როგორ დავიმახსოვროთ ნანახი სიზმრები - rogor.ge

როგორ დავიმახსოვროთ ნანახი სიზმრები

გაღვიძებისთანავე გაიხსენეთ ნანახი სიზმარი, გაანალიზეთ ის საღი გონებით, ჩათვალეთ, რომ ეს იყო თქვენს მიერ ღამით შექმნილი საკუთარი ფილმი, ყოველ ჯერზე სხვადასხვა და განსხვავებული.

იმისათვის, რომ დაიმახსოვროთ სიზმარი, საჭიროა გაიღვიძოთ მისი ნახვის შემდეგ. ასე, რომ სანამ წახვალთ დასაძინებლად, გაიმეორეთ ხმამაღლა ან თქვენ გონებაში მაინც, შემდეგი სიტყვები: "მე დავიმახსოვრებ დღეს ღამით ნანახ სიზმრებს". ეს გაიმეორეთ რამდენჯერმე, სანამ დაიძინებთ. ამით თქვენს არაცნობიერს დააპროგრამებთ, რომ გაქვთ სურვილი.

ამის ჩვევაში გადაზრდას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე ღამე, შემდეგ, თქვენ გაგეღვიძებათ ყოველი ნანახი სიზმრის შემდეგ. თავიდან შეძლებთ დაიმახსოვროთ მხოლოდ ერთი სიზმარი, მაგრამ დროთა განმავლობაში მიეჩვევით და გემახსოვრებათ უფრო მეტი და უფრო დეტალურად.

როცა, თქვენ სიზმრის ნახვის შემდეგ გაგეღვიძებთ შუაღამისას, შეიძლება სიზმარი მოგეჩვენოთ ძალიან აბსტრაქტული არარეალური და ბუნდოვანი, თუმცა არ მიაქციოთ ამას ყურადღება, შეწყვიტეთ ფიქრი ნანახზე, უბრალოდ აიღეთ პასტა და ფურცელი დაწერეთ ნანახი დეტალურად და გარკვევით. თუ თქვენ დაიძნებთ ის,ე რომ არაფერს აღწერთ, მერწმუნეთ, ნანახი მაინც დაგავიწდებათ. ღამე არ ღირს სიზმარზე ფიქრი, უმჯობესია დილით, საღ გონებაზე გაარჩიოთ ნანახი სიზმარი. ძილის წინ გაამზადეთ პასტა და ფურცელი რათა მალევე იპოვნოთ და მოახერხოთ დაწერა იმისა თუ რაც ნახეთ. უკეთესი იქნება თუ იქონიებთ "სიზმრების დღიურს".

მუდმივობა არის გასაღები და გზა მიზნის მისაღწევად. თუ შეგექმნათ პრობლემა და ვერ ახერხებთ მაინც შედეგის მიღწევას, არ დანებდეთ. გარკვეული დროის შემდეგ (ეს ინდივიდუალურია ზოგს ადრე გამოსდის ზოგს ცოტა გვიან) შეამჩნევთ, რომ უკვე შეგიძლიათ ნანახის დამახსოვრება, რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა და აღქმა.

მას შემდეგ, რაც გაიუმჯობესებთ ნანახი სიზმრის გახსენების უნარს, შესაძლებელია გაგიჩნდეთ სურვილი წაიწიოთ ამ უცნაურ განზომილების შეცნობაში ერთი ნაბიჯით წინ. ნაბიჯით წინ წასვლაში კი იგულისხმება "ცნობიერი სიზმრის" ნახვა. როცა ადამიანი ნახულობს სიზმარს, მას არ ჰგონია, რომ სძინავს. ის აღიქვამს ნანახს როგორც რეალობას. შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომ შეძლებთ იმის აღქმას და გაცნობიერებას ძილშივე, რომ თქვენ ხართ სიზმარში და თქვენ აკონტროლებთ მის სცენარს. ეს არის ყველაზე ძლიერი მეთოდი მათთვის ვისაც აწუხებს "ღამის კოშმარები".