როგორ გავწმინდოთ ზამშის ფეხსაცმელი (სახლის პირობებში) - rogor.ge

როგორ გავწმინდოთ ზამშის ფეხსაცმელი (სახლის პირობებში)

 

ყოველ საღამოს, ქუჩიდან მოსვლის შემდეგ, საჭიროა ზამშის ფეხსაცმლის გაწმენდა. ამის გაკეთება შესაძლებელია ფეხსაცმლის ჯაგრისით, რომელიც დასველებული იქნება წყლის, საპნისა და რამდენიმე წვეთი ნიშადურის ხსნარში. იმის შემდეგ, რაც თქვენ გაწმენდთ წეხსაცმელს ამ ხსნარით, საჭიროა მისი სველი წყლით ცოტათი გაწმედა და გასაშრობად დატოვება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ბატარეასთან.

 

თუ ზამშის ფეხსაცმელი პრილებს რამდენიმე ადგილზე, დაგჭირდებათ ისევ ნიშადური. დაასველეთ ბამბის ჩხირი ნიშადურის სპირტში და გაწმინდეთ მბზინვარე ადგილი. ასევე შეიძლება ფეხსაცმლის ორთქლისათვის შეშვერა ან საშლელის გასმა.

 

ზამშის ფეხსაცმლიდან ლაქის მოშორება შესაძლებელია ბენზინის ან ტალკის საშუალებით. საჭიროა მხოლოდ დასვრილი ნაწილის ბენზინით გაწმენდა ან მასზე ტალკის (ის შესანიშნავად იწოვს ცხიმს) დაყრა. შემდეგ საჭიროა ფეხსაცმლის რამდენიმე საათით გადადება და ბოლოს ჯაგრისით გაწმენდა.

 

გაუხეშებული და ჭუჭყიანი ადგილების გაწმენდა ასევე შეიძლება, რძის გამოყენებით. ერთმანეთში აურიეთ: ნახევარი ჭიქა რძე, 2 წვეთი ნიშადურის სპირტი და 1 ჩაის კოვზი საჭმელი მარილი. წაუსვით ხსნარი დასვრილ ადგილს. კარგად დაამუშავების შემდეგ ფეხსაცმელი მალევე მიიღებს თავდაპირველ იერსახეს.