როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი [II] - rogor.ge

როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი [II]

 

სამოტივაციო წერილის გაფორმება გასაფორმებლად საკმარისია მხოლოდ A4 ფორმატის ქაღალდზე დაწერილი წერილი, დაახლოებით გვერდის 2/3-ი, ან თუნდაც ნახევარი გვერდი (1/2), თანდართული ხელმოწერით და ამობეჭდილი სახით, რადგან ტიპოგრაფიას დიდი მნიშვნელობა აქვს, კარგი ფონტით დაწერილი წერილი დადებითად აისახება მიმღებზე. ხელით წერისას შეიძლება გამოგრჩეთ უმნიშვნელო სიმბოლო, არ გქონდეთ კარგი კალიგრაფია რაც ადამიანის გაუნათლებლობაზე ასოცირდება (რომელიც მცდარი მოსაზრებაა) და სხვა. ამიტომ ჯობია დაწეროთ ელექტრონული სახით. კარგი იქნება თუ დაურთავთ მცირეოდენ იუმორსაც :)

 

აუცილებელია იცოდეთ იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული! სამოტივაციო წერილში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩანდეს თქვენი ზედმეტი ლოიალურობა, პესიმისტობა და აგრესია, ხოლო ოპტიმიზმს რაც შეეხება - აუცილებელია! ზედმეტი ოპტიმიზმიც კი. მაგრამ არა მთვარეზე გასეირნება, თუმცა არც ეს უკანასკნელი არაა გამორიცხული. ოპტიმიზმით აღსავსე ადამიანი პირველ რიგში თავის ქვეცნობიერს აჯერებს, ხოლო ქვეცნობიერი უკვე მოქმედებს ამ ამოცანის შესასრულებლად, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს. როდესაც თქვენ გჯერათ (თქვენს ქვეცნობიერს სჯერა) ის აუცილებლად შესრულდება. ამრიგად, თუ თქვენ თვითონაც არ გჯერათ რას წერთ, ლოგიკურია სხვა (მოაზროვნე) არ დაიჯერებს. მაგალითისთვის ავიღოთ: პროფესიით ხართ მარკეტოლოგი, გაგზავნეთ სივი კომპანიაში და თან გაქვთ დართული სამოტივაციო წერილი შემდეგი სახის - "გამარჯობათ, მე ვარ მარკეტოლოგი გიორგი ნემსაძე, ვმუშაობდი აქ, დავამთავრე ეს და ჩემი მიზანია თქვენს კომპანიაში ვიმუშაო, რადგან მომწონს თქვენი კომპანია და დარწმუნებული ვარ გავუწევ კარგ სამსახურს მარკეტინგის მხრივ. (დართულია მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია) ბლაბლაბლა...". - ბანალურია! იმიტომ, რომ სივიში უკვე გიწერიათ ვინ ხართ, სივიში უკვე აღნიშნულია რა დაამთავრე და სად მუშაობდი, ხოლო კომპანიაში მუშაობისთვის საკმარისი არაა, რომ მოგწონთ და გაუწევთ კარგ მარკეტინგს, რადგან ეს ასეც უნდა იყოს. ხოლო მისამართის ორჯერ გამეორებაც უკვე მოსაბეზრებელია. უკეთესი იქნებოდა: "თქვენ უკვე კითხულობთ ჩემს სამოტივაციო წერილს, რაც ნიშნავს ჩემი კანდიდატურით დაინტერესებას, რისთვისაც მადლობას გიხდით. თქვენს კომპანიაში ჩემი მუშაობის მთავარი მიზანია გავხადო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისი/პროდუქტი, გამოვასწორო დარღვევები (თუ აქვს კომპანიას, ამიტომ შესწავლილი უნდა გქონდეთ კომპანიის მუშაობა), ავიდე კარიერული განვითარების მეორე ეტაპზე და ვიყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კადრი. მაქსიმალურად გავზარდო მოთხოვნა, დავაკმაყოფილო მიწოდება და ვაწარმოო ის რაც გაიყიდება და არა გავყიდო ის რაც ვაწარმოე. მადლობთ წართმეული 5 წუთისთვის. პატივისცემით გიორგი ნემსაძე." კიდევ ერთხელ გეტყვით იმას, რომ ეს არ არის დოგმა და არც ბლანკი! დიდი მნიშვნელობა აქვს სად აგზავნით წერილს.

 

საიდან დავიწყოთ? წერილს სანამ გაგზავნიდეთ, აუცილებელია შეისწავლოთ კარგად ის ორგანიზაცია, კომპანია თუ პიროვნება ვისთანაც აგზავნით. ყველა ადამიანი ინდივიდია და ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება, ამიტომაა თითქმის ყველა HR გვირჩევს, რომ ერთი და იგივე სივი არ გავგზავნოთ ორ სხვადასხვა ტიპის კომპანიაში. შესწავლილი ინფორმაციიდან რაღაც ნაწილის გამოყენება დაგჭირდებათ წერილის წერის დროს, რომ ნდობა მოიპოვოთ სუბიექტის და დააფიქროთ თქვენი რეალური ინტერესის შესახებ (კომპანიისადმი, ორგანიზაციისადმი თუ სხვა). მაგალითად თუ გეცოდინებათ იმ პირის სახელი ვისაც უგზავნით, დაიწყეთ წერილის წერა სახელით და მიმართეთ ყოველთვის სახელით, რადგან ადამიანზე დადებითად მოქმედებს როდესაც ხშირად მიმართავენ სახელით და პოზიტივს იწვევს მასში.

 

თქვენი მიზნები ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი საფეხური, რატომ გინდათ იმ კონკრეტულ კომპანიაში მუშაობა ან კონკრეტულ პირთან თანამშრომლობა? პირველ რიგში თქვენ თავს დაუსვით შეკითხვა. დაიმახსოვრეთ, ნებისმიერი საქმე წარმატებულად, რომ დასრულდეს, აუცილებელია ორივე მხარე თანაბრად დაკმაყოფილდეს. არასდროს გამოაჩინოთ თქვენი ინტერესები ისე მკაფიოდ, რომ გადაფაროს სხვისი და ამავდროულად არ დამალოთ თქვენი ინტერესები.

 

ცნობილი ფრაზები, გამოთქმები და ლოზუნგები კარგი იქნება თუ გამოიყენებთ თქვენს სამოტივაციო წერილში ცნობილ ფრაზებს გამოთქმებს ან/და ლოზუნგებს, როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითშია გამოყენებული მარკეტინგის მთავარი წესი - "აწარმოე ის რაც გაიყიდება და არა გაყიდო ის რაც აწარმოე". კიდევ ერთი მაგალითისთვის ავიღოთ ნაპოლეონ ჰილის ფრაზა "განათლება ლათინური სიტყვაა და ნიშნავს სულიერ განვითარებს, რომელსაც იყენებს ადამიანი თავისი მიზნების განსახორციელებლად ისე, რომ არ აზარალოს არავინ.", რომელიც უწერია წიგნში Think and Grow Rich და მიანიშნებს იმაზე, რომ არაა აუცილებელი Harvard ან Cambridge-ს უნივერსიტეტი გქონდეთ დამთავრებული, არაა აუცილებელი ათასობით წიგნი გქონდეთ წაკითხული, მთავარია საქმისადმი სიყვარული, თქვენი ცოდნის მაქსიმალური (სწორად) გამოყენება და თავდაუზოგავად შრომა. არასდროს არ იფიქროთ კრახზე, ყოველთვის გაუმეორეთ თქვენ თავს, რომ მიაღწევთ წარმატებას და თან ძალიან მალე, (კარგი იქნება თუ დროს დააკონკრეტებთ), რომელიც მერწმუნეთ კემბრიჯის დამთავრებულზე მეტს მიგაღწევინებთ ცხოვრებაში. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ ათობით მილიონერი და რამოდენიმე მილიარდელიც. ერთ-ერთი ასეთია ჰენრი ფორდი (წაიკითხეთ მისი ბიოგრაფია) ან სტივ ჯობსი და თუნდაც მარკ ცუკერბერგი.

 

მოტივაცია და ამბიცია ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი თქვენი წერილიდან სწორედ, რომ სუბიექტის მოტივაციაა და თქვენი ამბიცია. თუ კომპანია ზარალზეა წასული ან რამე კრახს განიცდის და სჭირდება სათანადო კანდიდატი რაზეც ვაკანსიაა გამოქვეყნებული, დაარწმუნეთ იმაში, რომ თქვენ აუცილებლად გამოასწორებთ ყველაფერს და უკეთესობისკენ წაიყვანთ რადაც არ უდნა დაგიჯდეთ, რადგან თქვენი ცხოვრების მთავარი პრინციპიც ესაა. ოპტიმიზმი! [u]შეუძლებელი თქვენთვის არაფერია[/u]. იგივე შეიძლება აღინიშნოს ბიზნეს პარტნიორის ძებნის დროს, რომ იგი იპოვის იმას, ვისაც ამდენი ხანი ეძებდა თქვენი სახით! [u]იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული[/u].

 

სანამ წერილს გაგზავნიდეთ საბოლოოდ გადახედეთ სამოტივაციო წერილს, მასში არ უნდა იყოს ისეთი ინფორმაცია თქვენი გამოცდილების და სამსახურის შესახებ რაც არ წერია CV-ში. შეამოწმეთ გრამატიკული შეცდომები, ჰკითხეთ საკუთარ თავს - "სხვას, რომ გამოეგზავნა ჩემთვის წავიკითხავდი ან/და ავიყვანდი?" როდესაც პასუხი დადებითი იქნება უკვე შეგიძლიათ გაგზავნოთ და მერწმუნეთ, სულ მალე დადებითი პასუხი მოგივათ, რადგან თქვენი ცხოვრების მიზანიც სწორედ ესაა - წარმატება და არაფერი წარმატების გარდა. თქვენ ეს შეგიძლიათ!