სპორტი და ფიტნესი

ინტელექტუალური & აზარტული სპორტის სახეობები

ნარდი

როგორ ვითამაშოთ ნარდი (დამწყებთათვის)

როგორ ვითამაშოთ ნარდი (დამწყებთათვის)

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

ნარდი ძალიან პოპულარული და ერთ-ერთი უძველესი თამაშია, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ნარდის სათამაშოდ საჭიროა ორი ფერის ქვები (თეთრი და შავი) და კამათლები. თამაშს იწყებს ის მოთამაშე, რომლის მიერ გაგორებულ კამათლების ზევით მომართულ ნაწილზე შეკრების შედეგად აღმოჩნდება უფრო დიდი რიცხვი. ნარდი სამაგიდო თამაშია ორი მოთამაშისათვის, რომელიც მიმდინარეობს სპეციალურ დაფაზე. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მსვლელობისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გაგორებული კამათლების სასურველი კომბინაციის მიღებას, არანაკლებ მნიშვნელოვანია თამაშის მოსაგებად დასახული სტრატეგიაც.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • ნარდი

საფეხურები

  1. 1 საწყისი წყობა
    სათამაშო მაგიდა დაჯგუფებულია ოთხ ჯგუფად თითოეულ ჯგუფში ექვსი უჯრაა. ამ ჯგუფებს ეწოდება ეზო, სახლი, მტრის ეზო, მტრის სახლი. სახლი და ეზო გაყოფილია ამაღლებული ადგილი დაფის შუაში და მას ეწოდება ბარი. სახლიდან დაწყებული ყველაზე შორი პუნქტი არის ოცდაოთხ სვლაში. თითოეულ მოთამაშეს აქვს თხუთმეტი ქვა.
  2. 2 თამაშის მიზანი
    თამაშის მიზანია მოთამაშემ გადაიყვანოს ყველა თავისი ქვა სახლში. ის ვინც პირველი შეიყვანს ყველა თავის ქვას სახლში და გამოვა ის ითვლება მოგებულად.
  3. 3 ქვების მოძრაობა
    ყოველი მოთამაშე რიგ-რიგობით აგორებს კამათელს და აქედან გამომდინარე თუ რა ციფრი დაუჯდება კამათელზე იმ სვლას აკეთებს, თითოეულ კამათელზე არის ექვსი მხარე ერთიდან-ექვსამდე. მაგალითად თუ მოთამაშეს კამათლის აგორებისას გამოუვიდა კამათელზე 4 და 5 მას შეუძლია ითამაშოს 5 სვლა ერთი ქვით და მეორე ქვით 4 სვლა, ან შეუძლია გავიდეს ერთი ქვით 9 უჯრა (4+5).
    ქვას შეუძლია გადაადგილება მხოლოდ თავისუფალ უჯრებში ან მოკლას მხოლოდ ის ქვა, რომელი უჯრაში ერთია.
    მოთამაშეს, რომელსაც გამოუვიდა ორი ერთნაირი ციფრი მაგალითად; 6-6 უნდა გააკეთოს ოთხი სვლა თითოეული 6 უჯრით.
  4. 4 ქვის მოკვლა და გაცოცხლება
    პუნქტს, რომელიც დაკავებულია ნებისმიერი ფერის ერთი ქვით, ეწოდება ბლოტი. თუკი ამ პუნქტზე გაჩერდება მოწინააღმდეგის ქვა, ბლოტი ითვლება გაჭრილად და იდება ბარზე (ამაღლებული ადგილი დაფის შუაში). მოთამაშე, რომლის ერთი ან რამოდენიმე ქვა იმყოფება ბარზე, ვალდებულია ჯერ გააცოცხლოს იგი (ისინი) მოწინააღმდეგის სახლში. იმისათვის, რომ გააცოცხლო ქვა, ის უნდა განათავსო ღია პუნქტზე იმ ციფრების შესაბამისად, რაც ამოვა კამათელზე. მაგალითად, თუ კამათელზე ამოვიდა 4 და 6, ქვა შეიძლება გააცოცხლო მოწინააღმდეგის სახლის მეოთხე ან მეექვსე პუნქტში იმ პირობით, თუ ეს პუნქტები არ არის დაკავებული მისი ორი ან მეტი ქვით. თუკი ყველა პუნქტი დახურულია, მოთამაშე ტოვებს სვლას. თუკი არის იმის საშუალება, რომ გააცოცხლო ზოგიერთი ქვა და არა ყველა, აუცილებელია გააცოცხლო ქვების მაქსიმალური რაოდენობა, ხოლო სვლის დარჩენილი ნაწილი გამოტოვო. მას შემდეგ, რაც გაცოცხლებულია ბოლო ქვა, კამათელზე ამოსული გამოუყენებელი რიცხვი უნდა გამოიყენო ჩვეულებრივი სვლებისათვის.
  5. 5 ქვების მოხსნა (გავიდეთ)
    მას შემდეგ, რაც თხუთმეტივე ქვა არის შემოყვანილი სახლში, შეიძლება მათი მოხსნა დაფიდან. იხსნება ის ქვა, რომელიც დევს კამათლის რიცხვების შესაბამის პუნქტზე. თუკი კამათლის რიცხვის შესაბამის პუნქტზე არ არის არცერთი ქვა, აუცილებელია შესრულდეს ჩვეულებრივი სვლა უფრო მაღალი პუნქტებიდან. თუკი ასეთი ქვები აღარ დარჩა, შეიძლება ქვა მოხსნა უფრო დაბალი პუნქტებიდან. ქვების მოხსნის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა მათგანი შეყვანილია. თუკი ქვების მოხსნის პროცესში ქვას მოკლავენ, მოთამაშე ვალდებულია შეიყვანოს ეს ქვა თავის სახლში და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელოს ქვების მოხსნა.
  6. 6 მარსი და კოქსი
    მოთამაშე რომელიც წამგებ პოზიციაშია და მოასწრო ერთი ქვის მაინც მოხსნა დაფიდან ის ითვლება წაგებულად და ერთმევა ერთი ქულა. თუ კი წაგებულ მოთამაშეს არ მოუხსნია არცერთი ქვა მაგიდიდან ითვლება, რომ მას წაგებული აქვს მარსი და ერთმევა ქულების გაორმაგებული რიცხვი, ხოლო თუ წაგებულს არცერთი ქვა არ აქვს გასული და ერთი ან რამდენიმე ქვა დარჩენილი აქვს ბარზე ან მოწინააღმდეგის სახლში, იგი აგებს კოქსს და კარგავს ქულათა გასამმაგებულ რიცხვს.
  7. 7 კამათლის სპარსული დასახელება
    დუ-შაში— 6-6
    დუ-ბეშ— 5-5
    დორ-ჩარ— 4-4
    დუ-სე— 3-3
    დუ-ბარა—2-2
    ია-გან—1-1
    შაშე-ბეშ—6-5
    შაშე-ჩარ—6-4
    შაშე-სე—6-3
    შაშე-დუ—6-2
    შაშე-იაქ—6-1
    ფანჯი-ჩარ—5-4
    ფანჯი-სე—5-3
    ფანჯი-დუ—5-2
    ფანჯი-იაქ—5-1
    ჩარი-სე—4-3
    ჩარი-დუ—4-2
    ჩარი-იაქ—4-1
    სე-ვაი-დუ—3-2
    სე-იაქ—3-1
    დუ-იაქ—2-1