როგორ ავიცილოთ ტრავმა კრივში (პროფილაქტიკური რჩევები) - rogor.ge

როგორ ავიცილოთ ტრავმა კრივში (პროფილაქტიკური რჩევები)

 

მაგალითად: ცხვირიდან ძლიერი სისხლდენის დროს რეკომინდირებულია წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარის გამოყენება. დასველებული ტამპონი უკეთდება ცხვრის ნესტოში, რის შედეგადაც სისხლდენა ჩერდება. ასეთი დახმარება შესაძლებელია რაუნდებს შორის , შესვენების დროს. პრაქტიკაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ტრავმირებულ მოკრივეს ბოლომდე გაუგრძელებია ბრძოლა გამარჯვებით.

 

ხშირად მოკრივეები ღებულობენ ხელის თითების ტრავმას. ეს გამოწვეულია იმით, რომ მოკრივე არასწორი დარტყმის შედეგად იღებს თითების ტრავმას, რაც დიდი ხნით გამოთიშავს მას ვარჯიშებიდან. მოკრივეს უნდა ახსოვდეს, რომ ფრჩხილები ძირში არ დაიჭრას, ცოტა უნდა დაიტოვოს, ეს კი ხელს შეუწყობს მუშტის მოჭერას. დარტყმა უნდა სრულდებოდეს თითების მალებით და მოხრილი მაჯით, მოჭერილი მუშტით, კარგად ხლზე დახვეული ელასტიური ბინტებით. რეკომინდირებულია თითების მსუბუქი ტრავმირების დროს ქლორეთილის გამოყენება, ბრძოლის წინ მისი დასხმა მტკივნეულ ადგილას. თავისუფალ დროს შეიძლება ყინულის კომპრესის დადება.

 

წარბის, ცხვირის ან სახის დასახიჩრების შემთხვევაში გამოიყენება სამედიცინო წებო, რომელიც უწყობს ხელს ჭრილობის შეხორცებას. ნიკაპის, ყბის დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება ყინულიანი კომპრესები მტკივნეულ ადგილას ყბის ნელი მოძრაობით.

 

სახეზე სისხლჩაქცევების დროს შეიძლება გამოიყენოთ კბილის პიტნის პასტა დღეში რამდენჯერმე წასმით, ან დაიდოთ უმი საქონლის ხორცის ნაჭერი მტკივნეულ ადგილას.

 

მძიმე ნოკაუტის შემთხვევაში პირველყოვლისა საჭიროა კბილების დამცველის "კაპის" ამოღება, შემდეგ დაგმოვაბრუნოთ მუცელზე გვერდიდან სახის, დადებით იატაკზე, თავის ხელისგულებზე დადებით, მოკრივის ფეხსაცმლის გახდით- შემდგომში ექიმის ჩარევა. ნოკაუტის დროს გამოიყენება ასევე ნიშადურის სპირტი. ამის შემდეგ აუცილებელია გლუკოზის მიღება, რაც ხელს უწყობს მოკრივეს ორგანიზმის აღდგენაში.