როგორ გავუშვათ Sony Playstation-სათვის გამოშვებული თამაშები პერსონალურ კომპიუტერზე

თამაშების გარკვეული კატეგორია, რომელიც განკუთვნილია Sony Playstation-სათვის, შესაძლებელია გაეშვას პერსონალური კომპიუტერის საშუალებით. ამ პროცესის შესასრულებლად საჭიროა ემულატორის გამოყენება.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ემულატორი - ePSXe
- Daemon Tools
საფეხურები
- 1 გადმოწერეთ პროგრამა ePSXe, რომლის ვერსიაც იქნება 1.6-ზე მაღალი. გადმოაარქივეთ ფაილი (აუცილებლობის შემთხვევაში) დააინსტალირეთ იგი თქვენს კომპიუტერში.
| ePSXe-ს გადმოსაწერი ბმული | ზომა: 11.6 MB | - 2 მოამზადეთ Sony Playstation-ის თამაში - გადმოიტანეთ ფაილები კომპიუტერში ორიგინალი დისკიდან (ფაილის ინტერნეტიდან ან სხვა მოწყობილობიდან გადმოწერის შემთხვევაში პირდაპირ გადადით შემდეგ საფეხურზე). გაუშვით პროგრამა ePSXe.
- 3 მიჰყევით Config -> Wizard Guide -> Config და ჩამონათვალში აირჩიეთ 9002 - PAL და დააჭირეთ ღილაკს Next.
დაელოდეთ ფანჯრის გახსნას სათაურით - Configuring the Video. ჩამონათვალში მოძებნეთ Pete’s OpenGL Driver. ამოირჩიეთ პუნქტი Config. მარცხენა ქვედა კუთხეში მოძებნეთ ღილაკი Nice. დააჭირეთ მას და შეინახეთ პარამეტრები. გადადით შემდეგ მენიუზე. - 4 ამოირჩიეთ პუნქტი Pete’s DSound Audio Driver და დააჭირეთ ღილაკს Next. ეს პარამეტრი უზრუნველყოფს ხმოვანი სიგნალის გაშიფვრას. შემდეგ დიალოგურ მენიუში მიუთითეთ პარამეტრი ePSXe CDR WNT/W2K core და დააჭირეთ Next-ს.
- 5 დააყენეთ თქვენი კონტროლერისათვის ღილაკების მოსახერხებელი განლაგება. თუ თქვენ გაქვთ ჯოისტიკი, შეუერთეს ის კომპიუტერის USB პორტში და დააყენეთ მანიპულატორი. ანალოგიურად შეცვალეთ ღილაკები მეორე მომხმარებლისათვის.
დააჭირეთ ღილაკს OK და Done. - 6 გაუშვით პროგრამა Daemon Tools (Alcohol Soft) და შექმენით ახალი ვირტუალური დისკი. დისკის დაყენება ჯერ არ არის სავალდებულო. პროგრამა ePSXe-ს მენიუში გახსენით დაფა Options და აირჩიეთ პუნქტი CD-Rom. დააჭირეთ ღილაკს
Config და ამოირჩიეთ ვირტუალური დისკის სახელი.
| DAEMON Tools Lite 4.46.1-ის გადმოსაწერი ბმული | ზომა: 804.24 KB | - 7 დააყენეთ ვირტუალური დისკი. გადატვირთეთ პროგრამა ePSXe. გახსენით მენიუ File. დააჭირეთ ღილაკს Run CD-Rom. დაელოდეთ თამაშის გაშვებას და ისიამოვნეთ თამაშის პროცესით. Sony PlayStation სხვა სათამაშო კონსოლები ნებისმიერი გემოვნების მომხმარბელისთვის ინეტრნეტ მაღაზია Be.ge -ში.