როგორ შევღებოთ სნოუბორდი - rogor.ge

როგორ შევღებოთ სნოუბორდი

 

სანამ შევუდგებოდეთ ღებვას, ჯერ მოვაშოროთ ძველი საღებავი, რომ თავიდან ავიცილოთ ბუშტოვანი სიცარიელეების გაჩენა. დაიწყეთ უხეში ზუმფარათი და ბოლოს, იდეალური ზედაპირის მისაღებათ გამოიყენეთ ნულოვანი ზუმფარა. ყურადღებით შეამოწმეთ სნოუბორდის ზედაპირი, თუ ზოგან არის ღრმა ნაკაწრები, ჩაღრმავებული ადგილების ამოსავსებად დაასხით ზედაპირს ებოქსიდული წებო.

 

მიაღწიეთ იდეალურ სწორ ზედაპირს, რადგან არასწორი ზედაპირი შეანელებს სნოუბორდის სიწრაფეს. გაითვალისწინეთ ეფექტურად გამოიყურება სტიკერები შავ ფონზე.

 

შესაფერისი ფერის არჩევისას, მაღაზიაში უთხარით რისთვის გინდა. საღებავი გამძლე უნდა იყოს ტეპერატურის ცვალებადობასთან, შეძლებისდაგვარად ცვეთის. ამისათვის იდეალურად გამოდგება ალკიდური მინანქარი. მას შეურჩიეთ გრუნტი, რომ საღებავი უკეთესად დაჯდეს ზედაპირზე.

 

შესაღებად მომზადებულ სნოუბორდს წაუსვით გრუნტი, დააცადეთ გაშრეს, მიჰყევით მითითებული პროდუქტის ინსტრუქციას, თუ წერია წაუსვით მეორე ფენა მიჰყევით ინსტრუქციას. გრუნტის გაშრობის შემდგომ დაიწყეთ საღებავით მისი ღებვა. საღებავის ფენა აუცილებლად უნდა იყოს თხელი.

 

იგივე მეთოდით წაუსვით მეორე, მესამე ფენა საღებავის. ფენებს შორის ღებვის დროს დაიჭირეთ საღებავზე მითითებული დროის ინტერვალი იმისათვის, რომ მიიღოთ კარგი შედეგი. შეღებვის დროს აუცილებელი არ არის ლაქის გამოყენება, რადგან ის სკდება ტემპერატურის ცვალებადობის დროს.

 

სურათი ან ორნამენტი ასევე გადმოიტანეთ თხელი ფენით. ასევე შეგიძლიათ დააკრათ სტიკერი რომელიც გაგიადვილებთ საქმეს.