როგორ შევარჩიოთ ბანკი დეპოზიტის გასახსნელად - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ბანკი დეპოზიტის გასახსნელად

 

რა არის დეპოზიტი? საბანკო დეპოზიტი - ეს არის გახსნილი ანგარიში კომერციულ ბანკში, იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე, შეთანხამხებული პირობებით. ანაბრის გამხსენელი ღებულობს ფულად მოგებას კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში. სხვა სიტყვებით, დეპოზიტზე ფულის შეტანის შემდეგ თქვენ ბანკს აძლევთ "თავისუფალ ფულს" პირადი მოხმარებისათვის, ხოლო იგი "აბრუნებს" თქვენს შენატანს, ნახულობს ფინანსურ მოგებას და გიბრუნებთ უკან თქვენს მიერ შეტანილი ფულის გარკვეულ პროცენტს პლუს ბონუსს.

 

რას უნდა დააკვირდეთ ბანკში დეპოზიტის გახსნისას? არსებობს რიგი კრიტერიუმებისა, რითაც შეგიძლიათ გაზომოთ ამა თუ იმ დეპოზიტის მომგებიანობა. ძირითადი კრიტერიუმებია: პროცენტული დანარიცხი, დეპოზიტის ვადიანობა, დეპოზიტის გახანგრძლივების საშუალება, ანგარიშის კაპიტალიზაცია, დეპოზიტის შემდეგომი შევსებისა ან თანხის გამოტანის საშუალება ვადაზე ადრე, ჯარიმები და პენი, დეპოზიტზე არსებული ვალუტის კონვერტაციის საშუალება. როგორც ხედავთ არსებობს მრავალნაირი დეპოზიტი, რომლებსაც სხვადასხვანაირი პირობები აქვთ. აქედან გამომდინარე თქვენ მტკიცედ უნდა გქონდეთ გადაწყვეტილი, თუ რას გეგმავთ ახლო მომავალში და ამის გათვალისწინებით გახსნათ დეპოზიტი. მაგალითისათვს: თუ თქვენ გინდათ ფულის შეგროვება გრძელვადიანად და გსურთ მსხვილი შენაძენის გაკეთება (უძრავი ქონების შეძენა, მანქანის ყიდვა, სწავლის საფასურის გადახდა) უკეთესია გახსნათ დეპოზიტი პროლონგაციის (გახანგრძლივების) საშუალებით, ასევე თანხის გამოტანის საშუალების არქონით.

 

პროცენტები % პროცენტები - ბანკი ვალდებული წლის ბოლოს ან იმ ვადებში რაც კონტრაქტში არის გაწერილი, გადაგიხადეთ ფული, გარკვეული პროცენტი რაზეც შეთანხმდებით, იმისათვის, რომ ბანკმა ისარგებლა თქვენი თავისუფალი ფულით. მოგების რაოდენეობა დამოკიდებულია თქვენს დეპოზიტზე შეტანილი თანხის რაოდენობაზე (ყველა ბანკი თვითონ აწესებს პროცენტებს თუ რა რაონებობის თანხას დაგირიცხავთ მოგების შემდეგომ. ) როგორც წესი რაც ურო გრძელ ვადაზე ხსნით დეპოზიტს მით უფრო მეტია პროცენტი.

 

გახსნის ვადები და "პროლონგაცია" შენატანის ვადებზე საუბარს არ დავიწყებ, ეს ხომ ისედაც გასაგებია. მინდა, რომ ყურადღება გაგამახვილებინოთ ტერმინ "პროლონგაციაზე" (გახანგრძლივება.) ესეიგი პროლონგაცია ნიშნავს, რომ ბანკი იტოვებს უფლებას, დეპოზიტის ვადის ამოწურვის შემდეგ მაგალითად დეპოზიტია სამ წლიანი, სამი წლის გასვლის შემდეგ თუ თქვენ არ მიხვედით ბანკში, არ დახურეთ დეპოზიტი და აიღეთ თქვენი თანხა თავის დანამატით, ბანკი ავტომატურად აგრძელებს კიდევ სამი წლითა და იგივე პირობებით დეპოზიტის არსებობას.

 

ანგარიშის კაპიტალიაზაცია და თანხის ნაწილობრივი გამოტანა, შეტანა ბანკში ფულის შენახვისას ის გთავაზობთ თქვენ რამოდენიმე ვარიანტს მოგების. ყველაზე მომგებიანი მაინც კაპოტალიზაციაა, რომლის დროსაც მთელი მოგება ირიცხება იგივე ანგარიშზე და რთული პროცენტის გამოყენებით, თვიდან თვემდე იზრდება თქვენი მოგება. ნაკლებად პოპულარულია თანხის გამოტანა ბანკის სალარობეიდან და პლასტიკურ ბარეთებზე პროცენტის დარიცხვა თანხის გამოტანის უფლებით. ბევრი ბანკი ამას ძალიან უარყოფითად უდგება და ზოგს არც კი აქვს ამის სერვისი, ხოლო ზოგს ბანკს აქვს დაწესებული ამაზე შტრაფი, თუ გაუთვალისწინებლად დაგჭირდათ საკუთარი ფული და მოხსენით დეპოზიტიდან, ბანკს აქვს წინასწარ გათვალისწინებული სანქციები და თქვენ დაჯარიმდებით. ასე, რომ სანამ ანგარიშს გახსნით იყავით დარწმუნებული, რომ იცით ყველა პირობა თანხის გამოყენების. რომ გაგიადვილდეთ საკუთარი თანხსების მართვა, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტ ბანკინგი.

 

ვალუტის კონვერტირების საშუალება დეპოზიტის გახსნის წინ დაფიქრდით და ჩამოყალიბდით თუ რომელ ვალუტაში ხსნით ანგარიშს და ინახავთ ფულს. თუ გინდათ, რომ რამოდენიმე სხვადასხვა ვალუტაში შეინახოთ ფული, გაარკვიეთ გექნებათ თუ არა შემდგომში ამ დანაზოგების გადაკონვერიტების საშუალება ერთ დეპოზიტზე.

 

ბანკის სტაბილურობა და ინფლაცია შეარჩიეთ რაც შეიძლება მსხვილი ბანკები, ეს მნიშვნელოვანია ძალიან. გაიკითხეთ ახლობლებსა და მეგობრებში თუ რომელ ბანკს გირჩევენ, რომელი უფრო სანდოა და სტაბილური. საქართველოს პირობებში შეიძლება ითქვას, რომ ბანკები თითქმის ერთნაირ პირობებს გვთავაზობენ ყველგან. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ საბანკო დეპოზიტი არის - საშუალება ფულის სწორად შენახვის და დაბანდების, არა მოგების. ასე, რომ გრძელ ვადიან დეპოზიტებიდან ფულის მიღებას აფერხებს ინფლაცია. შეიძლება თქვენი ახლანდელი შეტნილი ფული იგივე მსყივდელნუარიანი იყოს ვიდრე რამოდენიმე წლის შემდეგ მიღებული ფული ბანკისგან თავისი დარიცხული პრცენტებით. ასე, რომ სწორად გთავალეთ ყველაფერი სანამ ბანკთან დაიწყებთ ურთიერთობას. გისურვებთ წარმატებებს ფინანსურ პლანზე!