კომპიუტერი და ინტერნეტი

ინტერნეტი

სოციალური ქსელები

როგორ გამოვრთოთ Facebook Timeline (Chrome)

ავტორი: საბა მდივნიშვილი

Facebook-ის მიერ Timeline დანერგვის შემდეგ ყველა მომხმარებელს ავტომატურად შეეცვალა ინტერფეისი. მიუხედავად იმისა, რომ მომხარებლების უმრავლესობას მოეწონა მოცემული განახლება, გარკვეული ნაწილი მიეჩვია ძველს და სურს დაიბრუნოს (ან დაიბრუნა უკვე) ძველი ინტერფეისი. ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს ბრაუზერებს mozilla Firefox და Google Chrome-ს, ამიტომ ამ ინსტრუქციის მიხედვით გაიგებთ - როგორ "გამოვრთოთ" Facebook Timeline Chrome-ზე.

 

საფეხურები

  1. 1
    დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით თქვენს Desktop-ზე (სამუშაო მაგიდაზე) Google Chrome-ის ხატულას და მიჰყევით: Properties —> დააკოპირეთ შემეგ საფეხურში მოცემული კოდი და [b]Target: ველში ჩასვით chrome.exe-ს გასწვრივ —> დააჭირეთ ღილაკს Apply —> დააჭირეთ ღილაკს OK [/b].
  2. 2 კოდი Windows Vista და Windows 7-სათვის:
    --user-agent="Mozilla/4.0 (compatible; MSIE 7.0; Windows NT 6.0)"

    კოდი Windows XP-სათვის:
    --user-agent="Mozilla/4.0 (compatible; MSIE 7.0; Windows NT 5.1)"

    საბოლოო ჯამში ველი [b]Target , დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს :[/b]
    C:\Users\თქვენი ექაუნთი\AppData\Local\Google\Chrome\Application\chrome.exe --user-agent="Mozilla/4.0 (compatible; MSIE 7.0; Windows NT 6.0)"
  3. 3
    შემდეგ გახსენით Google Chrome —> შებრძანდით თქვენს Facebook-ის გვერდზე —> გადატვირთეთ გვერდი (კლავიატურაზე F5) და დატკბით ძველი პროფილის ნახვით.
  4. 4 იმ შემთხვევაში თუ იყენებთ სხვა ბრაუზერს - იხილეთ:

    Firefox