ხელოვნება და ჰობი

ხატვა

როგორ დავხატოთ თვალები

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

თვალები მნიშვნელოვანი და რთული დეტალია სახის ნაკვეთურებიდან, რომელიც პირდაპირ იმოქმედებს პორტრეტის საერთო შთაბეჭდილებაზე. იმისათვის, რომ ნახატში თვალები გამოვიდეს რეალისტური უნდა დავხვეწოთ ხატვის ტექნიკა.

 

საფეხურები

  1. 1
    ამ საფეხურში აგიხსნით როგორ შევქმნათ თვალის დიზაინი. თავიდან ყველა ხაზი გაუსვით მქრთალად, რადგან მარტივად გამოასწოროთ შეცდომები ან შეასწოროთ ხარვეზები. ჩვეულებრივი ადამიანის თვალს აქვს ელიფსის ფორმა.
  2. 2
    თვალის კონტური მეტად გამოკვეთილია, ზევითა მარცხენა და ქვემოთა მარჯვენა მხარეებში.
  3. 3
    შესაძლებელია თვალის გარე კუთხე ხაზი ცოტა ზემოთ იყოს აწეული (საჭირო არ არის).
  4. 4
    თვალის შიდა არეალი ხშირად ცოტა პატარაა (ასევე არ არის საჭირო).
  5. 5
    ახლა თვალის კონტურს დავუმატოთ, რამდენიმე წამწამი ზემოთა მხარეს.
  6. 6
    დახატეთ რამდენიმე წამწამი თვალის ქვემოთა გარე ნაწილში. გახაზეთ მკრთალი ხაზი პარალელური წინასი, რომელზეც დახატეთ ქვედა წამწამები. წაშალეთ თვალის შიდა ქვემოთა ხაზი, რაც გამოსახულებას გახდის მსუბუქს და უფრო ბუნებრივს.
  7. 7
    გაამქრთალეთ თვალის გუდა. გაამუქეთ თვალის შიდა კუთხის კონტურები.
  8. 8
    გაამუქეთ თვალის გუგა. სიმუქე დამოკიდებულია რეალური თვალის ფერზე.
  9. 9
    დაამატეთ ჩრდილები თვალის გუგის ორივე მხარეს.
  10. 10
    მიეცით მოცუობა ზედა ქუთუთოს. გაუსვით ხაზი იქ, სადაც მდებარეობს ზედა წამწამები. თვალის გუგა შეგიძლიათ გაამუქოთ ჩვეულებრივი საშლელის ფაქიზი გასმით.