როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი

 

პირველ რიგში ნუ მისცემს ვითარებას თქვენი დაძაბვის საშუალებას, ყოველთვის მოიძებნება ,,ოქროს შუალედი“. არჩევანს (ან პრობლემას) შეეცადეთ მიუდგეთ საღი გონებით, მშვიდად. უნდა შეიქმნათ შინაგანი განწყობა, რომ გამოსავალი არსებობს.

 

რაც შეეხება მეთოდს, ძალზედ გავრცელებულია ,,პლუს-მინუს“ მეთოდი, რაც გულისხმობს არჩევანის ვარიანტების დადებითი და უარყოფითი შედეგების ჩამოყალიბებას.

 

მაგალითად ავიღოთ პროფესიის არჩევა. როცა ზუსტად არ იცით რა საქმე გინდათ, რომ აკეთოთ და გაქვთ რამდენიმე ვარიანტი, ჩამოწერეთ ამ ვარიანტების დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუ რა შედეგი მოჰყვება პირველის ან მეორის არჩევას. ცალკე ჩამოწერეთ პლუსები, ცალკე მინუსები, დაწერეთ თქვენი დამოკიდებულება, გარემო პირობები და შედეგი.

 

ეს ,,+ / -“ მეთოდი, ვფიქრობ, გაგიადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას, გარკვეული პრობლემის უკეთესად აღქმას, საკუთარი დამოკიდებულებისა და პრიორიტეტების განსაზრვრას.

 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენი გადაწყვეტილებით იყოთ კმაყოფილი, უნდა გსიამოვნებდეთ ის შედეგი, რომელსაც აირჩევთ.

 

პროფესიის მაგალითს თუ ავიღებთ, აქ ხშირად გარემო პირობების გათვალისწინება ზოგჯერ უარყოფითადაც კი მოქმდებს, რადგან კარიერას, ძალაუფლებას აყოლილი ადამიანი პროფესიას ირჩევს არა თავისი სურვილიდან, არამედ პრიორიტეტებიდან გამომდინარე.

 

ამიტომაც ძნელია ყველა სიტუაციისთვის ზემოთ აღწერილი მეთოდის მორგება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მაინც დაგეხმარებათ არჩევანის განსაზღვრაში.

 

აქ ასევე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ არჩევანის გაკეთებისას, ყოველთვის არის ერთი სწორი პასუხი, რომლის აღმოჩენაც თქვენ გარდა არავის შეუძლია. მთავარია არ შეშინდეთ, მოინდომოთ და საკუთარი თავის ირწმუნოთ.