვესტორი გაყიდოს აქციები თქვენს მიერ შემოთავაზებულ ფასად. გარდა ამისა, სპეციალისტმა შეიძლება ზოგჯერ დადოს თქვენთვის უფრო ხელსაყრელი გარიგება ერთ-ერთი ბროკერის საშუალებით, რომლებიც დაძრწიან ირგვლივ კლიენტების ძებნაში, ან სპეციალისტს შეუძლია მოგყიდოს თავისი საკუთარი აქციები. თუკი არ აღმოჩნდება არც ერთი გამყიდველი, რომელსაც მოეწონებოდა თქვენი ფასი, სპეციალისტი თქვენს შეკვეთას შეიტანს თავის რეესტრში აღნიშვნით – შესრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად.
    NYSE– აშშ-ში ფასიანი ქაღალდების არა ერთადერთი ბაზარია. მრავალი აქცია მიმოქცევაშია არასაბირჟო ბაზარზე, რომელიც წარმოადგენს კომპიუტერული სისტემის საშუალებით ყიდვა-გაყიდვის საკუთარი ფასის განმცხადებელ დილერთა ელექტრონულ ქსელს, რომელსაც ეწოდება ფასიანი ქაღალდების დილერთა ნაციონალური ასოციაცია კოტირებათა ავტომატიზირებულ სისტემაში (National Association of Securities Dealers Automated Quotations System);
  4. 4

    ფასები, რომლის მიხედვითაც ხდება აქციების ყიდვა-გაყიდვა, ყოველდღიურად ქვეყნდება პრესაში. მაგალითად, ამონარიდი გაზეთ „The Wall Street Journal“-ის საკურსო კარიდან, რომელიც ასახავს 2001 წ. 2 ივლისისთვის GE-ს აქციებით დღიურ ვაჭრობას.

    როგორც ხედავთ, ამ დღეს ინვესტორებმა გაყიდეს ან იყიდეს ზოგადად 215 287x100=21 528 700 GE-ს აქცია. დღის ვაჭრობათა დახურვის მომენტისთვის აქციები იყიდებოდა 50,20 ლარად, რაც წინა დღეს დახურვის ფასზე 1,45 დოლარით მეტია. 2001 წ. დასაწყისიდან ფასმა მოიმატა 4,7%–ით. მიმოქცევაში დაახლოებით 3,3 მლრდ. აქციათა საერთო რაოდენობის დროს, ადვილია გამოვიანგარიშოთ, რომ ინვესტორებმა GE-ს აქციებში დააბანდეს მთლიანობაში 497 მლრდ. დოლარი.
    აქციათა შესყიდვა საკმაოდ სარისკო საქმეა. გასულ წელს GE-ს აქციათა ფასი აღწევდა 60,50 დოლარს, მაგრამ რაღაც მომენტში დაეცა 36,42 დოლარამდე. უხეირო ინვესტორი, რომელსაც ემუქრებოდა აქციების ყიდვა უმაღლეს (ბოლო 52 კვირის განმავლობაში) ფასად, ხოლო გაყიდვა უმდაბლეს ფასად, დაკარგავდა დაბანდებული სახსრების 40%-ს. რასაკვირველია, ასეთ ადამიანებს თქვენ შეიძლება წააწყდეთ მხიარულ ღამის წვეულებაზე: ისინი ცდილობენ ჩრდილში ყოფნას, თუ მათ, საერთოდ, მოიწვევენ.
    ამონარიდი „The Wall Street Journal“-დან გვამცნობს კიდევ სამ ფაქტს GE-ს აქციების შესახებ. მათზე იხდიან წლიურ დივიდენდებს ერთ აქციაზე 0,64 დოლარის ოდენობით, მათი სადივიდენდო შემოსავლის ნორმა შეადგენს 1,3%–ს, ხოლო მოგებისადმი აქციის ფასის ფარდობა ერთ აქციაზე გადაანგარიშებით (ფ/მ კოეფიციენტი) – 38.