როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა ინტერნეტით - rogor.ge

როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა ინტერნეტით

ინტერნეტში ბევრი საიტია, რომლებიც გთავაზობენ ინგლისური ენის დამოუკიდებლად შესასწავლად საჭირო მასალებსა და ტესტებს. თქვენ შეძლებთ იპოვოთ ტესტები, სავარჯიშოები, ლექსიკა, გრამატიკა ნებისმიერ თემაზე და ენის ფლობის ნებისმიერი დონისათვის: დაწყებული ელემენტარულით, დამთავრებული პროფესიონალური ინგლისურით. ამასთან ერთად, აქ იშვიათად გხვდებათ სავარჯიშოების პასუხები.

საერთაშორისო ინტერნეტ-რესურსი busuu.com მომხმარებლებს სთავაზობს უცხო ენების შესწავლას (მათ შორის ინგლისურის) კომუნიკაციის ფორმით. რეგისტრაციისა და პატარა ტესტის შევსების შემდეგ სისტემა განსაზღვრავს თქვენი ცოდნის დონეს და დაგიგეგმავთ სწავლების კურსს. თითოეული გაკვეთილი მიძღვნილია განსხვავებული თემატიკისთვის, დავალება კი შედგენილია ისე, რომ თქვენ უპრობლემოდ შეძლოთ ახალი ლექსიკის დამახსოვრება და გრამატიკული წესების ათვისება. ყოველ სწორად შესრულებულ დავალებაზე თქვენ მიიღებთ "busuu-ს კეკნკრას", რომელიც გაზრდის თქვენს რეიტინგს.

რესურსის განსაკუთრებილობა მდგომარეობს იმაში, რომ დავალებას ამოწმებს არა კომპიუტერი, არამედ უცხოელი, რომელსაც ინგლისური მითითებული აქვს, როგორც მშობლიური ენა. სწორედ ისინი დაგიწერენ ქულებს და განგიმარტავენ შეცდომებს. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ ჩატში ან სკაიპში ესაუბროთ ინგლისურად მოლაპარაკე პიროვნებას და განამტკიცოთ მიღებული ცოდნა. ასეთი ურთიერთობა ადვილად უმკლავდება შიშს, რომელიც ადამიანს უჩნდება უცხოელთან საუბრის დროს.

რესურსი არის პირობითად-უფასო. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ინგლისური უფასოდ, ან გამოიწეროთ გაფართოებული ვერსია, რომელიც შეიცავს თემებისა და დავალებების მეტ რაოდენობას, ასევე ტექსტებისა და ლექსიკის აუდიოჩანაწერებს.

არსებობს ასევე ინგლისური ენის შემსწავლელი ონლაინ-კურსებიც. რა თქმა უნდა, ეს არის ენების შესწავლის ყველაზე ეფექტური მეთოდი, მაგრამ ამასთან ერთად ყველაზე ძვირადღირებული. თქვენი სურვილებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, შემოგთავაზებენ შესაბამის სწავლების კურსს. კვირაში ერთი-ორჯერ თქვენ გამოგიგზავნიან ტექსტებსა და დავალებებს, რომლებსაც საჭიროა გაეცნოთ, შეასრულოთ და პასუხები გაგზავნოთ პირადი რეპეტიტორის ელექტრონულ მისამართზე. სწავლების ბევრი კურსი, ასევე გთავაზობთ პირად ურთიერთობას მასწავლებელთან ვიდეოკონფერენციის სახით: გრამატიკის ახსნა, დიალოგი, დავალებების შემოწმება და შეცდომების დამუშავება. ონლაინ-კურსები მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ რეპეტირორებთან მომზადებასთან: გასხვავება მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ თქვენ რეპეტიტორს ესაუბრებით უშუალოდ ინტერნეტის საშუალებით.