როგორ შევაჩეროთ სისხლდენა ცხვირიდან - rogor.ge

როგორ შევაჩეროთ სისხლდენა ცხვირიდან

 

წნევა იმ შემთხვევაში, თუ სისხლის მოდის მხოლოდ ერთი ნესტოდან, ცერა თითი მიაჭირეთ სისხლმდენ ნესტოს და თავი დახარეთ წინ იმისათვის, რომ სისხლი არ გადაგეყლაპოთ.

 

შეშხურება სისხლის შესაჩერებლად კარგი საშუალებაა სურდოს საწინააღმდეგო სპრეის შეშხურება. მისი არ ქონის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ყინული ან რამე ცივი ნივთი. სიცივე შეაჩერებს სისხლდენას, მაგრამ მისი ეფექტი უფრო სუსტი იქნება, ვიდრე სურდოს საწინააღმდეგო ნებისმიერი პრეპარატის.

 

საცობი გაგიმხელთ პატარა საიდუმლოს. როგორ ფიქრობთ, რატომ ყიდულობს მამაკაცთა რეგბის გუნდი ქალის ტამპონებს? პასუხია - ცხვირისათვის. ტამპონის ნესტოში მოთავსება ეფექტური და სწრაფი საშუალებაა სისხლის შესაჩერებლად. გაიჩერეთ ის ნესტოში 10-15 წუთის განმავლობაში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ბოლოში თოკის მოჭრა იმისათვის, რომ არ გახდეთ დაცინვის ობიექტი.