ჯანმრთელობა

მოხუცთა ჯანმრთელობა

როგორ გავაუმჯობესოთ მოხუცების მახსოვრობა

როგორ გავაუმჯობესოთ მოხუცების მახსოვრობა

ავტორი: საბა მდივნიშვილი

მახსოვრობის დაქვეითება დაბერების პროცესის ერთ-ერთი ნაწილია, ეს გამოწვეულია იმით, რომ ტვინის ნეირონებს შორის კავშირები სუსტდება და იკარგება. ეს პროცესი შეუქცევადია და შეუძლია გამოიწვიოს გონების დაქვეითება. თუმცა, მრავალი ქვეყნის მეცნიერები მუშაობენ იმაზე, რომ შეანელონ ან თუნდაც შეაჩერონ მოხუცებულთა მახსოვრობის დაკარგვის პროცესი.

 

საფეხურები

  1. 1 ავსტრალიელმა მკვლევარ–გერონტოლოგებმა დაადგინეს, რომ მარტივი, მაგრამ რეგულარული ფიზიკურ ვარჯიშები ხელს უწყობს მახსოვრობის გაუმჯობესებასა და შემეცნების პროცესს, ამარტივებენ დამახსოვრებას. ასეთ სასარგებლო ვარჯიშად შეიძლება გახდეს ერთსაათიანი სეირნობა, კვირაში სამჯერ.
  2. 2 პიტსბურგის უნივერსიტეტის ამერიკელმა მეცნიერებმა პენსილვანიაში გამოიკვლიეს აერობიკული ვარჯიშების ზეგავლენა მახსოვრობის ფუნქციონირებაზე. გამოკვლევების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, დაფიქსირდა ტვინის მარცხენა და მარჯვენა ჰიპოკამპის გაუმჯობესება, იმ ადამიანებში, რომლებიც ვარჯიშობდნენ 40 წუთის განმავლობაში, კვირაში სამჯერ. ამან ხელი შეუწყო არა მარტო მეხსიერების დაკარგვის პროცესის შეჩერებას, არამედ მის გაუმჯობესებას, ჰიპოკამპალური მოცულობის გაზრდის საფუძველზე.
  3. 3 დადგენილია, რომ დაბერების პროცესში ადამიანის ტვინს უქვეითდება გლუკოზის ათვისების შესაძლებლობა, თუმცა ამავდროულად, მის მიმართ მოთხოვნილება საგრძნობლად იზრდება. ამერიკელი მედიკოსის დოქტორი გოლდონის და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ გლუკოზის დოზნის ზრდა სისხლსა და ტვინში იძლევა მახსოვრობის გაუმჯობესების საშუალებას. გლუკოზის კონცენტრირებული ფარმაცევტული პრეპარატების მიღების შედეგად, მოხუცთა იმ ნაწილის მახსოვრობის საერთო მაჩვენებელი გაიზარდა 40%–ით, იმასთან შედარებით, ვინც იღებდა პლაცებოს.
  4. 4 ცინცინატის უნივერსიტეტის ამერიკელი ნევროლოგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ შემეცნებითი ფუნქციის განვითარებისა და მახსოვრობის დაქვეითების შესამცირებლად, მოხუცი ადამიანებისათვის აუცილებელია საკვები დანამატები: ქრომის პიკოლინატი და ცხიმოვანი მჟავები ომეგა–3, რომლებსაც შეიცავს თევზის ცხიმი. მიკროელემენტი ქრომი გვხვდება ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა შაქარი, ფქვილი, ბრინჯი, რომლებიც აუცილებლად უნდა შედიოდეს ყოველდღიურ რაციონში. ქრომი აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, ამიტომაც ტვინი იწყებს ინტენსიურად მუშაობას. ამავდროულად, მინერალი პიკოლინატი არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და ხელს უშლის შაქროვანი დიაბეტის წარმოქმნას.
  5. 5 მეცნიერებმა გამოავლინეს მოცვის წვენის დადებითი გავლენა მოხუცებულ ადამიანთა მახსოვრობაზე. იგი ანტიოქსიდანტებისა და ფიტოქიმიკატების უმდიდრესი წყაროა. მეცნიერები გვირჩევენ მის გამოყენებას ტვინის დეგრადაციის შემცირებასა და თავიდან აცილებაში, მოხუცებულობის პერიოდში.