როგორ შევარჩიოთ ეპილაციის სახეობა - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ეპილაციის სახეობა

 

ელექტროეპილაცია: გასული საუკუნის შუა წლებში დაიწყეს ეპიაციის ამ მეთოდის პრაქტიკაში გამოყენება. ძირითადად ევროპაში.

 

ფოტოეპილაცია ფოტოეპილაციის გამოყენება მიახლოებით 10 წლის წინ დაიწყეს. ეს მეთოდი გარდა თმების მოსაშორებლად გამოიყენებოდა სახის კანის მოვლისათვის, ფეხის ვენებისათვს და პიგმენტურ ლაქებთან საბრძოლვეადაც. ასევე ნოჭების გასასწორებლად.

 

ლაზერული ეპილაცია პირველი ცდა ლაზერული ეპილაციის გამოყენების ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1981 წელს. გამოყენებული იქნა ლაზერული სხივის უნარი, რაც გულისხმობს თმის ფოლიკულის უჯრედების სწრაფად გაცხელებას და დაშლას, რომელიც მელანინის პიგმენეტს შეიცავს. დღესდღეისობით ფართოდ და ხშირად გამოიყენება ეს მეთოდი.

 

ულტრაბგერითი ეპილაცია ეს არის დამხმარე საშუალება, რომელიც გამოიყენება ცვილოვანი ეპილაციის განხორციელების შემდეგ. ამ სახის ეპილაციას ატარებენ თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატისა და განსაკუთრებული გელის მეშვეობით. ამ ორი სახეობის შერწყმა კარგ ეფექტს იძლევა.

 

ენზიმური ეპილაცია ეპილაციის ეს სახეობა ეფუძნება თერმოთერაპიისა და ენზიმის შემცველი ნივთიერებების ერთდროულ გამოყენებას, ეს ყოველივე აფერხებს თმის ზრდას. ემზიმური ეპილაცია ტარდება ცვილოვან ეპილაციასთან ერთად.

 

ელოს–ეპილაცია ყველაზე განვითარებადი და პროგრესული მეთოდი. მისი გამოყენებისათვის საჭიროა ერთდროულად ორი სახის ენერგია. რათქმაუნდა ამაში იგულისხმება სინათლისა და ელექტრული ენერგია.

 

ეპილაცია მამაკაცებისათვის. ბოლო პერიოდში ეპილაცია მხოლოდ ქალებისათვის აუცილებელ და პრეროგატულ სერვისად აღარ ითვლება. რაც დრო გადის მით სულ უფრო მეტი მამაკაცი იყენებს ამ მომსახურებას, რათა ზედმეტი და არასასურველი თმა მოიშოროს.