როგორ შევარჩიოთ საჩუქარი მეგობრის დაბადების დღისათვის - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ საჩუქარი მეგობრის დაბადების დღისათვის

 

პირველ რიგში დაადგინეთ თუ რა ბიუჯეტი გაქვთ და რამდენის დახრჯვას აპირებთ .

 

თქვენ მიდიხართ მეგობართან, ადამიანთან რომელსაც იცნობთ კარგად. თქვენ გაქვთ რამოდენიმე ვარიანტი კარგი საჩუქრის შესარჩევად. 1. ამოირჩიეთ საჩუქარი დამოუკიდებლად, ყოველთვის გამოდით იმ ინფორმაციით რაც იცით იმ ადამინის შეასახებ ვისაც ჩუქნით. 2. შეიძინეთ საჩუქარი საერთო მეგობრებთან ერთად რომლებიც ასევე არიან დაპატიჟებულები წვეულებაზე. 3. ურეკავთ ყველანაირი გაფრთხილების გარეშე თქვენს მეგობარს ვისაც ჩუქნით საჩუქარს და ეკითხებით პირდაპირ ან ირიბად თუ რა ესიამოვნებოდა მას დაბადების დღეზე საჩუქრად – რას ისურვებდა?

 

როცა გადაწყვეტთ ამ კითხვებს, საჭიროა გადახვიდეთ ძირითად ნაწილზე - ყიდვაზე. წადით მაღაზიაში, ან იპოვეთ ნივთი ინტერნეტით. ყველა შემთხვევაში შეაგროვეთ ბევრი ინფორმაცია იმ ნივთის შესახებ რის ყიდვასაც აპირებთ საჩუქრად. ასევე გაიგეთ ამ ნივთის ფასები სხვადასხვა მაღაზიებში და შეადარეთ ერთმანეთს.

 

თუ თქვენ უკეთებთ საჩუქარს იმ მეგობარს რომელსაც კარგად არ იცნობთ. აარიდეთ სპეციფიკური ნივთების ყიდვას თავი. ამ შემთხვევში იყიდეთ ის რაც ადამიანების უმეტესობა ესიამოვნება. მანამდე კითხეთ მის მეგობრებს მოეწონება თუ არა, რომ ეჩუქებინა მისთვის მაგაგლითად....? თუ მეგობრების უმეტესობა მოიწონებს თქვენს იდეას, არჩევანი ამ საჩუქარზე შეარჩიეთ, ხოლო თუ არ გამოიწვია თქვენმა იდეამ "ოვაციები" მაშინ დიდი შანსია, რომ თქვენს მეგობარს არ მოეწონება თქვენი საჩუქარი.

 

თუ საჩუქარს უკეთებთ მეგობრის შვილს, მაშინ გაიხსენეთ თუ რაზე ოცნებობენ მშობლები. რომელი სათამაშოებით თამაშის უფლებას აძლევენ ბავშვს და რომლით არა.

 

თუ ადამიანი თქვენთვის მეგობარზე მეტია, მაშინ საჭიროა საჩუქარი გაკეთდეს უფრო რომანტიულ სტილში. დაინტერესდით მაღაზიების შემოთავაზებებით და მიაკითხეთ სექციას "საჩუქრები".

 

გოგო მეგობრებისათვის, არ დაგავიწყდეთ საჩუქრების ჩუქება, რადგან ისინი არასდროს დაივიწყებენ, რომ თქვენ მათთვის საჩუქარი არ გიჩუქნიათ. თუ იუბილარი ტკბილეულობის მოყვარბეულია აჩუქეთ მას ტორტი ან შოკოლადი, ბევრი შოკოლადი.