როგორ ვითამაშოთ ჭადრაკი (დამწყებთათვის) - rogor.ge

როგორ ვითამაშოთ ჭადრაკი (დამწყებთათვის)

 

ეტლი (ციხესიმაგრე ) - R - მისი ადგილია a1, h1, a8, h8 ეტლს შეუძლია იმოძრავოს ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად ნებისმიერ თავისუფალ უჯრებზე. თუ ოპონენტის რომელიმე ფიგურა აფერხებს, მას შეუძლია იმ ფიგურის მოკვლა, ამისათვის საჭიროა მოთავსდეს ის იმ უჯრაზე რაზეც მოწინააღმდეგის ფიგურაა გაჩერებული.

 

ოფიცერი (კუ)- B - იწყებს c1, f1, c8, f8 ზე ოფიცრებს შეუძლიათ გადაადგილება, ნებისმიერ თავისუფალ უჯრაზე ოღონდ მხოლოდ დიაგონალზე. ოფიცერი რომელიც შავ უჯაზეა მოთავსებული ის მუდამ შავი უჯრების დიაგონალზე იმოძრავებს, მხოლო ოფიცერი რომელიც თეთრზეა განთავსებული ისიც მუდამ თეთრ უჯრებზე გადაადგილდება. ეტლისავით მასაც შეუძლია მოკლას მოწინააღმდეგის ფიგურები, ასევე გამოუცხადოს ქიში მეფეს.

 

დედოფალი (ლაზიერი) - Q - იწყებს d1 ან d8 დედოფალი შეიძლება ითქვას არის ეტლი და კუ ერთად გაერთიანებული. ლაზიერს შეუძლია იმოძრავოს ნებისმიერი მიმართულებით შეუზღუდავად. როგორც დიაგონალურად, ასევე ჰორიზონტალურად და ვერტიკლურად. შეტევაც იდენტურია, როგორც სხვა ფიგურები კლავენ მოწინაღმდეგეების ფიგურებს ასევეა დედოფალიც. დედოფალი ყველაზე ფუნქციური და ღირებული ფიგურაა ამ თამაშში.

 

მეფე - K - მისი ადგილია e1 ან e8 მეფეს შეუძლია გადაადგილდეს ნებისმიერი მიმართულებით, ოღონდ მხოლოდ ერთი უჯრით. იხილეთ ფოტოზე. მას ასევე შეუძლია მოკლას ნებისმიერი ფიგურა გარდა მოწინააღმდეგის მეფისა და დედოფლისა.(მას არ შეუძლია ახლოს მიახლოვება, ან ეს იქნება ქიში, რაც ნიშნავს მეფე საფრთხეშია.) მეფის ფიგურით ასევე შესაძლებელია როქის გაკეთება, ეს ნიშნავს იმას, რომ მეფე გადაახტება ორ უჯრას მარჯვნივ ან მარცხნივ ხოლო ეტლი ამოეფარება მას. ეს დამატებით დაცულს ხდის მის განლაგებას დაფაზე. არ შეიძლება როქის გაკეთება მაშინ როცა: 1.მეფესა და ეტლს შორის სხვა ფიგურები არის. 2.მეფეს გამოუცხადეს ქიში, ანუ რომელიმე სხვა ფიგურა ემუქრება მას, ან ცეცხლოვანი ხაზია იმ ადგილზე სადაც უნდა გადაადგილდეს მეფე ორ უჯრაზე, ემუქრება რომელიმე მოწინააღმდეგის ფიგურა იმ უჯრებს. 3.მეფემ უკვე გააკეთა სვლა. როქის გასაკეთებლად მეფე უნდა იყოს უძრავად. თუ მეფემ რამე სხვა გააკეთა მანამდე, მას როქის გაკეთების საშუალება აღარ ექნება. ეტლი უნდა იყოს იმავე ხაზზე რომელ ხაზეც არის მეფე. თუ ეტლი ზედა ზოლზეა შეუძლებელია როქის გაკეთება.

 

მხედარი (ცხენი) - N ( KT ძველ ტექსტებში ) - განთავსებულია b1, g1, b8, g8 ცხენი არის ერთადერთი ფიგურა ჭადრაკში, რომელსაც შეუძლია გადაახტეს სხვა ფიგურას. ისინი მოძრაობენ რუსულ Г-ს და ინლისური L ფორმის მსგავსად. იხ.სურათი. ცხენს შეუძლია გადაადგილდეს 2 უჯრა ჰორიზონტალურად და 1 უჯრა ვერტიკალურად ასევე საპირისპიროდ. ცხენი შეუძლებელია დაბლოკო, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის მოთავსდება სხვა ფიგურაზე და მოკლავს მას.

 

პაიკები - P პაიკები განლაგებულია მწკივზე. ყველაზე მრავალრიცხოვანი ფიგურებია. თითოეულ მოთამაშეს აქვს 8 პაიკი. ისინი გადაადგილდებიან წინ ერთი უჯრით, გამონაკლისია პირველი სვლა, პირველი სვლისას სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია პაიკის გადაწევა წინ ორი უჯრით. ახლა რაც შეეხება დამუქრებასა და სხვა ფიგურის მოკლვას, პაიკს შეუძლია მოკლას მხოლოდ დიაგონალურად, როცა 1 უჯრით ახლოს არის მოწინაღმდეგის ფიგურასთან. იხ.ფოტოზე. პაიკს ასევე გააჩნია მნიშნველოვანი უფლება ყველა სხვა ფიგურებისგან განსხვავებით. მას შეუძლია გააცოცხლოს, (გაათავისუფლოს) ნებისმიერი სხვა ფიგურა თუ ის მიაღწევს მოწინაღმდეგის 8-ე უჯრების დონეს. ანუ პაიკი თუ მოთავსდება მოწინაღმდეგის ნებისმიერ მერვე ხაზის უჯრაზე ის გაიცვლება ნებისმიერ ფიგურაში. არ შეიძლება მხოლოდ მეფეში, შეუძლებელია ორი მეფის ყოლა.