როგორ შევარჩიოთ გაზონი (ბალახი) - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ გაზონი (ბალახი)

 

არსებობოს გაზონის ორი ძირითადი ტიპი, დეკორატიული და დამცავი. დეკორატიული გაზონი განკუთვნილია ბაღის დეკორისთვის და სასურველია იყოს ყინვაგამძლე, თბოგამძლე. მასზე სეირნობა არ არის რეკომინდირებული, რადგან ის მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს. თუ თქვენ გაქვთ მიწის დიდი ნაკვეთი და შეგიძლიათ უზრუნველყოთ საჭირო მომსახურებით, რომელიც მოიცავს სხვა საკითხებთან ერთად ბალახის მოკრიჭვას კვირაში ორჯერ, მაშინ აირჩიეთ ამ ტიპის გაზონი.

 

ფართოდ გავრცელებულია ბაღ-პარკის გაზონი. ამ ტიპის გაზონს არ სჭირდება სწორი რელიეფი, ყოველკვირეული მოვლა, ასევე მასზე თავისუფლად შეიძლება სიარული.

 

მდელოს გაზონი მსგავსია ზემოთ ჩამოთვლილთაგან დეკორატიული ფუნქციით. მისი დათესვა შეიძლება სხვა ხანდაზმულ მცენარეებთან ერთად, მას კრიჭავენ თვეში ერთხელ. ასეთი გაზონები, როგორც წესი, ბუნებრივი წარმოშობის ბალახის წყობის გაუმჯობესებით იქმნება. მდელოებისა და მინდვრებისთვის განკუთვნილი, ბუნებრივი ბალახის საფარით დაფარული ტერიტორია ნაწილობრივ ფხვიერდება, ზედაპირიდან მსხვილღეროიანი სარეველები შორდება და შემდეგ კულტურული სახეობის ბალახები ითესება. ეს სახეობა ძირითადად გამოიყენება ლანშაფტური დიზაინის, როგორც დამატებითი ელემენტი.

 

პარტერული გაზონები ეწყობა კომპოზიციის წინა პლანზე, შესასვლელებთან. პარტერული გაზონებისთვის იყენებენ მრავალწლიან მარცვლოვან, დაბალ ბალახს, ღეროებისა და ფოთლების ფაქიზი აგებულებით, დაბალი პირველი ყლორტებით და მისი განვითარების მაღალი აქტიურობით.

 

სპორტული გაზონები ეს არი განსკუთრებით მდგრადი საფარი. ასეთი გაზონი გამოდგება ბავშვო მოედნებისთვის, საფეხბურთო მოედნისთვის, ჩოგბურთის კორტისთვის. ასეთი გაზონი მაღალი სიმტკიცის და სწრაფი აღდგენის უნარი უნდა ქონდეს.

 

რულოვანი გაზონი, ეს არის მზა გაზონი, რომელიც საშუალებას იძლევა უსწრაფესად, პრაქტიკულად რამდენიმე საათის განმავლობაში გავამწვანოთ ნებისმიერი ტერიტორია. რულოვან გაზონს შემდეგი თვისებები უნდა ჰქონდეს: არ უნდა ერიოს სარეველა, რულონის ფირფიტა ადვილად არ უნდა წყდებოდეს, ბალახი ისე მჭიდროდ უნდა ეკვროდეს ერთმანეთს, რომ ქმნიდეს ხალიჩას, ბალახის ქვეშ მიწა არ უნდა ჩანდეს. საუკეთესო პერიოდი რულოვანი გაზონის დასაგებად არის ზაფხული და შემოდგომა.