როგორ გავაკეთოთ წარმატებული პრეზენტაცია (მოხსენება) - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ წარმატებული პრეზენტაცია (მოხსენება)

 

შეადგინეთ გეგმა ნებისმიერი პრეზენტაცია იწყება საკუთარი თავის წარმოდგენით: რა გქვიათ? ვინ ხართ? და რაზე აპირებთ საუბარს? გირჩევთ შეადგინოთ პრეზენტაციის გეგმა წიგნის სარჩევის სტილში, იმის საჩვენებლად, თუ მოხსენების რა ნაწილზე იმყოფებით მოცემულ მომენტში.

 

მთავარია გადმოცემა და არა თემა ძალიან მარტივი რჩევაა. პრეზენტაციიდან გამოყავით ის თეზისები, რომლებიც თქვენი აზრით, უნდა დაამახსოვრდეს მსმენელს. არ აქვს მნიშვნელობა სხვა რაზე ისაუბრებთ, მთავარია როგორ. შეეცადეთ მთელი პრეზენტაციის განმავლობაში რამდენჯერმე გაიმეოროთ მთავარი იდეები იმისათვის, რომ მსმენელმა შეძლოს მნიშვნელოვანი ასპექტების აღქმა.

 

სლაიდები გამოიყენეთ მხოლოდ ილუსტრაციისათვის ხშირად ზოგი მომხსენებელი პრეზენტაციას იწყებენ სლაიდების ჩვენებით და ამატებენ რამდენიმე სიტყვას მათ განსამარტად. ასეთი მიდგომა თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისათვის. სლაიდები ატარებენ დამხმარე ელემენტის ხასიათს, ვიზუალურ ფუნქციას. საინტერესო პრეზენტაცია პირველ რიგში, თქვენი საინტერესო მოხსენება, ჟესტიკულაცია და ინტონაციაა. ვერავითარი სურათები და დიაგრამები ვერ მოუტანს წარმატებას ავტორს, თუ ის პრეზენტაციის დროს უმოქმედოდ იქნება და თან მინიშნებები ეჭირება ხელში. ფეხების მხრების სიგანეზე გაშლით დაიჭირეთ წონასწორობა. გამოიყენეთ ჟესტიკულაციები და მცირე პაუზები წინადადების დასრულების შემდეგ. აუცილებელია მხედველობითი კონტაქტი გქონდეთ აუდიტორასთან. ექსპერტები გვირჩევენ ერთი მსმენელიდან გადავერთოთ მეორეზე, ყველას მოვუყვეთ თითო აბზაცი ან თანმიმდევრობით შევავლოთ თვალი მთელს აუდიტორიას. თუ შეატყობთ, რომ თქვენ მსმენელებს ძილი ერევათ, დაუსვით კითხვა აუდიტორიას ან ჩაატარეთ გამოკითხვა რამე საინტერესო საკითხზე და ხმის მისაცემად სთხოვეთ ხელის აწევა.

 

გრძნობით, გარკვევით, პაუზებით არ ღირს არც აჩქარება და არც შენელება. ისაუბრეთ გასაგებად, თანაბარი ტონით, ყურადრება მიაქციეთ ინტონაციას, მსმენელის ყურადღება გადაიტანეთ მნიშვნელოვან საკითხებზე. მნიშვნელოვანი ფრაზების ბოლოს გააკეთეთ პაუზა.

 

ლამაზი სლაიდები ჯერ არავის უარყვია ის ფაქტი, რომ ადამიანი ინფორმაციის 80%-ს ღებულობს მხედველობის საშუალებით. ბუნებრივია, თუ ინფორმაცია ლამაზად იქნება გაფორმებული, მისი მიღება გაცილებით უფრო მარტივი და სასიამოვნო იქნება. იზრუნეთ სლაიდებზე, გამოფრმებაზე, შიგთავსზე, სურათებსა და დიაგრამებზე. უკეთესი იქნება, თუ გამოიყენებთ გრადიენტულ ფონს და საშუალო ზომის შრიფტს. არ ღირს სლაიდის ცხრილებითა და მრავალეტაპიანი სიების გადატვირთვა.

 

პრინციპი 10/20/30 - Guy Kawasaki-სგან [u]Guy Kawasaki[/u] - ძალიან ცნობილი ბლოგერი, Open Source-ის შესახებ, წიგნების ავტორი გვირჩევს პრეზენტაციისათვის გამოვიყენოთ შემდეგი წესი: 10 სლაიდი 20 წუთის განმავლობაში 30 ზომის შრიფტის. 10 სლაიდი - ეს არის რაოდენობა, რომლის "ათვისებაც" მარტივად შეუძლია მსმენელს. მეტი სლაიდი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ ვერ შეძელით ძირითადი თეზისების გამოყოფა. დაფიქრდით, მოაშორეთ ყველაფერი ზედმეტი და პრეზენტაციის დროს აჩვენეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. 20 წუთი - ეს არის დრო, რომელიც გამოყოფილია მხოლოდ მონოლოგისათვის, ვინაიდან დანარჩენი ტექნიკის გამართვასა და მსმენელის კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგეხარჯებათ. 30 ზომის შრიფტი - ეს არის სლაიდებზე ტექსტის დასაწერი ოპტიმალური ზომა. აუცილებელია მოკლედ ჩამოაყალიბოთ მნიშვნელოვანი თეზისები და ისე დაიტანოთ ისინი სლაიდებზე, რომ თითოეულმა დაიკავოს თანაბარი ადგილი. ასეთი ტექსტის წაკითხვა შედარებით სასიამოვნო იქნება მსმენელისათვის და ისინი კონცენტრირებულები იქნებიან თქვენს მოხსენებაზე.

 

მოარგეთ პრეზენტაცია აუდიტორიას ხშირად მთხრობელს ავიწყდება, თუ ვის წინაშე წარადგენს პრეზენტაციას და რა ცოდნა აქვს მსმენელს. საბოლოო ჯამში შეიძლება გამოვიდეს ისე, რომ გენერალური დირექტორი მოისმენს რა კარგი გამოსაყენებელია Java მოცემული ამოცანის შესარულებლად, ხოლო Worker კლასის ინტერფეისი მომავალში დაეხმარება მარტივად გაანახლოს სისტემა. და მას სმენია ამის შესახებ? სურს, რომ მოისმინოს? აუცილებელია ისეთი ტერმინებით ოპერირება, რომლებიც გასაგები იქნება მთელი აუდიტორიისათვის.

 

ცოტა იუმორი იუმორი არასდროსაა ზედმეტი. იმისათვის, რომ პრეზენტაცია არ იყოს დამღლელი, დაუმატეთ მონაყოლს რამდენიმე ხუმრობა. დროული იქნება ხუმრობები კონკურენტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ იმავე საკითხის გადაწყვეტას. მთავარია არ გადააჭარბოთ, ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია დარჩეთ კორექტული.

 

შეინარჩუნეთ მოხსენების დინამიკა ხშირად მსმენელს პრეზენტაციის მსვლელობისას უჩნდება კითხვის დასმის ძლიერი სურვილი. არ ღის ასეთ შეკითხვებზე ბევრი დროის დახარჯვა. შეგიძლიათ ეს პრობლემა გადაჭრათ ფრაზით: "ყველა შეკითხვაზე პასუხს მოგვიანებით გაგცემთ". მნიშვნელოვანია, რომ ვერავინ შეძლოს თქვენი აზრების გაწყვეტა. პრეზენტაციის მსვლელობისას თქვენ მკაცრად უნდა დაიცვათ რეგლამენტი და არ დახარჯოთ დრო უქმად, იმისათვის, რომ შეძლოთ ყველაფერ იმაზე საუბარი რაც გქონდათ ჩაფიქრებული. იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორიაში იმყოფება "ყველაზე ჭკვიანი", რომელიც მოსვენებას არ გაძლევთ კრიტიკული შეკითხვებით, მოიწვიეთ იგი პრატფორმაზე და სთხოვეთ ისაუბროს რამეზე. უმეტეს შემთხვევაში ასეთი ხალხი უარს ამბობს გამოსვლაზე და წყნარდებიან, მაგრამ თუ "დაფასთან გამოძახებამ" არ შეაშინა იგი, ყოველთვის შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ გამოსვლისათვის და წარმოაჩინოთ თავი "ჰუმანურ დემოკრატად".

 

მზად იყავით მოულოდნელობებისათვის გინახავთ პრეზენტაციის დროს, რომ არ ჩართულიყოს დემო-პროგრამა, პროექტორი არ აჩვენებდეს გამოსახულებას, არ მუშაობდეს მიკროფონი ან დაჯდეს ელემენტი, არ ირთვებოდეს PowerPoint ან იჭედებოდეს პრეზენტატორის კომპიუტერი? მე მინახავს არაერთხელ. და ვინ იყო დამნაშავე ყველა ასეთ შემთხვევაში? მხოლოდ პრეზენტატორი. თუ შექმენით პრეზენტაცია, შეგნებულად გააკეთეთ ასლი, გადაიყვანეთ .pdf ფორმატში, შეინახეთ .pps ფორმატში, იმისათვის, რომ შეძლოთ პრეზენტაციის PowerPoint-ის გარეშე ჩართვა. გადაამოწმეთ პრეზენტაცია სახლის პირობებში და გადაუღეთ მის დასრულებულ ვარიანტს ვიდეო. თქვენ შეძლებთ უჩვენოთ აუდიტორიას ფილმი, იმ შემთვევაში, თუ რაღაც შეემთხვევა თქვენს პრეზენტაციას. სთხოვეთ ორგანიზატორებს, რომ შეარჩიონ სათადარიგო პროექტორი, ლეპტოპი ან აუდიტორია, იმისათვის, რომ თქვენს მოხსენებას ხელი ვერ შეუშალოს ტექნიკურმა სირთულეებმა.

 

გათვალეთ დასასრული შესაძლოა სწორედ პრეზენტაციის შეჯამებისას მიიღოს მსმენელმა თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილება. დაამუშავეთ მოხსენების ფინალური ნაწილი, შეახსენეთ ყველაზე მნიშვნელოვანი თეზისები, ხაზი გაუსვით თქვენი გადაწყვეტილები პლუსებს, კიდევ ერთხელ გაამახვილეთ ყურადღება საკვანძო დეტალებზე.

 

ისწავლეთ წარდგენა ნებისმიერი საზოგადო გამოსვლა არის ხელოვნება, რომლის სწავლა შეიძლება და ღირს კიდეც. არსებობს უამრავი ტრენინგი და კურსი, რომლებზეც გამოცდილი პედაგოგები გირჩევენ - როგორ გააკეთოთ მოხსენება, როგორ შეინარჩუნოთ კონტაქტი მსმენელთან, როგორ დაიჭიროთ სწორი პოზიცია და გასწავლიან მეტყველების კონტროლს. ისარგებლეთ მათი დახმარებით, თუ გსურთ შეგეძლოთ პრეზენტაციისა და მოხსენების პროფესიონალურად ჩატარება.

 

დასასრულს, უნდა ითქვას, რომ რჩევები გამოადგებათ არა მარტო მაგყიდველებსა და მენეჯერებს, რომლებიც რეკომენდაციას უწევენ თავის პროდუქტს, არამედ პედაგოგებს, სტუდენტებს და ყველას, ვისაც მოუწევს აუდიტორიის წინაშე წარსდგომა.