როგორ დავანებოთ სიგარეტის მოწევას თავი - rogor.ge

როგორ დავანებოთ სიგარეტის მოწევას თავი

მიიღეთ გადაწყვეტილება ერთ საათში მხოლოდ ერთი ღერი მოწიოთ, შემდეგ დროის ინტერვალი ნელ-ნელა გაზარდეთ.

გაირთულეთ სიგარეტის ამოღების საშუალება. მაგალითად გადააკარით შეკვრას ლენტი დაიჭირეთ სიგარეტი თქვენთვის მიუღებელ ხელში. შეეცადეთ იყიდოთ ის სიგარეტი, რომელიც არ გსიამოვნებთ. არ იყიდოთ ერთ შეკვრაზე მეტი.

შეიცვალეთ გარემო სადაც ეწევით, არ მოწიოთ იმ ადგილში სადაც გსიამოვნებთ მოწევა, არ მოწიოთ ყავასთან ერთად და ა.შ.

თუ თქვენ არ ეწევით ერთი დღე, შეგიძლიათ არ მოწიოთ არც მეორე დღეს. თუ ვერ მოითმინეთ და მოწიეთ არ მოიწყინოთ. სცადეთ კიდევ ერთხელ.

მოწიეთ თითო ღერით ნაკლები ყოველდღე.

თითო მოწევის წინ მიიღეთ სპეციალური გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. გაწელეთ ყოველი მოწევა ატარეთ მხოლოდ ერთი ღერი და დარწმუნდებით, რომ შეეცდებით გადაინახოთ იგი.

უარი განაცხადეთ მოწევაზე ერთი დღით, შემდეგ კიდევ ერთით.

აცნობეთ თქვენ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს. სახალხო გამოცხადება უფრო დიდ ჟინს გაგიჩენთ სიგარეტისთვის თავის დანებებაში. დაინიშნეთ ზუსტი დრო, როდის დაანებებთ თავს სიგარეტს და გააკეთეთ ეს. დამალეთ ყველაფერი რაც სიგარეტს უკავშირდება: სიგარეტი, სანთებელა, საფერფლე გადაადგილეთ ავეჯი ოთახში, სადაც ხშირად ეწევით.

მოიმარჯვეთ საღეჭი რეზინი, კარამელი, მზესუმზირა, თხილი ყველაფერი ის რაც გიყვართ და შეჭამეთ, როდესაც მოწევა მოგინდებათ.

ინტენსიური მოწევა იწვევს ჩაის ან ყავის ხშირ დალევას. უფორ მეტად მწეველი ხალხი კოფეინს ეტანება. აგრეთვე კოფეინს შეიცავს კაკაო, შოკოლადი, თხილი, კოლა.

იხილეთ ინსტრუქცია როგორ შევამციროთ მწეველობისგან გამოწვეული ზიანი