როგორ მივიღოთ განათლება სახლიდან გაუსვლელად - rogor.ge

როგორ მივიღოთ განათლება სახლიდან გაუსვლელად

 

აირჩიეთ სპეციალობა, რომლის სწავლაც გსურთ. დისტანციური სწავლების დახმარებით შესაძლებელია ისეთი პროფესიების დაუფლება როგორებიცაა: თარჯიმანი, ბუღალტერი, დიზაინერი, პროგრამისტი, კადრებისა ან ფინანსური მენეჯერი და სხვა. შემდეგ შეარჩიეთ სასწავლებელი, რომელშიც შემოგთავაზებენ სასურველი პროფესიის შემსწავლელ კურსებს.

 

შეაგროვეთ შერჩეულ სასწავლებელში ჩარიცხვისათვის საჭირო დოკუმენტების კომპლექტი. სტანდარტული პაკეტი ითვალისწინებს პირადობის, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლებს. ასევე დიპლომის ასლს, იმ შემთხვევისთვის, თუ გსურთ მეორე უმაღლეს სასწავლებელში სწავლა. დაასკანირეთ საჭირო საბუთები და გაგზავნეთ სასწავლებლის საიტზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე. მიღების წესი თითოეულ სასწავლებელს თავისებური აქვს. ზოგიერთ მათგანში საჭიროა პირადი გასაუბრების, ხოლო ზოგიერთში ონლაინ-ტესტირების გავლა.

 

ამის შემდეგ ხელი მოაწერეთ ხელშეკრულებას სწავლების შესახებ, რომელსაც გამოგიგზავნიან ფოსტით ან მოგიტანთ კურიერი. ყურადღებით შეისწავლეთ დოკუმენტი, მოაწერეთ ხელი და ერთი ეგზემპლარი გაგზავნეთ უკან. გადაიხადეთ სწავლის საფასური და მისი დამადასტურებელი ჩეკი თან დაურთეთ ხელშეკრულებას. გაფორმების პროცედურის შემდეგ თქვენ მიიღებთ, უმაღლესი სასწავლებლის საიტზე არსებულ თქვენს პირად კაბინეტთან წვდომას, სადაც მოგაწვდიან სასწავლო ლიტერატურასა და დავალებებს. შესრულებული ნამუშევრის გაგზავნა საჭირო იქნება ელექტრონულ ფოსტაზე.

 

მას შემდეგ, რაც თქვენ გაივლით სწავლების მთელ კურსს, ჩააბარებთ გამოცდებს. ჩვეულებრივ ეს ხდება ონლაინ რეჟიმში ვიდეოკონფერენციის ფორმატში. გამოცდის წარმატებულად ჩაბარებისა და სადიპლომო ნაშრომის დაცვის შემდეგ თქვენ გადმოგცემენ სახელმწინო სტანდარტის დიპლომს, რომლის გადმოცემაც შესაძლებელია კურიერის საშუალებით ან პირადად.