როგორ დავნერგოთ ოჯახში ტრადიციები
ბევრ ოჯახში არის ტრადიცია საღამოს, ხანგრძლივი დღის ბოლოს შეიკრიბონ მაგალითად სამზარეულოში ჩაის დასალევად. ჩაის დალევის პროცესში მშობლები და ბავშვები მთელი დღის ნანახს უზიარებენ ერთმანეთს, მსჯელობენ სამომავლო გეგმებზე, შესაძლოა შვებულებაზეც. ეს ტრადიცია აერთიანებს ოჯახის თითოეულ წევრს, ეხმარება შექმნას სასიამოვნო ატმოსფერო.
ოჯახური ტრადიცა - უპირველესად არის სითბო, სულიერი ატმოსფერო ოჯახში. რომელიც შედგება დღიური განრიგით, ცხოვრების წესით, ჩვევებით. მაგალითად ზოგ ოჯახში მიღებულია ადრე ადგომა, ცალკე საუზმობა, საუბრის გარეშე ვახშმობა, ბევრ ოჯახს არ წარმოუდგენია ცალ-ცალკე საუზმობა, გულახდილი საუბარი ვახშამზე.