როგორ ვებრძოლოთ ბოსტნეულის მავნებლებს - rogor.ge

როგორ ვებრძოლოთ ბოსტნეულის მავნებლებს

 

პომიდვრის ჟანგა ტკიპა პამიდვრის ტკიპა მცენარეს უზიანებს მიწისზედა ყველა ნაწილს, რომლებიც დაზიანების შედეგად ბრინჯაოსფერს ღებულობენ და თავიანთ ცხოველმყოფელობას თანდათანობით კარგავენ, ნაყოფების კანი კი უხეშდება, კორპისებრი ქსოვილით იფარება, ხევდება და ბოლოს ჟანგისფერს ღებულობს. ამასთან, ნაყოფი ვეღარ ვითარდება, ზრდის დასრულებას ვერ აღწევს და საჭმელად გამოუსადეგარი ხდება. ბრძოლის მეთოდები- მოსავლის აღების შემდეგ ნაკვეთი მცენარეთა ნარჩენებისაგან სასწრაფოდ უნდა გაიწმინდოს და დაიწვას. პამიდვრის მცენარეზე უნდა შესხურდეს თამბაქოს მტვერი, საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება.

 

კომბოსტოს თეთრულა პეპელა გაშლილი ფრთების ჩათვლით სიგრძეში 60 მმ-ს აღწევს. დედალი მამალზე დიდია. პეპელას ულვაშები გრძელი და ქინძისთავისებრი აქვს, ხოლო ფრთები თეთრი. მის მიერ მიყენებული ზიანი ძალიან დიდია. ზრდა სრული მატლები რბილობს და მესამე და მეორე რიგის ძარღვებს ანადგურებენ, რის გამოც კომბოსტო ვეღარ იზრდება. დაუზიანებელი რჩება მარტო ღერო და ისიც იღუპება. ბრძოლის ღონისძიებები- მარცვლეულის ხვატარის წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ბოსტნებში ჯვაროსანთა ოჯახის წარმომადგენელი სარეველა მცენარეების მოსპობა. ბოსტნიდან შემოდგომით სარებისა და ფიჩხების გამოტანა, რათა თეთრულას მოესპოს მათზე დაჭუპრების საშუალება.

 

ბაღჩის ბუგრი ბაღჩის ბუგრი კულტურულ და ველურ გოგროვანთა მცენარეების - ნესვის, კიტრის, გოგრისა და სხვათა ფოთლების ქვედა მხარეს სახლდება და ქსოვილებიდან წუწნის მცენარის წვენს, რის გამოც ფოთლის ძარღვები ზიანდება და იკრუნჩხება. ბუგრები, გარდა ფოთლებისა, ყლორტებს (ლართხს) და ყვავილების ყუნწსაც აზიანებენ და ნაყოფი (ნასკვი) ვეღარ ვითარდება. ბრძოლის ღონისძიებები- აგროტექნიკური ღონისძიებებიდან გამოიყენება სარეველა მცენარეებთან ბრძოლა, თესლბრუნვა, ზომიერი რწყვა, ნათესის დამატებითი გამოკვება და სხვ.

 

ხახვის ბუზი ხახვის ბუზი მცირე ზომის მწერია. ეს ბუზი ხახვის ერთ-ერთი ძირითადი მავნებელია, რომელიც აყენებს განსაკუთრებით დიდ ზიანს სათესლე ხახვს. ხახვის ბუზი იკვებება დათესილი ხახვით, სათესლე ხახვით, ნიორით, პრასით, მრავალიარუსიანი ხახვით და სხვა მცენარეებით. ბუზი ნიადაგში (3-10 სმ სიღრმეზე) იზამთრებს. გაზაფხულზე ის საკმაოდ ადრე გამოფრინდება. გამოფრენილი ბუზები, დამატებითი კვების მიღების შემდეგ, კვერცხის დებას ხახვის ფოჩზე, მათ იღლიაში, დარგული ხახვის თავის ქერცლის ქვეშ და ნიადაგის ნაპრალებში იწყებენ. ბრძოლის ღონისძიებები- ხახვის ბუზის წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ნიადაგის მოხვნა მზრალად. გაზაფხულზე მზრალი უნდა გადაიხნას და მოირწყას. ხახვის თესვა უნდა მოხდეს რაც შეიძლება ადრეულ ვადებში. მატლებით დაზიანებული ბოლქვები უნდა შეგროვდეს და დაიწვას.

 

ნივრის ოთხფეხა ტკიპა ნივრის ოთხფეხა ტკიპას მიერ ნივრის დაზიანება უფრო მეტად საწყობის პირობებშია შესამჩნევი. დაზიანებული ნივრის ბოლქვები ზამთრის მეორე ნახევარში ხმება და გაზაფხულისათვის უვარგისი ხდება. ტკიპა საწყობში ბოლქვებზე იზამთრებს. გაზაფხულზე ტკიპა ბოლქვების კბილებთან ერთად მინდორში ხვდება და თავის განვითარებას იქ განაგრძობენ, შემდეგ მცენარის ზრდასთან ერთად გადადის ფოჩებზე, რომლებიც ხშირად ყვითლდება და იღუპება კიდეც, შემდგომში მცენარე იღუპება. ბრძოლის ღონისძიებები- ნივრის ოთხფეხა ტკიპას წინააღმდეგ აუცილებელია: დაუზიანებელი ბოლქვების შერჩევა და დარგვა, საწყობში ბოლქვების შენახვის ოპტიმალური პირობების დაცვა, საწყობის დეზაკარიზაცია გოგირდის შეხრჩოლებით, დასარგავი მასალის ფუმიგაცია გოგირდის გზით (1 მ2 ზე 50 გ გოგირდის დაწვით), რაც არ ამცირებს აღმოცენების უნარს, დარგვამდე ნაკვეთის გასუფთავება ნარჩენებისაგან.

 

რწყილები ბოსტნის შავი Ph. atra F, ტალღისებრი Ph. undulata Kutsch, ლურჯი Ph. nigripes F რწყილები გავრცელებულია ყველგან, ხოჭოები 2-4 მმ სიგრძის, შავი, ლურჯი ან მომწვანო ფერის არიან. სქესობრივად მოუმწიფებელი ხოჭოები იზამთრებენ მცენარეთა ნარჩენებში ან ნიადაგის ზედა ფენაში, გზისპირებზე, ტყის ზოლებზე. გამოდიან აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში, იკვებებიან სარეველებით, საგაზაფხულო რაფსის გამოჩენისთანავე გადაფრინდებიან მასზე, კვერცხებს დებენ ნიადაგში გროვებად 3-25 ცალს თითოში. კვერცხი 3-12, მატლი კი 15-30 დღეში ვითარდება (ამინდის პირობებიდან გამომდინარე). ახალი გენერაციის ხოჭოები ჩნდებიან ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში. ზამთრობას იწყებენ სიცივეების დადგომისთანავე. გააჩნიათ ერთი გენერაცია და დიდ ზიანს აყენებენ ბოსტნეულ კულტურებს. ბრძოლის ღონისძიებები- სარეველების განადგურება (განსაკუთრებით კომბოსტოს სარეველების); საგაზაფხულო რაფსის თესვა ადრეულ ოპტიმალურ ვადებში და დასაშვებ სიღრმეზე, რაც აძლიერებს მავნებლებისადმი მცენარის გამძლეობას, თესლის დამუშავება სისტემური ინსექტიციდებით, ან ინსექტიციდებით ნათესის შესხურება.