როგორ ვითამაშოთ პლაჟის ფრენბურთი - rogor.ge

როგორ ვითამაშოთ პლაჟის ფრენბურთი

 

მოამზადეთ სათამაშო ადგილი პლაჟის ფრენბურთისთვის. სათამაშო მოედანს უნდა გააჩნდეს სპეციალური ზომები 16X8 მ. შემოსაზღვრეთ ის ელასტიური ლენტით. გარდა ამისა მოედნის გარშემო უნდა იყოს თავისუფალი ზონა მინიმუმ სამი მეტრით. ქვიშის საფარის სიღრმე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 40 სმ. გაყავით სათამაშო მოედანი შუაზე ბადით. კაცებისთვის ბადის სიმაღლე უნდა იყოს დაფიქსირებული შემდეგ სიმაღლეზე: 2,43 მ. ხოლო ქლებისათვის - 2.24 მ.

 

შეარჩიეთ ფრენბურთის ბურთი. ის უნდა იყოს მყარი, მაგრამ მისი ტყავის ზედაპირი უნდა იყოს რბილი. დიამეტრი 66-68 სმ. ის უნდა იწონიდეს 0.26 დან 0.28 კგ.მდე უნდა იყოს კარგად დაბერილი.

 

შეკრიბეთ გუნდები სათამაშოთ. ყველა გუნდი უნდა შედგებოდეს მხოლოდ 2 მოთამაშისგან. თამაშის მსვლელობისას არავითარ შემთხვევში არ შეიძლება ცვლილებების განხორციელება (ზამენები). იმ შემთხვევაში თუ გუნდის რომელიმე წევრს არ შეუძლია თამაშის გაგრძელება, გუნდს ეს ეთვლება დამარცხებად.

 

გაეცანით პლაჟის ფრენბურთის შეჯიბრების სტრუქტურას. მისი არსი გამომდინარეობს შემდეგში, რომ თამაში იყოფა პარტიებად. იმისათვის, რომ გუნდს ჩაეთვალოს გამარჯვება, საჭიროა მოგება ორივე პარტიის. თავიდან ითამაშება ორი პარტია. მასში გამარჯვებისათვის საჭიროა რომელიმე გუნდის მიერ 21 ქულის დაგროვება იმ პირობით, რომ სხვაობა გუნდებს შორის უნდა იყოს 2 ქულა. თუ სხვაობა არ არის მაშინ პრტია გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე გუნდი 2 ქულით არ დაწინაურდება. თუ პირველი 2 პარტიის შემდეგ შედეგია 1:1 ინიშნება მესამე პარტია, თამაში გრძელდება 15 ქულამდე.

 

შეისწავლეთ ანგარიშის თვლის წესები. მას საფუძვლად უდევს პრინციპი - 1 ჩაგდებული ბურთი არის - 1 ქულა. სხვა სიტყვებით, ყველა ბურთის ჩაწოდებისას ერთ-ერთი გუნდი იღებს ქულას. გუნდი, რომელიც იღებს ქულას - ეძლევა ჩაწოდების უფლება.

 

გაეცანით პლაჟის ფრენბურთის ძირეულ წესებს. არის მხოლოდ რამდენიმე წესი. ბურთის გათამაშება იწყება ჩაწოდებიდან (პადაჩიდან). ის ხორციელდება მოედნის უკანა მხრიდან. ბურთის მოგერიება ნებადართულია სხეულის ნებისმიერი ნაწილით, მაგრამ ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ გუნდს აქვს უფლება ბურთზე მხოლოდ 3 ჯერ შეხების, სანამ ის იმყოფება მოედნის მათ მხარეს. ქულა ეკარგებათ, თუ ისინი სამზე მეტჯერ შეეხებიან ბურთს ან ბურთი დაეცემა ძირს მოედნის მათ მხარეს. ასევე ბურთი არ უნდა გადავიდეს მოედნის ფარგლებს გარეთ ან გაებას ბადეში. 10 ბურთის გათამაშების შემდეგ, პირველ ორ პარტიაში და 5 ქულის შემდეგ მესამე პარტიაში, გუნდები ცვლიან ადგილებს.

 

აირჩიეთ მსაჯი, რომელიც კარგად იცნობს წესებს. ახლა უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ პლაჟის ფრენბურთის თამაში.