როგორ შევამციროთ საწვავის ხარჯი (10 რჩევა Volkswagen-ისგან) - rogor.ge

როგორ შევამციროთ საწვავის ხარჯი (10 რჩევა Volkswagen-ისგან)

 

მოერიდეთ ავტომობილით მოკლე მანძილზე გადაადგილებას Volkswagen გირჩევთ წინასწარ დაგეგმოთ მოძრაობის მარშრუტი - სხვადასხვა ობიექტზე მისასვლელად შეეცადეთ გაიაროთ სწორხაზოვნად ან საერთოდ თავი შეიკავეთ მოკლე მანძილზე ავტომობილით გადაადგილებისაგან. მცირე დროის განმავლობაში მუშაობის დროს ძრავი ძლივს ახერხებს სამუშაო ტემპერატურაზე და წვის საშუალო მაჩვენებელზე გადასვლას, მაშინ როცა კვლავ აღმოჩნდება სადგომზე და ძრავა კვლავ ცივდება. 0 გრადუსზე დაბალი ტემპერატურისას პირველი კილომეტრების გავლისას საწვავის ხარჯი შეიძლება ავიდეს მაჩვენებელზე - 30 ლიტრი 100 კილომეტრზე.

 

ყურადღება მიაქციეთ წნევას საბურავებში იმ შემთხვევაში, თუ საბურავის საფარი ნორმაზე 0,2 ბარით დაბალია, საწვავის წვა იზრდება 1%-ით. Volkswagen გირჩევთ აკონტროლოთ წნევის დონე საბურავებში და დააყენოთ ის მწარმოებლის მიერ დადგენილ მაჩვენებელზე - მაქსიმალური დატვირთვის მქონე მდგომარეობისათვის. Volkswagen-ის მიერ წარმოებულ ავტომობილებს ინფორმაცია ამ მაჩვენებლის შესახებ დატანილი აქვს საწვავის ავზის მილის ჩამკეტის უკანა მხარეზე. Volkswagen გირჩევთ შეარჩიოთ საბურავები, რომლებიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ მდგრადობას და მინიმალურ ვიბრაციას, რაც დაგეხმარებათ საწვავის ხარჯის 3%-ით შემცირებაში.

 

ძრავისათვის გამოიყენეთ მსუბუქი სინთეტიკური ზეთები სრულად სინთეტიკური ზეთები დაბალი სიბლანტით, რაც 5%-მდე ეკონომიის საშუალებას მოგცემთ. ეკონომია მიიღწევა ძრავის შიგნით ხახუნის შემცირებით, ასევე ძრავის კვანძებში ზეთის სწრაფი მოძრაობით ცივი სტარტის შემთხვევაში. ხარჯის შესამცირებლად გირჩევთ დაიცვათ მწარმოებლის მიერ მითითებული კილომეტრაჟი, რომლის შემდეგაც საჭიროა ზეთის გამოცვლა.

 

გაანთავისუფლეთ სალონი და საბარგული არასაჭირო ნივთებისგან ეკონომიის წესია: ნაკლები ტვირთი - მაცკლები ხარჯი საწვავზე. შეამსუბუქეთ ავტომობილი, რადგან ყოველი 100 კგ ზრდის ბენზინის მოხმარებას დაახლოებით 0.3 ლიტრით 100 კილომეტრზე.

 

ყურადღება მიაქციეთ აეროდინამიკას დამატებითი აქსესუარები საგრძნობლად ზრდიან საწვავის დანახარჯს. მაგალითად, Volkswagen Golf-ის სახურავზე 3 ველოსიპედის მოთავსების შემთხვევაში წვა იზრდება მაჩვენებლით - 2 ლიტრი 100 კილომეტრზე, ხოლო სიჩქარის 130 კმ/სთ-მდე გაქრდით უკვე - 4 ლიტრი 100 კილომეტრზე. 160 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას კი საწვავის დანახარჯი იქნება ორჯერ მეტი, ვიდრე იმ Volkswagen Golf-ისა, რომელიც გადაადგილდება ტვირთის გარეშე. Volkswagen გირჩევთ, რომ ღალი სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში რეკომინდირებულია მოხსნათ დამატებითი გარეგანი კონსტრუქციები. მოძრაობის სისწრაფე პირდაპირ ზემოქმედებს საწვავის დანახარჯზე – თუ გავაორმაგებთ მოძრაობის სისწრაფეს, საწვავის წვა გაიზრდება 4 ჯერ.

 

დროულად გადართეთ სიჩქარეები სიჩქარის ადრეული გადაცვლა მაღალ გადაცემაზე საშვალებას იძლევა ეკონომია გააკეთოთ საწვავის ხარჯვაზე. Volkswagen გირჩევთ 30 კმ/სთ–ზე სიჩქარე გადართოთ 3 გადაცემაში, 40 კმ/სთ–ზე 4–ზე და 50 კმ/სთ–ზე მეხუთეზე. თუ საგზაო სიტუაცია მოგცემთ საშუალებას, შეიძლება გამოიყენოთ სიჩქარის "მომდევნოს შემდეგზე გადართვის" პრინციპი. რაც გულისხმობს, პირველი სიჩქარის მესამეზე და მესამედან მეხუთეზე – შეგიძლიათ არ იდარდოთ, რომ ეს ავნებს თქვენი ავტომობილის ძრავს. Volkswagen–ის ავტომობილებში რეალიზებულია სისტემა, რომელიც თავად ურჩევს მძღოლს რომელი სიჩქარით უნდა იმოძრაოს იმისათვის, რომ საწვავის დანახარჯების შესამცირებლად.

 

იმოძრავეთ ნეიტრალური სიჩქარით მაშინ, როცა უახლოვდებით გზაჯვარებინს და შუქნიშანზე ანთია წითელი შუქი ან მაშინ, როცა ეშვებით გრძელ დაღმართზე, ნუ გადართავთ სიჩქარეს. ნეიტრალური სიჩქარით მოძრაობა გამოიწვევს სიჩქარის თანდათანობით დაკლებას და საწვავის ხარჯის ნიშნულს დაიყვანს მინიმუმამდე.

 

გამორთეთ ძრავა 20 წამზე დიდხანს გაჩერებისას Volkswagen გირჩევთ ძრავის გამორთვას შუქნიშნის წითელი სიგნალის დროს, მაშინ, როცა გაჩერება სავარაუდოდ 20 წამზე მეტს გასტანს. საქმე იმაშია, რომ 3 წუთის განმავლობაში უბრალოდ დაქოქილ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილი მოიხმარს იმდენივე საწვავს, რამდენსაც 1 კილომეტრის 50 კმ/სთ სიჩქარით გავლისას. თუმცა, არ ღირს ძრავის გათიშვა მოძრაობის პროცესში.

 

იმოძრავეთ სტაბილური სისწრაფით რეკომენდირებულია თანაბარი მოძრაობა სწრაფი აჩქარებისა და დამუხრუჭების გარეშე. მაგალითად, ბევრად ეკონომიურია მთელი გზა გაიაროთ 100 კმ/სთ სიჩქარით, ვიდრე ერთი ნაწილი – 80 კმ/სთ–ით და მეორე – 120 კმ/სთ–ით. საბოლოო ჯამში საშუალო სიჩქარე იქნება იგივე, მაგრამ საწვავის ხარჯი მეორე შემთხვევაში იქნება გაცილებით მეტი. გარდა ამისა, მაღალ სიჩქარეზე იზრდება საბურავების, მუხრუჭებისა და ავტომობილის სხვა კომპონენტების ცვეთა.

 

რაციონალურად გამოიყენეთ დამატებითი მოწყობილობები კომფორტი – ნებისმიერი მგზავრობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ის "მსხვერპლს მოითხოვს". ცხელი ზაფხულის დღეს კონდინციონერს უწევს გადატვირთული მუშაობა, მაშინ, როცა აუცილებელია გახურებული სალონის გაგრილება. ამიტომაც Volkswagen გირჩევთ ეკონომიის მიზნით ფანჯრების გახსნით გაანიავოთ ავტომობილის სალონი. დაბალი სიჩქარით ქალაქში მოძრაობისას კონდინციენერი ზრდის საწვავის ხარჯს ნიშნულით – 2 ლიტრი 100 კილომეტრზე, ამიტომაც შედარებით ეკონომიურია ფანჯრების ჩაწევა. ხოლო მაღალი სიჩქარით ქალაქგარეთ მოძრაობისას ჩაწეული ფანჯრები ზრდის წვას ნიშნულით – 0.3 ლიტრი 100 კილომეტრზე, მაშინ, როცა კონდინციონერის გავლენა საწვავის დანახარჯზე მცირდება.